"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის ცენტრალურ მცველზე ჰარი მაგუაიერზე ისაუბრა რომელმაც, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო.
"ცალსახაა, რომ "ვილიარეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს ჰარი გამოტოვებს. ის ტრავმირებულია და ვნახოთ თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.
რაც შეეხება ლუკ შოუს, ჩვენ შეგვეძლო მისთვის შანსი მიგვეცა, თუმცა დილით მან ვარჯიშისაგან თავი შეიკავა, საუკეთესო ვარიანტში ლიუკი სათადარიგო სკამზე იქნება". - ციტირებს Goal.com - ოლე გუნარის სიტყვებს.
დღეს თბილისის დროით 23:00 სთ - ზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე, უნაი ემერის "ვილიარეალს" უმასპინძლებს. "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონტა ლიგის პირველი ტურის შემდეგ ნული ქულა აქვთ, ვინაიდან და რადგანაც ნორვეგიელი მენეჯერის გუნდმა გასვლაზე "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ დათმო შეხვედრა.