თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2022, 19:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2517,
კომენტარები: 17
რონალდუს ვრცელი ინტერვიუ
პორტუგალიელი ღიად ალაპარაკდა.
რონალდუს ვრცელი ინტერვიუ
კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sports-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სუპერვარსკვლავმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ღიად ისაუბრა კერძოდ, უპასუხა ამათუ იმ კითხვას.

"მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ ზოგადად განვიხილავთ სატურნირო ცხრილის სამეულს გარდა ვარიანტებს. მგონი, ხანდახან, რაღაც კარგი რომ ააშენო, რაღაცები უნდა გაანადგურო.

რატომაც არა - ახალი წელი, ახალი ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედი" გაამართლებს ფანების მოლოდინებს. ისინი ამას იმსახურებენ.

ახლა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ყველაფერი. მე ვიცი, როგორ გავაკეთო ეს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ვფიქრობ, ეს არაეთიკური იქნება ჩემი მხრიდან.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ჩვენ უკთ ასპარეზობა გვსურს - ყველა ჩვენგანი ამისთვის მზად არის. "იუნაიტედში" ჩვენ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვიყავით ფოკუსირებული, ამიტომ უნდა შევცვალოთ არსებული მდგომარეობა.

მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მეექვსე, მეშვიდე ან მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლო. აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო, ტიტულისთვის ვიბრძოლო.

ბრძოლას ვცდილობთ, მაგრამ საუკეთესო დონეს ჯერ ვერ ვაღწევთ. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი უკეთესობისკენ და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ შედეგებს, თუ შევძლებთ ჩვენი აზროვნების შეცვლას".


რონალდუმ ასევე მოუწოდა ყველას, ვისაც რალფ რანგნიკში ეჭვი ეპარება, გერმანელ სპეციალისტს დრო დაუთმონ.

"მას შემდეგ, რაც რალფი აქ მოვიდა ხუთი კვირის წინ, მან ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ თავისი იდეები მოთამაშეებს მიაწოდოს. ასეთ სამუშაოს დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ ის წარმატებას მიაღწევს. ვიცით, რომ საუკეთესო ფეხბურთს არ ვაჩვენებთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს და მათ გამოვიყენებთ, რომ გავძლიერდეთ.

რალფის მოსვლის შემდეგ, ჩვენ გარკვეულწილად გავძლიერდით, მაგრამ როგორც ვთქვი, დრო არის მთავარი. არც ისე ადვილია ფეხბურთელების მენტალიტეტის, სტილის, კულტურის, სისტემის შეცვლა. მაგრამ მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს და გაუმკლავდება თავის ამოცანებს".


კრიშტიანომ რამდენიმე სიტყვა ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებაც თქვა.

"მართალი გითხრათ, ადვილი არ იყო. ჩვენ შევცვალეთ ოლე, მერე მაიკლი წავიდა, მერე ახალი მწვრთნელი მოვიდა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ეს არასოდეს არის ადვილი. ეს ყველაფერი სამწუხარო და მძიმეა. ადრე მე და ოლე ერთად ვთამაშობდით, ახლა კი მწვრთნელი გახდა. უბრალოდ ფანტასტიკური ადამიანი! როცა წავიდა, ყველა ძალიან მოწყენილი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც კლუბს სურს, ცვლილებების დროა.

ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ხელმძღვანელობასაც უნდა ესმოდეს. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მე მაინც მჯერა, რომ შეგვიძლია კარგი სეზონის ჩატარება. იმედია მოვიგებთ ერთ ტიტულს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს დავიმკვიდრებთ",
- აცხადებს დასასრულს კრიშტიანუ რონალდუ Sky Sports - ის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 იანვარი 2022 19:36
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ფანკლუბის რუსულ საიტზე რატომღაც აკლდა ტექსტი რომელსაც ციტატის სახით კომენტარში დაგიწერთ.

"მე იუნაიტედში ამ კლუბისადმი სიყვარულის გამო დავბრუნდი და არა ფულის.

