გუნდიდან ოლე გუნარ სულშერის წასვლის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის სკამს ბევრი სპეციალისტი დაუკავშირეს. მედია აქტიურად წერდა სხვადასხვა კანდიდატებზე.
თითქმის უკვე ცხადია და სავარაუდოდ მალე გაოფიციალურდება კიდეც, რომ ინგლისურ გრანდს სათავეში გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი ჩაუდგება.
ბრიტანული საინფორმაციო წყაროების თანახმად, რალფი გუნდს დროებიტ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. კონტრაქტის სავარაუდო ვადები სწორედ ამ დრომდე განისაზღვრება.
ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა The Athletic მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე იუწყება. მანამდე რანგნიკმა "მანკუნიანელების" ხელმძღვანელობას ერთი პირობის შესრულება მოსთხოვა, რაზეც ბრიტანელები დათანხმდნენ - ზაფხულში გერმანელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალ ტანამდებობას დაიკავებს და განვითარების კონსულტანტად დაიწყებს მუშაობას.
წყაროს ცნობით, რანგნიკის ბედი ახლა "ლოკომოტივზეა" დამოკიდებული - შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის მათ გერმანელს მწვანე შუქი უნდა აუნთონ.