პრემიერ ლიგის ახალი სეზონი უკვე 5 - გათამაშებულ ტურს ითვლის. ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობამ მეხუთე ტური ლონდონში "ვესტ ჰემის" მოედანზე ჩაატარა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 1-2 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ წარმატებულ სვლას განაგრძობს.
აღნიშნული შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" კრიშტიანუ რონალდუს და ჯესი ლინგარდის მიერ გატანილი გოლებით წარმატებით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში ინგლისური გრანდი სტუმრის სტატუსით სარგებლობდა.
მაშ ასე, ნორვეგიელი მენეჯერის გუნდი პრემიერ ლიგაში ზედიზედ უკვე 29 - გასვლით შეხვედრაში არ აგებს, ეს კი ტურნირის გაუმჯობესებული რეკორდია.
ყველაფერი კი 2020 - წელს დაიწყო, "მანჩესტერელებმა" სერიის სტარტზე ლონდონის "ჩელსი" დაამარცხეს სტუმრად რის შემდეგაც სტატისტიკა 28 - წაუგებელი გასვლითი შეხვედრით გაიზარდა.