თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2021, 12:21
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1858,
კომენტარები: 27
ვან დე ბეეკი: "თვეში ერთხელ ვთამაშობ"
დონი, სოლსკიაერის ნდობაზე საუბრობს.
ვან დე ბეეკი:
ცალსახაა, რომ გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ნახევარმცველს დონი ვან დე ბეეკს სათამაშო პრაქტიკა ნორმალურ დონეზეც კი არ მიუღია, ფეხბურთელი სათადარიგო სკამის აქტიურ წევრად ევლინებოდა ინგლისურ გრანდს.

ლოგიკურია, რომ მას ამჟამად უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დატოვება და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურდა, თუმცა ამ ყველაფერს ხელი, ინგლისის ოცგზის ჩემპიონების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეუშალა.

ამ ყველაფერზე თავად ფეხბურთელმა განმარტება გააკეთა და "მანჩესტე იუნაიტედში" თავის მომავალს ფარდა ახადა.

"ჩემთვის ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ადვილი, ამ სეზონში არცერთი წუთი არ მითამაშია. ძნელია საკუთარი თავის წარმოჩენა როდესაც მოედანზე თვეში ერთხელ გადიხარ.

მაგრამ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ის მე მენდობა. საჭიროა რომ მე მას აგრეთვე ნდობა გამოვუცხადო".
- განაცხადა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდის კუთვნილ "პოდკასტზე" - FIVE.



წყარო: euro-football.ru
სიახლეები
27 კომენტარი
№21
ავტორი: shotkin
8 სექტემბერი 2021 17:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
ციტატა: shotkin
აი ფრდი რო ცუდი ჩამშლელია ვიცით და რადგან ფრედი ცენზურაა მარსიალი ხო არ დავაყენოთ ჩამშლელად? აიაქსში რო 6 იანზე ,,არც ისე ცუდი იყო" ეს პრემიერ ლიგაა და აქ სუსტია მაგ პოზიციაზე და ნულია დიახაც, იყო თამაშები სადაც ითამაშა მანიუში ჩამშლელად მარა გადაუარეს და ძირს ეგდო იფორთხიალა არაა ეგ ბიჭი აგრესიული არის ნაზი და არის 1 სეხების ტიპი და პასის კაცი ჩამშლელის ნატამალი არ სცხია მითუმეტეს პრემიერ ლიგის ჩამშლელის , ეგ ტრანსფერი იყო ქაოტური ამას მე კიარა პრემიერლიგის ელიტა ამბობს ვისაც ფეხბურთი ჩემზე და შენზე მეტად ესმის, ტყუილად იყიდეს და მალე გაყიდიან თუ პოგბა კიდე აქ დარჩა განწირულია ბეეკი, ცალკეა ძმაო საყიდელი მაგარი ჩამშლელი ვერც ბეეკი ამოავსებს დღეს მაგ პოზიციას ვერც ფრედი ვერც მატიჩი და ბოლომდე ვერც სკოტი.

გასაყიდი როა და ჩამშლელად სხვა მოსაყვანი მაგაში არ გედავები მაგრამ ეს პრემიერ ლიგა და ჩამშლელად ვერ ითამაშებსო რომ იძახი საიდან აკეთებ ამ დასკვნებს რამდენი თამაში ათამაშა სტაბილურად მაგ პოზიციაზე მაგ დასკვნას რომ აკეთებ? ამ კაცს არც მის პოზიციაზე ქონია საკმარისი სათამაშო დრო და არც ექვსიანის პოზიციაზე რომ თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა. შარშან მინიმუმ 10 თამასში ზედიზედ არაფერი გაუკეთებია ბრუნოს გადაღლილი იყო ტიპი და მადინაც არ მიუცია შანსი
ოლეს ბრიტანელი და აკადემის სასტავი ურჩევნია თუნდაც ჭ კლასის იყოს.


ხოდა ძმაო 1-2 ჯერ რო ათამაშა 6 იანზე და საშინელება იყო კიდე რატო უნდა გარისკო და ათამაშო ზედიზედ 4-5 თამაში 6 იანზეე? :დდდ და აღარც ათამაშა მანდ და სწორიც ქნა, ხოდა მაგას ვიძახი მეც რო ბრუნოც რო გადაირალა მაშინაც არ დადგა ბეეკი მის ადგილას და ქაოტური ტრანსფერიათქო და მაგას რატო იყოდეს კაი ხანი ფარდა არ აეხდება სანამ ბეეკი არ გადავა სადმე და მერე სადმე რამე განცხადებას თვითონ ოლე ან ბეეკი თუ არ გააკეთებენ შიდა სამზარეულოს შესახებ, მანამდე ვერც გავიგებთ ვერაფერს.
0
№22
ავტორი: Malboro463
8 სექტემბერი 2021 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: shotkin
ხოდა ძმაო 1-2 ჯერ რო ათამაშა 6 იანზე და საშინელება იყო კიდე რატო უნდა გარისკო და ათამაშო ზედიზედ 4-5 თამაში 6 იანზეე? :დდდ და აღარც ათამაშა მანდ და სწორიც ქნა, ხოდა მაგას ვიძახი მეც რო ბრუნოც რო გადაირალა მაშინაც არ დადგა ბეეკი მის ადგილას და ქაოტური ტრანსფერიათქო და მაგას რატო იყოდეს კაი ხანი ფარდა არ აეხდება სანამ ბეეკი არ გადავა სადმე და მერე სადმე რამე განცხადებას თვითონ ოლე ან ბეეკი თუ არ გააკეთებენ შიდა სამზარეულოს შესახებ, მანამდე ვერც გავიგებთ ვერაფერს

