მედია აქტიურად ავრცელებს ჭორებს "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავიდან ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სულშერის გარდაუვალი გადადგომის შესახებ.
მწვრთნელმა ამ სეზონში ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მოლოდინები ვერ გაამართლა და "ლივერპულთან" (0:5) ხოლო "მანჩესტერ სიტისთან" (0:2) საშინაო მარცხის შემდეგ, მისი პოზიცია სრულიად შერხეული ჩანს.
ტაბლოიდი The Sun-ის მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკების" ბანაკში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პრიორიტეტული კანდიდატი უკვე შეარჩიეს.
ფავორიტი გახლავთ გერმანელი მენეჯერი რალფ რანგნიკი, რომელიც ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივში" მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობს. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალისტი "მანკუნიელებთან" მუშაობით არის დაინტერესებული.