თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2021, 12:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1678,
კომენტარები: 11
The Athletic: "პოგბამ გადაწყვეტილება მიიღო"
რონალდუს ეფექტი მუშაობას განაგრძობს.
The Athletic:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა, მის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისაკენ იხრება. მოგეხსენებათ მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

რამ გადააფიქრებინა პოლს გუნდიდან წასვლა? The Athletic - ი წერს: გამომდინარე იქიდან, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა, რამაც მნიშვნელოვნად დაატყო ინგლისურ გრანდს გაძლიერება, რაც პრემიერ ლიგის მეოთხე ტურშივე აღინიშნა, პოგბამ ამ გუნდის პერსპექტივები გაანალიზა და სურს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი კიდევ დიდი ხნით იყოს.

მოსალოდნელია პოგბასა და "წითელ ეშმაკებს" შორის მოლაპარაკებებში წინსვლა. როგორც ჩანს "რონალდუს ეფექტი" ნორვეგიელი მენეჯერის გუნდისათვის დადებით კონტექსტში მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ გასულ ტურში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ პირად აქტივში 2 - საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ამჟამად უკვე მის ანგარიშზე, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 4 - შეხვედრაში 7 - ასისტი ირიცხება.




წყარო: sports.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 სექტემბერი 2021 12:19
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
shotkin - ისეთი ინფორმაციაა შენი სურვილების წინააღმდეგ წასვლა მომიწია ))) რო არ დამედო არ შეიძლებოდა )))
1
№2
ავტორი: Irakli_Kandelaki
13 სექტემბერი 2021 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ოხ როგორც ათამაშებს აგი ერთ ადგილს
0
№3
ავტორი: Phil Jones
13 სექტემბერი 2021 13:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
7 პასი 4 ტურში :)) რეკორდი რამდენია? :)) ეს კარშიც არ დაარტყამს ამის ხათრით აგერ ნახავთ წელს მოხსნის რეკორდს.
0
№4
ავტორი: shotkin
13 სექტემბერი 2021 13:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Svani
shotkin - ისეთი ინფორმაციაა შენი სურვილების წინააღმდეგ წასვლა მომიწია ))) რო არ დამედო არ შეიძლებოდა )))

:დდ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მინდა რო დარჩეს
2
№5
ავტორი: ManchesterU
13 სექტემბერი 2021 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ცენზურას წვალებაა რო არ უყვარდეს, არადა რა დონეეეა ეს დედააფეთქებული რა კლასნიააა.
1
№6
ავტორი: David_Beckham7
13 სექტემბერი 2021 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
20 ასისტია რეკორდი ანრის და კეინი და დებრუინი იყვნენ ახლოს მოხსნასთან მაგრამ ამან თუ ესე გააგრძელა წინ კიდ ებევრი თამაშია დარჩენილი და შეუძლია მოხსნას
0
№7
ავტორი: levionok
13 სექტემბერი 2021 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მოდი გააფორმე და ასისტებია რეკორდსაც დადებ რადროს რეალია და სელტა ღადაობ კაცო შეენ?
0
№8
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2021 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მიდი პოლ მოაწერე და დაამთავრე ყველაფერი
0
№9
ავტორი: F1RSTA
14 სექტემბერი 2021 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ისე რომ დავფიქრდეთ და თუ წასვლა უნდა რეალში არც მიიყვანს არავინ მოდრიჩი კროოსი კაზემირო ხო არიან ძირითადში და პლიუს ვალვერდე და კამავინგა ყავთ პოგბასაც არამგონია სკამზე ჯდომა უნდოდეს იუვენტუსი ისეთ დღეშია მაქ წესიერი ფეხბურთელი არც უნდა გადავიდეს და რავი რჩება ერთი პსჟ რომელსაც სახელფასო ჭერზე აქვს დიდი პრობლემები და იმაზეც დაიწერა თუ პოგბას სურვილების დაკმაყოფილება უნდა სახელფასო ჭერი უნდა დაასტაბილუროს და ვინმე მაღალ ფასიანი ფეხბურთელი გაუშვანო ეხლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 180 მილიონად არ გაყიდეს მგონი და არამგონია შემდეგ ზაფხულს უფასოდ გაუშვან ჩემი აზრით მოაწერს პოგბა ახალ კონტრაქტს ხელს და დარჩება ჩვენთან
0
№10
ავტორი: Gatika Gatikashvili
14 სექტემბერი 2021 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
კონტრაქტი უნდა უკეთესი დარჩება და თავის შავ ტრაკსაც აწევს მოედანზე ყოველ თამაში... თუნდა ტიტულებიც და კარგი კონტრაქტი ჯობია ესეთ ფორმაში დარჩეს.. ეხლა დროა პასების წინ იმედია აქამდე მარსიალს გინდა პასი მიეცი გინდა მდუღარე ჩაი შეასხი სახეში მაინც ... ა. კრისტინასთან ერთად გრინვუდი და რაშფორდი სულსხვა დონზე ავლენ როცა ზამენაზე სანჩო ელოდება
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top