მახსოვს, როდესაც 18 წლის ვიყავი, რამდენიმე უფროსი ფეხბურთელი მელაპარაკა და მათთან საუბრის შემდეგ მივიჩნიე, რომ უნდა გავუმჯობესებულიყავი, რადგან მათ ჩემზე მეტი იციან. ეს ახალი თაობა საერთოდ არ იღებს კრიტიკას. თუ თქვენ ჩემი დახმარება ან რჩევა არ გინდათ, გააკეთეთ ყველაფერი, რათა გუნდს დაეხმაროთ. ამას ზოგადად ვგულისხმობ.",- კრიშტიანუ რონალდუ
1
№2
ავტორი: Roberto
13 იანვარი 2022 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
დღეს ზოგადად ასეა ყველაფერში.ახალ თაობას არ უნდა უფროსების გაგონება და მათგან რაიმეს სწავლა,რადგან გონიათ რომ მეტი იციან და უკეთესებიც არიან,მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა.გონიათ რომ სისხლი უდუღთ ძარღვებში,არადა სამწუხაროდ სულ სხვა რამე უდუღთ მუცელში

ჯიგრები თუ აკვირდებით ვლაჰოვიჩი რა კაი ფორმაშია,ძაან ძლიერი ცხრიანია რასაც ქვია,მაგარი ფორმა აქვს აკრეფილი,მხოლოდ ამ საიტზე არ მოსწონს ტიპი ხალხს.ეგი ეხლა გერმანიის ჩემპიონატში რო ათამაშო ჰალანდზე ნაკლებ შედეგიანი არ იქნებოდა
1
№3
ავტორი: shotkin
13 იანვარი 2022 23:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტიპიური ბლა ბლა ბლა და მეტი არაფერი იმედი მაქ ამის იმედი მაქ იმის მეტი არაფრის ძახილი არ შეუძლიათ, რონალდოს მენტალიტეტი კიარა რონალდოს დროს ფებურთში რ მენტალიტეტიც იყო იმის მეასედი არ არის ეხლა ამ კლუბში უბრალოდ მარტო იქ უნდა დავასრულოთ საუბარი ყველაფერზე როცა ფანობა ვიგებთ რო ფეხბურთელებს ვარჯიშის განრიგი არ მოსწონთ და პროტესტს გამოთქვამენ, სხვა რო არაფერი მარტო აქ უნდა დაიხურო ქუდი და გამოიკეტო კარი ამათ თუ რამე ეშველოთ უახლოეს მომავალში !!! სრული საპიზდეცეთია კლუბი კიარა.
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2022 23:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რონალდო რასაც ლაპარაკობს მოედანზე ჩანს კი მაინც და რაშფორდი გამოსვლები საარჩევნო დაპირებებივით გახდა უკვე :)
1
№5
ავტორი: Phil Jones
14 იანვარი 2022 11:25
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი პატარა თაობაზე რაც თქვა ეგაა 1000000% დარწმუნებული ვარ ეს ყველას ეხება იუნაიტედში ვინცაა, ტიპებს 100-200 ათასი აქვთ კვირაში, რავი ძნელიცაა რა ყველამ გავიხსენოთ ჩვენი თავები მაგ ასაკში მაგდენი რო მქონოდა ალბათ მეც არავის არაფერში არ მოვუსმენდი :)))
1
№6
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2022 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
საინტერესოა რას გულისხმობს რაღაცის შეცვლაში მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვიო...
1
№7
ავტორი: kashmara
14 იანვარი 2022 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
პოჩეტინიო თუ მოვიდა ა ფარმაცევტიკა დანდზრევა ამ გუნდსს
1
№8
ავტორი: Buk777
14 იანვარი 2022 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Pochetino tu movida unda miscen dro da ar unda chaerion mis saqmeshi da gawmindavs gunds, ravi simoneze daiwera da ramdenat martalia vnaxot atletikos tu datovebs
1
№9
ავტორი: kashmara
14 იანვარი 2022 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Simeone vafshe moklavs ra simeone magis patenti maurinio dedas ******i.. am gunds unda shemtevi mwvrtneli da ara avtobusi da qveshjvia
1
№10
ავტორი: Buk777
15 იანვარი 2022 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Eg mec vici da rasac weren is vtqvi indzagzec iwereba faqtia did mwvrrnels moiyvaneben da axalgazrdas ambiciurs
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top