თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2021, 12:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1680,
კომენტარები: 11
The Athletic: "პოგბამ გადაწყვეტილება მიიღო"
რონალდუს ეფექტი მუშაობას განაგრძობს.
The Athletic:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა, მის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისაკენ იხრება. მოგეხსენებათ მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

რამ გადააფიქრებინა პოლს გუნდიდან წასვლა? The Athletic - ი წერს: გამომდინარე იქიდან, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა, რამაც მნიშვნელოვნად დაატყო ინგლისურ გრანდს გაძლიერება, რაც პრემიერ ლიგის მეოთხე ტურშივე აღინიშნა, პოგბამ ამ გუნდის პერსპექტივები გაანალიზა და სურს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი კიდევ დიდი ხნით იყოს.

მოსალოდნელია პოგბასა და "წითელ ეშმაკებს" შორის მოლაპარაკებებში წინსვლა. როგორც ჩანს "რონალდუს ეფექტი" ნორვეგიელი მენეჯერის გუნდისათვის დადებით კონტექსტში მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ გასულ ტურში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ პირად აქტივში 2 - საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ამჟამად უკვე მის ანგარიშზე, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 4 - შეხვედრაში 7 - ასისტი ირიცხება.




წყარო: sports.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2021 14:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აბა თუ მოაწეროს ახლა :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top