თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2022, 17:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2611,
კომენტარები: 21
80 მილიონი და შეთანხმება მიღწეულია
საგად ქცეული ტრანსფერი.
80 მილიონი და შეთანხმება მიღწეულია
"მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანური "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. ტრანსფერი რომელიც ინგლისური გრანდისთვის ნამდვილ საგად იქცა, დასასრულს უახლოვდება.

The Times-ის ცნობით, ტენ ჰააგის კლუბი 25 წლის ნახევარმცველს სავარაუდოდ სულ მალე გააოფიციალურებს. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ბოლო წუთებს გადიან.

"იუნაიტედი" მზადაა დე იონგის სანაცვლოდ შეთავაზება 80 მილიონ ევრომდე გაზარდოს ხოლო დიდი ალბათობით "ბარსელონა" ამ თანხის სანაცვლოდ ფრენკის გაყიდვას დათანხმდება.

თავდაპირველად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სურდათ, რომ ნახევარმცველის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო მიეღოთ, მაგრამ "გლეიზერების" კლუბსა და კატალონიურ გრანდს სურს, რომ გარიგება ხუთშაბათამდე დასრულდეს, რადგან ამ დღეს ესპანური კლუბები ფინანსურ შედეგებს აჯამებენ.

გასულ სეზონში დე იონგმა ხავის გუნდის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2022 17:02
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ცხვება პირველი ტრანსფერი )))
0
№2
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2022 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ვითოომ??
0
№3
ავტორი: ManchesterU
26 ივნისი 2022 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
რაღაცა მეეჭვება შანსი არააა ესეთი თემა რომანოს გამოპარვოდა ყოველდღე ვუყურებ რომანოს ნიუსებს და არაფერი უხსენებია მსგავსი დეიონგზე.
0
№4
ავტორი: Mishiko82
26 ივნისი 2022 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
რომანომ ის დაწერა რომ დე იონგი ყველანაირად ცდილობს ბარსელონაში რომ დარჩესო მიუხედავად იმისა კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიანო, კაცს ჩვენთან არ უნდა და ესენი ძალით მოათრევენ და მერე ტიპმა რა გულით უნდა ითამაშოს?.
1
№5
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2022 19:55
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
დე იონგი ჩვენია ბიჭებო ეგ უეჭველად თან. აგერ ვარ რომანო ))
1
№6
ავტორი: Old Red Devil
27 ივნისი 2022 03:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
რატო გიხარიათ ამოს გადმოსვლა??ტიპი არაფერი არაა.ფრედიზე უკეთესი რითია??ლა ლიგაშიც ვერ დადო ვერაფერი
1
№7
ავტორი: Svanchester
27 ივნისი 2022 06:47
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ციტატა: Old Red Devil
რატო გიხარიათ ამოს გადმოსვლა??ტიპი არაფერი არაა.ფრედიზე უკეთესი რითია??ლა ლიგაშიც ვერ დადო ვერაფერი

ტენ ჰაგთან ერთად დადებს შედეგს
0
№8
ავტორი: ManchesterU
27 ივნისი 2022 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: Old Red Devil
რატო გიხარიათ ამოს გადმოსვლა??ტიპი არაფერი არაა.ფრედიზე უკეთესი რითია??ლა ლიგაშიც ვერ დადო ვერაფერი

ძალიან კლასნი ბიჭია დეიონგი, ამან არეულ დარეულ ბარსაში თU ვერ ითამაშა ამის ბრალი არაა ჯერ ერთი ბარსაში ძალიან კარგად ითამაშა უბრალოდ ამისგან რატო ელოდნენ ზიდანს და მეორე მესის მიკვირს, ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველია რომელიც ბურთთან ერთად ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი ხედვა აქვს, 2 3 ფეხბურთელის მოტყუებასაც არ თაკილობს და ბოქს თუ ბოქს პოზიციაზე ხო საუკეთესოა რომელიც ამის ძლიერი მხარეა. ბარსამ კიდე ათრია წინდაუკან ხან ფლეიმეიქერი იყო ხან 6 იანი ხან 8 იანი დაათრევდნენ წინ დაუკან მაგიტომაც იყო არასტაბილური.
0
№9
ავტორი: bendzela
27 ივნისი 2022 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ძაან გამოგვადგება ამ ბიჭის გადმოსვლა , იმედია მალე გაოფიციალურებენ
0
№10
ავტორი: ManchesterU
27 ივნისი 2022 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: bendzela
ძაან გამოგვადგება ამ ბიჭის გადმოსვლა , იმედია მალე გაოფიციალურებენ

მეც ეგრე ვფიქრობ ძალიან მაგარი ფეხბურთელია უბრალოდ ვერ აფასებენ ამის ტალანტს ხალხი, დამიჯერეთ ხალხნო ესეთი დონის ნახევარცმველი არც ფრედია არც მაკტომინეი. ნუ თუ ატლეტიკოსთან რაც ითამაშა მაგ ფრედს არ გავიხსენებთ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top