ცნობილ საინფორმაციო წყაროს Goal.com - ს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გუნდში ახალი მარჯვენა მცველის მოყვანასაც შეეცდება.
როგორც ჩანს სპეციალისტის აზრით დიოგო დალოსა და აარონ ვან ბისაკას პოზიციას დამატებით კიდევ ერთი კადრი საჭიროებს.
საქმე ეხება იტალიური "ინტერის" განაპირა მარჯვენა მცველს დენზელ დიუმფრისს. გასულ სეზონში მოთამაშის ასპარეზობა ნდვილად რომ თვალშესაცემი იყო.
როგორც ჩანს აარონ ვან ბისაკას მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია, დარჩება თუ დატოვებს "ოლდ ტრაფორდელთა" რიგებს ინგლისელი სულ მალე გახდება ცნობილი.
დიუმფრისის პირად აქტივს რაც შეეხება, ნიდერლანდელმა გასულ სეზონში "მილანელთა" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ამავე დროს 7 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა პირად აქტივში.