თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2013, 22:14
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2107,
კომენტარები: 13
დიდი მარცხიდან პოტენციურ გამარჯვებამდე
დიდ მარცხს ვუწოდებ იმიტომ, რომ ორი დიდი გუნდი თამაშობდა.
დიდი მარცხიდან პოტენციურ გამარჯვებამდე
დროა, რომ დავივწყოთ ჩემპიონთა ლიგის მარცხი, რომელსაც არ ვიმსახურებდით, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. იმაზე ლაპარაკას არ დავიწყებ, თუ რა მოხდა იმ თამაშში, რადგან ამ თემას ერთი დიდი სტატია მივუძღვენი, მაგრამ 2 დღეში ისეთი თამაში გველის, რომ არ შემეძლო არ დამეწერა ის, რასაც ახლა დავწერ.

ვინაიდან და რადგანაც "წითელი ეშმაკები" გამოეთიშნენ ერთი ტიტულისთვის ბრძოლას და გაინაღდეს ნელ-ნელა პრემირ ლიგა, ისინი ორიენტირებულნი არიან "ფა თასზე"-ესეც ტიტულია, ხოლო ტიტულის მოგება და თასის აღმართვა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.მეტოქე კი არც მეტი და არც ნაკლები, ლონდონის "ჩელსი" გახლავთ. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. მე ვიმედოვნებ და მჯერა, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" სასურველი ანგარიშით დაამარცხებს ლონდონის "ჩელსის"."არისტოკრატებს" "იუნაიტედთან" უახლოეს წარსულში მწარე მოგონება აქვთ. ის მატჩი 3-3 დასრულდა და ჩემს ლაპარაკს ჯობია ეს ყოველივე ვიდეოს სახით გადმოგცეთ.



3-0-ს იგებდა "ჩელსი". ეს ხომ ძალიან დიდი უპირატესობაა, თუმცა "იუნაიტედმა" არ დაყარა ფარხმალი, არ დანებდა, ირწმუნა თავისი თავის და მედგრად შეუტია მტერს-ბრძოლამ შედეგი გამოიღო ანგარიში 3-3-ია . "ჩელსიმ" ხელიდან აშკარა 3 ქულა გაუშვა. "წითელ ეშმაკებს" კი რისი მიღწევათ უნდოდათ იმას მიაღწიეს მოატრიალეს საოცარი თამაში და ჩაწერეს ეს დღე მკვეთრი ასოებით მანჩესტერ "იუნაიტედის" ისტორაიში.

მეორე ტრაგიკული შეხვედრა, რომელიც "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი იყო ჩვენთვის კარგად დასრულდა. აი სწორედ ამგვარ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ გვწამს, მაგრამ უფრო უნდა ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია "ჩელსის" დამარცხება. რუნითი თუ რუნის გარეშე და სხვა ფეხბურთელების ყოფნით თუ არ ყოფნით. ჩვენ უნდა დავამარცხოთ "ჩელსი".შეხვედრას ჰოვარდ ვები განსჯის.იმედია, რომ ეს მსაჯი წინანდელივით არ დაიწყებს უსამართლობის ქადაგებას რომელიმე გუნდის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ წარსულს ამ მატჩსაც ჰოვარდ ვები სჯიდა. აქაც იმ იმედით ვარ, რომ კარგ საღამოს ველი 10 რიცხვში. მანჩესტერმა უნდა ითამაშოს ის, რაც იცის და საბოლოო ჯამში ეს ყოველივე გადაწონის "ჩელსის" მაქსიმუმს. შედეგი უნდა იყოს ასეთი - "იუნაიტედის" მოგება რა თქმა უნდა სამართლიანად და არანაირი მსაჯის აქტიური მიხმარებით, თუ ჩარევით! იმედია, რომ წინა მარცხი არ იმოქმედებს. ფეხბურთელები ყველაფერს დაივიწყებენ და აჩვენებენ იმ თამაშს, ან იმ დონის თამაშს, როგორიც "რეალთან" აჩვენეს-აზრიანი შეტევებით და დაუღალავი ბურთის დევნით. იქ საოცრად ითმაშეს, მაგრამ 10-მა კაცმა ვერ მოუგე 12-ს, სულ ესაა! დაველოდოთ 10 მარტს და ვნახოთ რა იქნება!

სტატია მოამზადა მათე წიკლაურმა.
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: TrueRed
8 მარტი 2013 10:17
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
barcaman,
საღოლ ძმაო მაგარ სტატიებს წერ, მაგრად დალაგებულად და კარგად გადმოცემ აზრს საღოლ 3d_5
0
№12
ავტორი: Shako Jones
8 მარტი 2013 13:27
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
3-0

3-3 <3
0
№13
ავტორი: Jubo
8 მარტი 2013 18:56
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რა დამავიწყებს ამ თამაშს! ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი love
საღოლ მათე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top