ცალსახაა, რომ გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ნახევარმცველს დონი ვან დე ბეეკს სათამაშო პრაქტიკა ნორმალურ დონეზეც კი არ მიუღია, ფეხბურთელი სათადარიგო სკამის აქტიურ წევრად ევლინებოდა ინგლისურ გრანდს.
ლოგიკურია, რომ მას ამჟამად უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დატოვება და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურდა, თუმცა ამ ყველაფერს ხელი, ინგლისის ოცგზის ჩემპიონების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეუშალა.
ამ ყველაფერზე თავად ფეხბურთელმა განმარტება გააკეთა და "მანჩესტე იუნაიტედში" თავის მომავალს ფარდა ახადა.
"ჩემთვის ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ადვილი, ამ სეზონში არცერთი წუთი არ მითამაშია. ძნელია საკუთარი თავის წარმოჩენა როდესაც მოედანზე თვეში ერთხელ გადიხარ.
მაგრამ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ის მე მენდობა. საჭიროა რომ მე მას აგრეთვე ნდობა გამოვუცხადო". - განაცხადა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდის კუთვნილ "პოდკასტზე" - FIVE.