"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"დარწმუნებული ვარ, კრირო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. რაც უფრო უარესია "მანჩესტერ იუნაიტედში" მდგომარეობა, მით უფრო დიდია მისი შენარჩუნების ალბათობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაძირული გემიდან გაქცევას ჰგავს.
ახალ სამწვრთნელო შტაბს ბევრი სამუშაო მოუწევს გუნდში ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად და მებრძოლი შემადგენლობის შესაქმნელად“, - ციტირებს ნევილს Manchester Evening News-ი.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს "წითელ ეშმაკებთან" შრომითი ვალდებულებები მომავალი წლის შუა რიცხვებამდე აქვს.