თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2021, 12:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 11
მთავარი ფავორიტი გერმანელი სპეციალისტია
ნორვეგიელის წასვლა ახლოვდება.
მთავარი ფავორიტი გერმანელი სპეციალისტია
მედია აქტიურად ავრცელებს ჭორებს "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავიდან ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სულშერის გარდაუვალი გადადგომის შესახებ.

მწვრთნელმა ამ სეზონში ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მოლოდინები ვერ გაამართლა და "ლივერპულთან" (0:5) ხოლო "მანჩესტერ სიტისთან" (0:2) საშინაო მარცხის შემდეგ, მისი პოზიცია სრულიად შერხეული ჩანს.

ტაბლოიდი The Sun-ის მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკების" ბანაკში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პრიორიტეტული კანდიდატი უკვე შეარჩიეს.

ფავორიტი გახლავთ გერმანელი მენეჯერი რალფ რანგნიკი, რომელიც ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივში" მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობს. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალისტი "მანკუნიელებთან" მუშაობით არის დაინტერესებული.
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: max_skyline
13 ნოემბერი 2021 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
რანგინკის შალკეც მახსოვს კაი გუნდი იყო მაშინ კარგად თამაშობდა და ბევრსაც ამწარებდა კობის თამაშიც მახსოვს რანგინკის ხელში ძაან კარგ პოზიციაზე ათამაშებდა და საკმაოდ პროდუქტიული იყო,მერე წავიდა და ჰოფენჰაიმი ჩაიბარა თუ არ ვცდები მაშინ ჰოფენჰაიმი მესამე დივიზიონში გამოდიოდა და 2_3 წელიწადში ბუნდესლიგაში გადმოიყვანა და როგორ მახსოვს იმ პირველ წელს რა ფურორი მოახდინა ძაან მაგარ ფეხბურთს თამაშობდა ბევრი გოლიც გაქონდა და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა.სანამ რანგინკის ჰოფენჰაიმის წვრთნები იყო საკმაოდ მოწინავე ადგილებზე იყო და ლიგაზე გადიოდა,მერე წავიდა და ლაიფციგის ჩაიბარა ისევ დაბალდივიზიონში და ყველა ხედავს სადაც არის ეგ გუნდი.ხოდა ამით მინდა ვთქვა რო როგორც აქ კომენტარებს ვხედავ და ვკითხულობ რომ ეს ვინაა ეხლა ავხსენი ვინც არის.შეილება დიდი გუნდების წვრთნები არ ყოფილა მარა ამ გუნდებში სადაც იყო ყველაზე მაგარი კვალი დატოვა.და ერთიც სანამ გვარდიოლა ბარსას ჩაიბარებს სანამ კლოპი ლივერპულს ჩაიბარებს და სანამ კონტე იყვეს ჩაიბარებს და ასე შემდეგ არავის ქონდა შედეგი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top