თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2013, 22:14
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2103,
კომენტარები: 13
დიდი მარცხიდან პოტენციურ გამარჯვებამდე
დიდ მარცხს ვუწოდებ იმიტომ, რომ ორი დიდი გუნდი თამაშობდა.
დიდი მარცხიდან პოტენციურ გამარჯვებამდე
დროა, რომ დავივწყოთ ჩემპიონთა ლიგის მარცხი, რომელსაც არ ვიმსახურებდით, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. იმაზე ლაპარაკას არ დავიწყებ, თუ რა მოხდა იმ თამაშში, რადგან ამ თემას ერთი დიდი სტატია მივუძღვენი, მაგრამ 2 დღეში ისეთი თამაში გველის, რომ არ შემეძლო არ დამეწერა ის, რასაც ახლა დავწერ.

ვინაიდან და რადგანაც "წითელი ეშმაკები" გამოეთიშნენ ერთი ტიტულისთვის ბრძოლას და გაინაღდეს ნელ-ნელა პრემირ ლიგა, ისინი ორიენტირებულნი არიან "ფა თასზე"-ესეც ტიტულია, ხოლო ტიტულის მოგება და თასის აღმართვა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.მეტოქე კი არც მეტი და არც ნაკლები, ლონდონის "ჩელსი" გახლავთ. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. მე ვიმედოვნებ და მჯერა, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" სასურველი ანგარიშით დაამარცხებს ლონდონის "ჩელსის"."არისტოკრატებს" "იუნაიტედთან" უახლოეს წარსულში მწარე მოგონება აქვთ. ის მატჩი 3-3 დასრულდა და ჩემს ლაპარაკს ჯობია ეს ყოველივე ვიდეოს სახით გადმოგცეთ.



3-0-ს იგებდა "ჩელსი". ეს ხომ ძალიან დიდი უპირატესობაა, თუმცა "იუნაიტედმა" არ დაყარა ფარხმალი, არ დანებდა, ირწმუნა თავისი თავის და მედგრად შეუტია მტერს-ბრძოლამ შედეგი გამოიღო ანგარიში 3-3-ია . "ჩელსიმ" ხელიდან აშკარა 3 ქულა გაუშვა. "წითელ ეშმაკებს" კი რისი მიღწევათ უნდოდათ იმას მიაღწიეს მოატრიალეს საოცარი თამაში და ჩაწერეს ეს დღე მკვეთრი ასოებით მანჩესტერ "იუნაიტედის" ისტორაიში.

მეორე ტრაგიკული შეხვედრა, რომელიც "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი იყო ჩვენთვის კარგად დასრულდა. აი სწორედ ამგვარ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ გვწამს, მაგრამ უფრო უნდა ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია "ჩელსის" დამარცხება. რუნითი თუ რუნის გარეშე და სხვა ფეხბურთელების ყოფნით თუ არ ყოფნით. ჩვენ უნდა დავამარცხოთ "ჩელსი".შეხვედრას ჰოვარდ ვები განსჯის.იმედია, რომ ეს მსაჯი წინანდელივით არ დაიწყებს უსამართლობის ქადაგებას რომელიმე გუნდის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ წარსულს ამ მატჩსაც ჰოვარდ ვები სჯიდა. აქაც იმ იმედით ვარ, რომ კარგ საღამოს ველი 10 რიცხვში. მანჩესტერმა უნდა ითამაშოს ის, რაც იცის და საბოლოო ჯამში ეს ყოველივე გადაწონის "ჩელსის" მაქსიმუმს. შედეგი უნდა იყოს ასეთი - "იუნაიტედის" მოგება რა თქმა უნდა სამართლიანად და არანაირი მსაჯის აქტიური მიხმარებით, თუ ჩარევით! იმედია, რომ წინა მარცხი არ იმოქმედებს. ფეხბურთელები ყველაფერს დაივიწყებენ და აჩვენებენ იმ თამაშს, ან იმ დონის თამაშს, როგორიც "რეალთან" აჩვენეს-აზრიანი შეტევებით და დაუღალავი ბურთის დევნით. იქ საოცრად ითმაშეს, მაგრამ 10-მა კაცმა ვერ მოუგე 12-ს, სულ ესაა! დაველოდოთ 10 მარტს და ვნახოთ რა იქნება!

სტატია მოამზადა მათე წიკლაურმა.
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
7 მარტი 2013 21:43
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ჩვენ გვწამს, მაგრამ უფრო უნდა ვირწმუნოთ

love
ყოჩაღ ავტორ მომეწონა :)))) 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: GeorgeBest
7 მარტი 2013 21:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მჯერა, რომ შენ ბარსელონას ფანი ხარ 3d_8
0
№3
ავტორი: UTD-Rule
7 მარტი 2013 21:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ კარგია,რომ ჩელსთან მატჩის წინ ეს დაუვიწყდარი შეხვედრა გაგვახსენე good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: love united
7 მარტი 2013 21:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ მეგობარო,კარგად წერ...კიდევ ერთი საინტერესო სტატია...
0
№5
ავტორი: BERDI
7 მარტი 2013 22:03
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ძალიან მაგარია.GioO_o, არ იყოს ეჭვი მეპარება რო შენ ბარსას ფანი ხარ wink გავიმარჯვებთ აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: barcaman
7 მარტი 2013 22:05
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
GioO_o,
GioO_o,

ვარ ისე, როგორც ბარსასი
0
№7
ავტორი: buka oboladze
7 მარტი 2013 22:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
barcaman,
საღოლ კარგი სტატიაა, მართლა ბარსას ფანიხარ??? ვერ დავიჯერებ რომ მანჩესტერი მაგრად არ გევასება, წინა სტატიას მაინც ვერ დაწერდი ისე
0
№8
ავტორი: barcaman
7 მარტი 2013 23:20
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
როგორ არ მევასება. ჩემი საყვარელი გუნდია "ბარსასთან" ერთად.
0
№9
ავტორი: RVP (20)
7 მარტი 2013 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
საღოლ კარგი სტატიაა good2
0
№10
ავტორი: ლადო
8 მარტი 2013 10:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
barcaman,
3d_5 საღოლ ძმაო კარგი გადმოცემის უნარი გაქვს....აზრებს კარგად ალაგებ და კიდევ ერთხელ საღოლ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top