თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2022, 17:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 21
80 მილიონი და შეთანხმება მიღწეულია
საგად ქცეული ტრანსფერი.
80 მილიონი და შეთანხმება მიღწეულია
"მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანური "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. ტრანსფერი რომელიც ინგლისური გრანდისთვის ნამდვილ საგად იქცა, დასასრულს უახლოვდება.

The Times-ის ცნობით, ტენ ჰააგის კლუბი 25 წლის ნახევარმცველს სავარაუდოდ სულ მალე გააოფიციალურებს. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ბოლო წუთებს გადიან.

"იუნაიტედი" მზადაა დე იონგის სანაცვლოდ შეთავაზება 80 მილიონ ევრომდე გაზარდოს ხოლო დიდი ალბათობით "ბარსელონა" ამ თანხის სანაცვლოდ ფრენკის გაყიდვას დათანხმდება.

თავდაპირველად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სურდათ, რომ ნახევარმცველის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო მიეღოთ, მაგრამ "გლეიზერების" კლუბსა და კატალონიურ გრანდს სურს, რომ გარიგება ხუთშაბათამდე დასრულდეს, რადგან ამ დღეს ესპანური კლუბები ფინანსურ შედეგებს აჯამებენ.

გასულ სეზონში დე იონგმა ხავის გუნდის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
21 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
3 ივლისი 2022 17:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ან არი კიდე და ან არა :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top