თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2021, 11:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2243,
კომენტარები: 15
რონალდუმ სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღო
პორტუგალიელი გუნდის განკარგულებაშია.
რონალდუმ სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღო
ახლა უკვე სრული დატვირთვით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" განკარგულებაშია. ფეხბურთელმა სამშაბათის სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღო.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკარანტინო პერიოდი, რონალდუმ ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში გაატარა.

ამ ეტაპზე უცნობია, მიეცემა თუ არა შესაძლებლობა თავდამსხმელს, პრემიერლიგურ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი 11 - სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.

რონალდუსა და გუნდის ვარჯიშების ამსახველი ფოტომასალა, კლუბის ოფიციალურმა "ინსტაგრამ" გვერდმა გაავრცელა.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Irakli_Kandelaki
8 სექტემბერი 2021 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
მარცხნიდან რეშფორდი, ცენტრში რონალდო/კავანი მარჯვნივ სანჩო/გრინვუდი. ბრუნო, მაკტომინეი ბეეკი/პოგბა, შოუ, მაგუაიერი, ვარანი, ბისაკა, დეხეა.
0
№12
ავტორი: Anjelique
8 სექტემბერი 2021 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
წარმატებები რონის და ჩვენს კლუბს, ძალიან მეიმედება წლევანდელი სეზონი, ტიტულების დაბრუნების დროა!!! გლორი გლორი მან იუნაიტედ ❤️❤️❤️
0
№13
ავტორი: LASHQARA
8 სექტემბერი 2021 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
უდიდესია თავის ნიჭით, დასაფასებელია თავის შრომისმოყვარეობით და შესაქებია თავის მიღწევებით, მიხარა რომ ვგულშემატკივრობ გუნდს სადაც როგორც ფეხბურთელი კრიშტიანუ ჩამოყალიბდა, სერ ალექსს კიდევ ერთი დიდი მადლობა, მისი აქ გადმოყვანისთვის, კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში, hi2 შენ ხარ ჩვენი ნამდვილი 7 იანი კრიშტანუ რონალდუ love am
0
№14
ავტორი: Old Red Devil
9 სექტემბერი 2021 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ვან დე ბეეკი ძირითადში ბლიახამუხა.ის არც 10იანია და არც ფლეიმეიქერი.ტიპიური ცენტრის კაცია როგორც სქოულზი.პროდუქტიული ყველა მხარეს,შეტევაშიც და ჩაშლაშიც.ხო ვხედავთ რო არ გვყავს წესიერი ჩამშლელი,ხოდა დააყენონ დონი ცენტრში და მისცენ სხვა ფუნქცია.ფრედი სკოტი ტყუილად ამძიმებენ ცენტრს,მაინც არცერთი არ ვარგა და გამოდის რომ 1 პოზიციის გამო 2 საშუალო დონის იგროკი ცენტრს აცდენს.დონის გვერდებში ბრუნო პოგბა წინ რონალდო კავანი სანჩო.რათ უნდა ამდენ ხანს 1 ადგილის წელვა,მაინც არ გაიზრდება.ხოდა დადგან სანახაობა ამათი რა მიდის,ზედმეტი სიფრთხილე გუნდს 2 წელია ძვირად უჯდება
0
№15
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2021 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ოქრო კაცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top