თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2022, 19:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2312,
კომენტარები: 24
ტენ ჰააგი "ინტერის" კიდევ ერთი მცველით ინტერესდება
ამჯერად სამიზნე მარჯვენა მცველია.
ტენ ჰააგი
ცნობილ საინფორმაციო წყაროს Goal.com - ს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გუნდში ახალი მარჯვენა მცველის მოყვანასაც შეეცდება.

როგორც ჩანს სპეციალისტის აზრით დიოგო დალოსა და აარონ ვან ბისაკას პოზიციას დამატებით კიდევ ერთი კადრი საჭიროებს.

საქმე ეხება იტალიური "ინტერის" განაპირა მარჯვენა მცველს დენზელ დიუმფრისს. გასულ სეზონში მოთამაშის ასპარეზობა ნდვილად რომ თვალშესაცემი იყო.

როგორც ჩანს აარონ ვან ბისაკას მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია, დარჩება თუ დატოვებს "ოლდ ტრაფორდელთა" რიგებს ინგლისელი სულ მალე გახდება ცნობილი.

დიუმფრისის პირად აქტივს რაც შეეხება, ნიდერლანდელმა გასულ სეზონში "მილანელთა" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ამავე დროს 7 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა პირად აქტივში.
ჭორები
24 კომენტარი
№21
ავტორი: LASHQARA
18 ივნისი 2022 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აუუ ოღონდ გრინვუდი დაბრუნდეს და აღარ მინდა არანაირი ტრანსფერი wink love
0
№22
ავტორი: defender2
19 ივნისი 2022 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ციტატა: LASHQARA
აუუ ოღონდ გრინვუდი დაბრუნდეს და აღარ მინდა არანაირი ტრანსფერი wink love


მართლა მაგარია, რა ტყვიასავით დარტყმა აქვს, სუპერ ცენტრ ფორვარდი იქნება, თან ოცი წლისაა ტიპი, იმენა ანრია, ეგ, სანჩო... დახატავენ, წელს პრემიერ ლიგაზე უნდა გავიქაჩოთ.
0
№23
ავტორი: Roberto
19 ივნისი 2022 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
არაა ძმებო ეგ ინფორმაცია დადასტურებული.ის კი არა გირაოს ვადა გაუგრძელეს და ჯერ გამოძიება როდემდე გაგრძელდება არავინ იცის.ამას გარდა თქვენს აზრს შემოვევლე ყველასას ვინც ამბობთ რომ ტრანსფერებს არ ჩქარობს ტენ ჰაგიო.არ ჩქარობს კი სულით და გულით უნდა ახალი ფეხბურთელები,რადგან არსებული რესურსით იცის რომ ვერაფერს ვერ იზამს,მაგრამ იუნაიტედის ხელმძღვანელობა როგორც ყოველთვის ღრმა ძილშია.ამის უამრავ საიტზე იწერება რომ უკვე უკმაყოფილებაა გუნდში.ტიპი რასაც მოელოდა და რასაც დაჰპირდნენ ვეღარ ასრულებენ.დიდი იმედგაცრუება შერჩა ხელში ხელმძღვანელობის სახით.ამიტომ მოგვიწევს მინიმუმ 3 წელი არსენალივით ბუქსაობა.თუ არადა რაღაც სასწაული უნდა მოხდეს,რადგან ჩვენი უშუალო კონკურენტები დროს არ კარგავენ და ყველა ასე თუ ისე ძლიერდება
0
№24
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2022 16:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ მგონია მართალი იყოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top