1-2 საკმარისი არა ძმა მეტი შანსი უნდა მისცე
ფრედოს რამდენი თამაში აქვს ჩაგდებული მაინც აყენებს მისცეს ამას შანსი და გავიგებთ უარესია თუ არა. ცუდი ტრანსფერი ნამდვილად არა და კლუბს გაძლიერებს ეს კაცი მარა ოლეს ინტერესში არ შედის და ტყულად უფუჭებს კარიერას.
ნუ ამის წასვლით არაფერი გაფუჭდება მარა მწვრთვნელის გეგმებში რომ არ შედის ფეხბურთელი იმას პირდაპირ ეუბნებიან და უშვებენ გუნდიდან. დიდი ცოდვა ეს კაცი სკამზე იყოს და ფრედი ძირითადში
0
№23
ავტორი: Malboro463
9 სექტემბერი 2021 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: The red devi11
აბა რა ვინსტონ აბა რა რახამ შენ იტყვი :D

ვინსტონიც ხარ და ფილიპ მორისიც შე საცოდავო
0
№24
ავტორი: Anjelique
9 სექტემბერი 2021 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ბიჭებო კალვინ ფილიპზე რასიტყვით? ვფიქრობ ეს ბიჭი სკოტთან ერთად საუცხოო ნახევარდაცვას შექმნის, მაკტომინეის სწორედ ასეთი ტიპის საყრდენი ჭირდება გვერდით.... ჩემი აზრით არავითაი რაისი, თან 100 მილიონს ითხოვს ვესთ ჰემი და რაისის ტიპის ზუსტად რაისის ტიპის და ჩემი აზრით უკეთესიც გვყავს გუნდში სკოტის სახით, ასე რომ მე ძალიან მინდა პილიფსის ჩვენს გუნდში ხილვა.... მოწინააღმდეგის შეტევებს საუცხოოდ შლის, ასევე საუცხოოდ იწყებს საკუთარი გუნდის შეტევებს, ძალიან მაგარი გრძელი და მიკლე პასი და აგრთვე ძალიან მაგარი დაყენებული დარტყმა.... ვფიქრობ იდეალურად მოერგება ჩვენს გუნდს და ამ ბიჭის შემდეგ ნახევარდაცვაც რომ დალაგდება სუსტი რგოლი თითქმის აღასად გვექნება.... პოგმამ თუუნდა გაასხას პილიბსი ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება გუნდისთვის, პოგბას ძალიან დიდი გულშემატკივარივარ მაგრამ თავი მომაძულა საკუთარი ქცევებით, გუნდზე დიდი არავინ არაა.... დონი ბრუნოს შემცვლელი იქნება როგორც წესი, მაგრამ ბრუნოს ჩახსნა სიკვდილივით აშინებს ოლეს და ვფიქრობ ეს შეცდომაა, ტრადიციად უნდა აქციოს ბრუნო ბეეკის ერთმანეთში შეცვლა, როგორც თამაშის მიმდინარეობისას, ისე სასტარტო შემადგენლიბიდან, ცოდვაა ეგ ბიჭი ძალიან დიდი პოტენციალიაქ.... ხოლო ფრედები ათასში ერთხელ გასაჭირში გამოდგება
0
№25
ავტორი: Phil Jones
9 სექტემბერი 2021 12:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოკლედ ეხლა დარჩა პრობლემური პოზიცია საყრდენი ნახევარმცველი და მე ასევე შემტევ მარჯვენა მცველზე ვიფიქრებდი ვან ბისაკა იმენნა ნოლია შეტევაში. რაც შეეხება საყრდენს მანდ რაისი შმაისი და ვიღაცეები ვთვლი რომ ზედმეტი იქნება მე პირადად აკადემიის იმედზე ვარ იქნებ გამოჩნდეს ვიღაცა მაკტომინეისნაირი თანაც წელსვე რომ შემდეგ წლებში დაეყრდნონ სტაბილურად.
0
№26
ავტორი: Anjelique
9 სექტემბერი 2021 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: Phil Jones
მოკლედ ეხლა დარჩა პრობლემური პოზიცია საყრდენი ნახევარმცველი და მე ასევე შემტევ მარჯვენა მცველზე ვიფიქრებდი ვან ბისაკა იმენნა ნოლია შეტევაში. რაც შეეხება საყრდენს მანდ რაისი შმაისი და ვიღაცეები ვთვლი რომ ზედმეტი იქნება მე პირადად აკადემიის იმედზე ვარ იქნებ გამოჩნდეს ვიღაცა მაკტომინეისნაირი თანაც წელსვე რომ შემდეგ წლებში დაეყრდნონ სტაბილურად.

ჯეიმს გარნერი მაგალითად, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ბიჭს და ვფიქრობ ჩამოყალიბდება ძალიან კარგ საყრდენად !!!
0
№27
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2021 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რავი თქვენი არ ვიცი და მე ამის დიდი იმედი არ მაქ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top