გარის საკუთარი მოსაზრება აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი გამოეხმაურა "იუნაიტედის" გულშემატკივართა მოლოდინებს ერიკ ტენ ჰააგთან დაკავშირებით, მას მიაჩნია, რომ კლუბისთვის უკეთესი მწვრთვნელი მაურისიო პოჩეტინო იქნებოდა.
როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიელი ინგლისური კლუბის ფავორიტი კანდიდატია, რომელიც ძალიან ახლოსაა მთავარ მწვრთვნელობასთან.
პოჩეტინო "იუნაიტედთან" მიმართებაში ორჯერ გახდა აქტუალური კანდიდატი, პირველ ჯერზე ეს მოურინიოს გუნდიდან გაშვების დროს მოხდა, მეორედ სულშერის დათხოვნისას გააქტიურდა საუბრები არგენტინელ სპეციალისტზე, თუმცა ამჟამად მან უკანა პლანზე გადაიწია და ამაში დიდი როლი "პსჟ"-ს წარუმატებელმა გამოსვლამ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.
გარი ნევილი საკმაოდ აქტიური პიროვნებაა, როგორც სოც ქსელებში, ასევე ჟურნალისტებთან კონტაქტშიც, შესაბამისად მისი მოსაზრებები ხშირად მზეურდება ხოლმე სხვადასხვა საკითხებში, ნევილი აქტიურად საუბრობდა ტუხელის ვარიანტზეც, თუმცა ეს თემა ამჯერად გადაფარა მისმა პოსტმა "თვითერში", სადაც მან საჯარო გამოკითხვაც კი მოაწყო, რათა გაიგოს რომელ კანდიდატს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ტენ ჰააგს თუ პოჩეტინოს.
აღნიშნულ გამოკითხვაში 81%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ერიკ ტენ ჰააგმა, რის საპასუხოდაც მალე გარი ნევილმა დადო ახალი პოსტი, სადაც შეაჯამა შედეგი და თქვა, რომ მიუხედავად გულშემატკივართა ასეთი გადაწყვეტილებისა, იგი მხარს მაინც პოჩეტინოს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ორივე შესანიშნავი არჩევანია კლუბისთვის.
გარი ნევილის მოსაზრებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ თვითერის გვერდზე.
წყარო:
metro.co.uk