თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2022, 20:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3108,
კომენტარები: 25
კონტრაქტი გაფორმებულია
ნიდერლანდელი "იუნაიტედის" საკუთრებაა.
კონტრაქტი გაფორმებულია
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირის თქმით, ტრანსფერი ოფოციალურად მალე დადასტურდება.

ესპანური და ინგლისური გრანდები ამჟამად კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმდებიან. კატალონიურ კლუბს სურს მიიღოს 80 მილიონი ევრო - თითქმის იგივე თანხა, რაც "ლურჯბროწეულისფერებმა" ამსტერდამის "აიაქსს" დაურიცხეს თავის დროზე ნახევარმცველის სანაცვლოდ.

დე იონგის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ ჰააგისთვის მთავარი პრიორიტეტია.

როგორც ჩანს ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი ტრანსფერი ინგლისურ გრანდში სწორედ ნიდერლანდელი ფეხბურთელი იქნება.
ახალი ამბები
25 კომენტარი
№21
ავტორი: defender2
16 ივნისი 2022 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
ციტატა: defender2
წელს პრემიერ ლიგა უნდა დაიდოს, გავიგეთ რო ტენ ჰააგია მაგრამ, 3 წელი აქვს კონტრაქტი, თან ლიგაზე არ ვართ და წესით უნდა გავიქაჩოთ, ოღონდ წესიერი ტრანსფერები უნდა დადონ

ხუმრობ ხო? რა პრემიერლიგაზეა საუბარი გუნდი გუნდს არ გავს ჯერ ელემენტარულად და რო დაემსგავსება (რმერთმა ქნას დაესმგავსოს) მერე გუნდის დაღვინებაა საჭირო სანამ რამეს მოიგებ ხასიათი რო გამოუმუშავდეს კლუბს, ჩელსი არ ვართ ესე ჰაი ჰარალოზე რო ვიგებდეთ 1 სეზონში გავარდნით ტიტულებს, სხვანაირი კლუბიი ვართ მაგამბავში.

ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
პერმიერლიგის ცხრილიც დაიდო და მესამე ტურში ლივერპულს ვხვდებით ოლდზე :დ

მაქამდე კი ამხანაგური შეხვედრაც გვექნება 12 ივლის ლივერპულთან,30ში კი ატლეტიკოსთან.საინტერესოა რაიმე ელემენტარული მაინც თუ შეიცვლება ამათ თამაში :დ

სიმართლე გითხრა მე ის უფრო მაინტერესებს ჩემპიონატის ადწყებამდე თუ მოაბავენ თავს ტრანსფერებს ისე რო მოსამზადებელი პერიოდი ყველა ახალწვეულმა გუნდთან ერთად გაიაროს, იმედია ისე არ მოხდება რო ნაყიდი ფეხბურთელები გუნდს შუა აგვისტოში შეუერთდებიან თორე მერე იმათ გუნდთან ადაპტაციას და შეგუებას იმხელა დრო უნდა ხოლმე რო მაგდროს ჩემპიონატის ნახევარი მინიმუმ უკვე გასულია და ეგრე შედეგს ვერ დადბენ მაქსიმალურს..

გეთანხმები,ეგეც აუცილებელი და მნიშვნელოვანია,რამენაირად უნდა შეძლონ რაც შეიძლება მალე მოაგვარონ ტრანსფერების საკითხი,მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე მეტად მაინტერესებს თვითონ გუნდის სტილი თუ მართლა გარდაიქმნება და შემოგვთავაზებენ რაიმე ახალს,თორემ ეგ თუ არ შეიცვალა და ზოგადად ნორმალური ფეხბურთის თამაში ამ კაცმაც ვერ დააწყებინა გუნდს,ვფიქრობ ის ახალი ტრანსფერებიც როგორც ძველი დაგვრჩება გამოუსადეგარი.

მაგას ვამბობ, მთავარია სტილი, დღევანდელ ფეხბურთში, თან ასეთ გუნდში, გინდაც აკადემიაში, ბურთის მიმღები, ფინტის გამკეთებელი კაცი არ მოიძებნება? გინდ მსოფლიო ვარსკვლავები მოყარე, თუ სტილი და მწვრთნელი არაა, გააფუჭებენ და ეგ არის.
0
№22
ავტორი: Lalana
16 ივნისი 2022 21:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
defender2 - კი ნამდვილად.დღეს გუნდის წარმატების უდიდესი ნაწილი მწვრთნელსა და მის შტაბზე მოდის,ის ანვითარებს ფეხბურთელს,როგორც ტაქტიკური განსწავლულობით ასევე მოტივაციის თვალსაზრისითაც,მაგრამ ამასთანავე საჭიროა სწორი ტრანსფერებიც,რადგან ზუსტად იმ სტილს შეესაბამებოდეს ფეხბურთელი როგორიც მწვრთნელის მონაცემებში ჯდება.შეიძლება ძალიან კარგი მოთამაშეც გყავდეს გუნდში,მაგრამ თუ მწვრთნელის სტილში ვერ ჯდება ის ვერ მოერგება გუნდის ფილოსოფიასაც,ამიტომაც ვფიქრობ დააკვირდება აკადემიელებსაც და ზოგადად იმ ფეხბურთელებს ვინც მის გუნდში ასპარეზობს,ამის და მიხედვით აარჩევს იმათ ვინც მის ფილოსოფიაში ჯდება და შემდეგ მოხდება დროდადრო ხალხის გაფილტვრაცა და ისეთი ფეხბურთელების მოყვანაც რომლებიც იმ სუსტ წერტილებს ამოავსებენ რაც გუნდს აქვს.ვფიქრობ ახლაც არსებობს პრიორიტეტული ფეხბურთელებიც შესაძენად,მაგრამ როგორც ჩვენ გუნდს ჩვევია ძაან აჭანურებენ ხოლმე ტრანსფერებს,ამ მხრივ კი შოთიკოს ვეთანხმები.საჭიროა სწრაფად გაკეთდეს ტრანსფერები რომ ის ახალი ფეხბურთელები ვინც მოვლენ პრე სეზონის დროს შეეგუონ როგორც გუნდს,ასევე მწვრთნელის ფილოსოფიასაც.
0
№23
ავტორი: defender2
16 ივნისი 2022 21:57

სრულად გეთანხმები, ამიტომაც არ ჩქარობს ტრანსფერებს.
0
№24
ავტორი: oto_guria
17 ივნისი 2022 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
გილოცავთ ყველას ესეც პირველი ტრანსფერი სასიხარულოა ნამდვილად ბოლოსდაბოლოს დადასტურდა♥️
0
№25
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2022 16:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ამ კვირის ბოლომდე უნდა იყოს სიახლეები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top