თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2021, 12:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1582,
კომენტარები: 13
რეკორდი გაუმჯობესდა
"იუნაიტედის" წარმატებული ასპარეზობა გასვლაზე.
რეკორდი გაუმჯობესდა
პრემიერ ლიგის ახალი სეზონი უკვე 5 - გათამაშებულ ტურს ითვლის. ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობამ მეხუთე ტური ლონდონში "ვესტ ჰემის" მოედანზე ჩაატარა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 1-2 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ წარმატებულ სვლას განაგრძობს.

აღნიშნული შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" კრიშტიანუ რონალდუს და ჯესი ლინგარდის მიერ გატანილი გოლებით წარმატებით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში ინგლისური გრანდი სტუმრის სტატუსით სარგებლობდა.

მაშ ასე, ნორვეგიელი მენეჯერის გუნდი პრემიერ ლიგაში ზედიზედ უკვე 29 - გასვლით შეხვედრაში არ აგებს, ეს კი ტურნირის გაუმჯობესებული რეკორდია.

ყველაფერი კი 2020 - წელს დაიწყო, "მანჩესტერელებმა" სერიის სტარტზე ლონდონის "ჩელსი" დაამარცხეს სტუმრად რის შემდეგაც სტატისტიკა 28 - წაუგებელი გასვლითი შეხვედრით გაიზარდა.

წყარო: euro-football.ru

ვინ იყო "ვესტ ჰემთან" მატჩის საუკეთესო?

დე ხეა
ლინგარდი
რონალდუ
ბრუნო

სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
20 სექტემბერი 2021 18:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
:)) ეგ კარგი ისტორიაა მაგრამ ამ მილიონერი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კარიერის ბოლოს ლამის შიმშილით კვდება, და დარწმუნებული ვარ ეგრე რომ იყოს 1000 დოლარადაც კი მიყიდიან ასეთ სენსაციურ ინფორმაციას ნებისმიერ ჟურნალ-გაზეთს. ეს ყველაზე პრიმიტიული მაგალითი მოვიყვანე, ტოტალიზატორი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია რადგან ზუსტ მათემატიკურ გათვლებზეა დაფუძვნებული, არცერთ თამაშს უაზროდ არ აძლევენ კოეფიციენტს, 2-3 გადაბმას რომ აკეთებ და 5 კუშზე ადიხარ ეგ იგივეა ზუსტად მათემატიკურად რომ მაგალითად გუშინ ვესტ ჰემის ჰანდიკაპი დაგეწერა დამიჯერე ეგრეა. ნუ ვიღაცეები რომ ღლაბუცობენ რაღაცეებს ჩვენი დონის ჩემპიონატებში 5-10 ათასი დოლარის გამო ეგ ცნობილი ფაქტია, მაგრამ მაგ დონის თამაშები რომ ახსენე წარმოუდგენელია რომ ვიღაცის 1000-200პ და თუნდაც 1-2 მილიონის გამო სპეციალურად წააგონ. აგერ ტრიპიერი ტიპმა 1 უწყინარი ბილეთი დაწერა და 6 თვე დისკვალიფიკაცია მისცეს, უამრავი ეგეთი სკანდალი არსებობს, ინგლისის ქვედა ლიგებშიც, მაგრამ დიდ თამაშებზე უბრალოდ თეორიულად შანსი არაა ვინმემ გატეხოს და ეგ არ გაბაზრდეს.
0
№12
ავტორი: levionok
20 სექტემბერი 2021 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: Phil Jones

კარგია მეგობარო რომ ასე გჯერავს წმინდა ფეხბურთის რომელოც არ არსებობს!დიდი გუნდების? სფრანგეთი-ბრაზილია 1998 წელი არ ჩაიწყო? დაჟე დაპირებებიც კი გასაჯაროვდა იტალიაში რამდენი თამაშის ჩაწყობა დაუმტკიცეს აბა იუვენტუსი როგორ გავარდა?ზედ მილანიც მიაყოლეს რა მათემატიკაა?ერთი მსოფლიო იყო მიშვებული და მაგ მსოფლიოზე საქართველოში უამრავი ტოტალოზატორი დაიკეტა და ბარსას თამაშებს ვინ აწყობდა არ დაგიწერ სახელ გვარს...მარადომა რო ყვიროდა გააიქმეთ ტოტქლიზატორები და ნახავთ ნამდვილ ფეხბურთსო გიჟი გგონია?სისტემა მუშაობს და თავის კარში გატანილი გოლებით მარტო საქართველოში და ამგვარ ჩემპიპნატებში ტეხავენ და ვერც ვერავინ მიყიდის 1000 დოლარად ჟურნალისტს;))) მოკლედ უამრავი ფაქტია სამწუხაროდ და სხვანაირად ვერ იქნება მილიარდებს სასწორზე არავინ დადებს თუ დამიჯერებ ბიზნესი მასე არ კეთდება...
0
№13
ავტორი: giorgi_mg
21 სექტემბერი 2021 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პოლი საუკეთესო იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top