თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2021, 11:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2238,
კომენტარები: 15
რონალდუმ სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღო
პორტუგალიელი გუნდის განკარგულებაშია.
რონალდუმ სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღო
ახლა უკვე სრული დატვირთვით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" განკარგულებაშია. ფეხბურთელმა სამშაბათის სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღო.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკარანტინო პერიოდი, რონალდუმ ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში გაატარა.

ამ ეტაპზე უცნობია, მიეცემა თუ არა შესაძლებლობა თავდამსხმელს, პრემიერლიგურ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი 11 - სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.

რონალდუსა და გუნდის ვარჯიშების ამსახველი ფოტომასალა, კლუბის ოფიციალურმა "ინსტაგრამ" გვერდმა გაავრცელა.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
8 სექტემბერი 2021 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მიდი ნადირო მიდი კიდევ მეოციასათასჯერ დაუმტკიცე მსოფლიოს რომ საუკეთესო მანქანა ხარ რაც გამოუშვიათ
0
№2
ავტორი: glory28
8 სექტემბერი 2021 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ნიუკასლი მოემზადე :Dდდდ
0
№3
ავტორი: ikeoni
8 სექტემბერი 2021 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ცოტაც ბიჭებო ცოტაც და ვნახავთ ისევ ჩვენ ფორმაში რონის ❤️
0
№4
ავტორი: Phil Jones
8 სექტემბერი 2021 13:09
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ყველაფერს რომ თავი გავანებით ეს სავარჯიშო ფორმა მაგრად უხდება :))
0
№5
ავტორი: Irakli_Kandelaki
8 სექტემბერი 2021 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ვანდებეკმა ინტერვიუ მისცა და თქვა ჩამშლელსაც უპრობლემოდ ვითამაშებო და ფრედზე ნაკლები რითა ვერ გავიგე, ფიზიკურადაც უფრო ძლიერია, ფრედივით არ ფართხალებს და უფრო ტექნიკური და აზრიანია.
ტიპმა პროსტა მათამაშეთ ამის დედაცო. მგონი ღირს ცდად. თუ არ გაამართლებს ეგ სხვა საქმეა.
2
№6
ავტორი: Phil Jones
8 სექტემბერი 2021 13:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მე ერთი რამის მეშინია, რონალდომ ბრუნო არ შეზღუდოს როგორც ნაკრებში, გუშინდელი თამაში არაფერია აზერებთან, მაგრამ ადრეც ვუყურე რონალდოს გარეშე ბრუნოს ერთა თასზე მგონი და იმენნა იფრინა და რონალდოსთან ერთად დიდი არაფერი, იმედია უბრალოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი.
0
№7
ავტორი: shotkin
8 სექტემბერი 2021 14:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Irakli_Kandelaki
ვანდებეკმა ინტერვიუ მისცა და თქვა ჩამშლელსაც უპრობლემოდ ვითამაშებო და ფრედზე ნაკლები რითა ვერ გავიგე, ფიზიკურადაც უფრო ძლიერია, ფრედივით არ ფართხალებს და უფრო ტექნიკური და აზრიანია.
ტიპმა პროსტა მათამაშეთ ამის დედაცო. მგონი ღირს ცდად. თუ არ გაამართლებს ეგ სხვა საქმეა.

ნათამაშები აქვს აქ 6 იანზე და კარგად მახსოვს რო ძაან სუსტად ჩაატარა მატჩი, თუმცა ფრედი წინა სეზონის ფრედს ნამდვილად არ გავს და მე მაინც ყოველთვის ბეეკის ნახვა მესიამოვნება ესეთი ფრედის ყურებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ტიპიური მაღალი დონის ჩამშლელია მოსაყვანი. მოკლედ სამწვრთნელო შტაბმა უკეთ იცის აქ ჩვენზე ფრედი უნდა იდგეს იქ თუ ბეეკი :D კულისებს მიღმა რაც ხდება მაგის აზზე არ ვართ არც შიდა სამზარეულოსი.
1
№8
ავტორი: Best7george
8 სექტემბერი 2021 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ნიუკასლთან ძირითადში იქნება იმედია და გოლების ათვლაც დაიწყება
0
№9
ავტორი: Irakli_Kandelaki
8 სექტემბერი 2021 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
მგონი ფრედს 5 თამაში გაუცდება რადგან ნაკრებში კლუბმა არ გაუშვა
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
8 სექტემბერი 2021 18:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია 11-ში ოპტიმალურთან მიახლოევებული შემადგენლობა იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top