თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2021, 12:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1295,
კომენტარები: 12
უახლესი ინფორმაცია შოუსა და მაგუაიერის შესახებ
ოლე გუნარმა ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
უახლესი ინფორმაცია შოუსა და მაგუაიერის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის ცენტრალურ მცველზე ჰარი მაგუაიერზე ისაუბრა რომელმაც, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო.

"ცალსახაა, რომ "ვილიარეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს ჰარი გამოტოვებს. ის ტრავმირებულია და ვნახოთ თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.

რაც შეეხება ლუკ შოუს, ჩვენ შეგვეძლო მისთვის შანსი მიგვეცა, თუმცა დილით მან ვარჯიშისაგან თავი შეიკავა, საუკეთესო ვარიანტში ლიუკი სათადარიგო სკამზე იქნება".
- ციტირებს Goal.com - ოლე გუნარის სიტყვებს.

დღეს თბილისის დროით 23:00 სთ - ზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე, უნაი ემერის "ვილიარეალს" უმასპინძლებს. "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონტა ლიგის პირველი ტურის შემდეგ ნული ქულა აქვთ, ვინაიდან და რადგანაც ნორვეგიელი მენეჯერის გუნდმა გასვლაზე "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ დათმო შეხვედრა.
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2021 16:09
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: shotkin
ციტატა: Svani
ციტატა: shotkin
ციტატა: Svani
გამოკითხვის შედეგად უმრავლესობას ზიდანის ხილვა სურს ჩვენი გუნდის მომდევნო მთავარ მწვრთნელად. ვნახოთ ასრულდება თუ არა ეს სურვილი, ასე მგონია რამოდენიმე თამაშის შედეგი გადაწყვიტავს ოლეს ბედს.

ისე მაგ გამოკითხვას ასევე ველი ,,სხვა" რო ქონოდა ალბატ ზიდანს კონკურენციას გაუწევდა

ხოო ეს დამავიწყდა დამერთო მაგრამ, რატომღაც მაინც უმრავლესობა ზიდანს აირჩწვდა, " სხვა" ოლე უნდა დარჩეს - მაგაზე მეტ კონკურენციას კი გაუწევდა, ნუ შენ ტენ ჰააგი გინდა სხვაში))

მე სიმართლე რო ვთქვა ფავორიტი ვარიანტი არ მყავს არავინ და ვერც ვიტყვი ვის ვისურვებდი მარა ჰააგი ცუდი არ უნდა იყოს.

სტილი არ მოგვწონს კონტესი თორემ ჩემი აზრით მაგრად შეკრავდა კამანდას, მაგრად მევასება ეს კაცი ხასიათით, მგელივით რო დარბის მოედნის ხაზთან.
0
№12
ავტორი: LASHQARA
29 სექტემბერი 2021 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სულშერის წასვლაზე საუბარი ჯერ ზედმეტია, საუბარი სულ შეიძლება, მაგრამ აზრსაა მოკლებული, სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე მაინც, ლიგის ჯგუფში ჩარჩენაზე არც ვფიქრობ, სრული ნდობა გამოუცხადეს, ფეხბურთელებიც უყიდეს, მოკლედ წლევანდელი სეზონი გადაწყვეტს ოლეს ბედს, წინასწარ მის გაშვებაზე საუბარს აზრი არ აქ, მეც ზუსტად ისევე განვიცდი ყველა წაგებას როგორც სხვა ამ გუნდის ნამდვილი გულშემატკივრები, მაგრამ ჩემი აზრით ეს გუნდი ოლეს თაოსნობით დიდ წარმატებას მიაღწევს + რეში არ დაგავიწყდეთ რომ არ გვყავს და კავანი უნდა შევიდეს ფორმაში, გისურვებთ დღევანდელ თამაშში იმ ყველაფრის დასაწყის რაც ყველას გვინდა, წინ ბევრი და დიდი გამარჯვებებია, გული არ გაიტეხოთ, ყურები არ ჩამოყაროთ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდის გულშემატკივრები ვართ, თავის დიდი წარსულით, აწმყოთი და მომავლით love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top