13-01-2022, 19:29
ნანახია: 2697,
კომენტარები: 17
რონალდუს ვრცელი ინტერვიუ
პორტუგალიელი ღიად ალაპარაკდა.
კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sports-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სუპერვარსკვლავმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ღიად ისაუბრა კერძოდ, უპასუხა ამათუ იმ კითხვას.
"მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ ზოგადად განვიხილავთ სატურნირო ცხრილის სამეულს გარდა ვარიანტებს. მგონი, ხანდახან, რაღაც კარგი რომ ააშენო, რაღაცები უნდა გაანადგურო.
რატომაც არა - ახალი წელი, ახალი ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედი" გაამართლებს ფანების მოლოდინებს. ისინი ამას იმსახურებენ.
ახლა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ყველაფერი. მე ვიცი, როგორ გავაკეთო ეს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ვფიქრობ, ეს არაეთიკური იქნება ჩემი მხრიდან.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ჩვენ უკთ ასპარეზობა გვსურს - ყველა ჩვენგანი ამისთვის მზად არის. "იუნაიტედში" ჩვენ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვიყავით ფოკუსირებული, ამიტომ უნდა შევცვალოთ არსებული მდგომარეობა.
მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მეექვსე, მეშვიდე ან მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლო. აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო, ტიტულისთვის ვიბრძოლო.
ბრძოლას ვცდილობთ, მაგრამ საუკეთესო დონეს ჯერ ვერ ვაღწევთ. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი უკეთესობისკენ და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ შედეგებს, თუ შევძლებთ ჩვენი აზროვნების შეცვლას".
რონალდუმ ასევე მოუწოდა ყველას, ვისაც რალფ რანგნიკში ეჭვი ეპარება, გერმანელ სპეციალისტს დრო დაუთმონ.
"მას შემდეგ, რაც რალფი აქ მოვიდა ხუთი კვირის წინ, მან ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ თავისი იდეები მოთამაშეებს მიაწოდოს. ასეთ სამუშაოს დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ ის წარმატებას მიაღწევს. ვიცით, რომ საუკეთესო ფეხბურთს არ ვაჩვენებთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს და მათ გამოვიყენებთ, რომ გავძლიერდეთ.
რალფის მოსვლის შემდეგ, ჩვენ გარკვეულწილად გავძლიერდით, მაგრამ როგორც ვთქვი, დრო არის მთავარი. არც ისე ადვილია ფეხბურთელების მენტალიტეტის, სტილის, კულტურის, სისტემის შეცვლა. მაგრამ მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს და გაუმკლავდება თავის ამოცანებს".
კრიშტიანომ რამდენიმე სიტყვა ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებაც თქვა.
"მართალი გითხრათ, ადვილი არ იყო. ჩვენ შევცვალეთ ოლე, მერე მაიკლი წავიდა, მერე ახალი მწვრთნელი მოვიდა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ეს არასოდეს არის ადვილი. ეს ყველაფერი სამწუხარო და მძიმეა. ადრე მე და ოლე ერთად ვთამაშობდით, ახლა კი მწვრთნელი გახდა. უბრალოდ ფანტასტიკური ადამიანი! როცა წავიდა, ყველა ძალიან მოწყენილი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც კლუბს სურს, ცვლილებების დროა.
ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ხელმძღვანელობასაც უნდა ესმოდეს. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მე მაინც მჯერა, რომ შეგვიძლია კარგი სეზონის ჩატარება. იმედია მოვიგებთ ერთ ტიტულს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს დავიმკვიდრებთ", - აცხადებს დასასრულს კრიშტიანუ რონალდუ Sky Sports - ის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.