"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირის თქმით, ტრანსფერი ოფოციალურად მალე დადასტურდება.
ესპანური და ინგლისური გრანდები ამჟამად კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმდებიან. კატალონიურ კლუბს სურს მიიღოს 80 მილიონი ევრო - თითქმის იგივე თანხა, რაც "ლურჯბროწეულისფერებმა" ამსტერდამის "აიაქსს" დაურიცხეს თავის დროზე ნახევარმცველის სანაცვლოდ.
დე იონგის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ ჰააგისთვის მთავარი პრიორიტეტია.
როგორც ჩანს ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი ტრანსფერი ინგლისურ გრანდში სწორედ ნიდერლანდელი ფეხბურთელი იქნება.