თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2022, 21:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2020,
კომენტარები: 13
ნევილი: "ჩაძირული გემიდან ის არ გაიქცევა"
დარჩება თუ წავა რონალდუ გარი ნევილის აზრით.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"დარწმუნებული ვარ, კრირო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. რაც უფრო უარესია "მანჩესტერ იუნაიტედში" მდგომარეობა, მით უფრო დიდია მისი შენარჩუნების ალბათობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაძირული გემიდან გაქცევას ჰგავს.

ახალ სამწვრთნელო შტაბს ბევრი სამუშაო მოუწევს გუნდში ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად და მებრძოლი შემადგენლობის შესაქმნელად“,
- ციტირებს ნევილს Manchester Evening News-ი.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს "წითელ ეშმაკებთან" შრომითი ვალდებულებები მომავალი წლის შუა რიცხვებამდე აქვს.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Raphaël Varane
13 მაი 2022 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 113
ბარსას ახლა ფული ჭირდება და 100 მილიონი დაადო დე იონგს. ყველაზე მეტის გადახდა ჩვენ შეგვიძლია კარგად იციან და ჩვენთან შეთანხმება უფრო უნდა აწყობდეთ, მაგრამ ფეხბურთელის ინტერესი გასათვალისწინებელია
0
№12
ავტორი: Malboro463
13 მაი 2022 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ჰაგთან თამაში წესით ბევრმა ახალგაზრდამ უნდა ისურვოს და ახალმა პროექტმაც დაინტერესოს
აიაქს ჰყავს კარგი ახალგაზრდები ლაიფციგსაც
დორტმუნდს ბელინგემი და მუკოკო მოიყვანონ ეხლა მერე სახვეწარი რო არ დარჩეს
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2022 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დარჩება უეჭველი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top