თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2013, 01:30
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 4593,
კომენტარები: 34
დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...
ჭრილობა, რომელიც დიდხანს მოუშუშებელი დარჩება....
დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...
მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალის ერთმანეთს უპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში... აფიშა, რომელიც არანაირ ზედმეტ კომენტარს არ მოითხოვს... გულშემატკივრის ერთადერთი მოვალეობა მხოლოდ სასურველ ადგილას მოკალათება და ლოდინია.... ლოდინი უდიდესი მატჩისათვის, რომელიც არავის იმედს არ გაუცრუებს. ორი ტიტანი კვლავ ეტაკება ერთმანეთს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში უნდა გაარკვიოს გამარჯვებული. ეს არის მატჩი რომლისთვისაც უამრავი ფეხბურთის გულშემატკივარი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ უყვართ და პირველ ადგილას აყენებენ ფეხბურთს. დამერწმუნებით ნებისმიერი ჭეშმარიტი გულშემატკივრისთვის, რომლისთვისაც სულერთი არაა თავისი საყვარელი გუნდის სიხარული თუ გასაჭირი, ფეხბურთი სპორტზე მეტია.... სწორედ ასეტი განცდებით შეპყრობილი გულშემატკივრებუ ველით ასეთ მატჩს უდიდესი იმედით... მატჩი სადაც არ არის გამოკვეთილი ფავორიტი... ეს არის მატჩი სამ შედეგზე... კომენტარები და პროგნოზები ზედმეტია...მხოლოდ მატჩით სიამოვნებაა ერთადერთი ვალდებულება... მატჩით, რომელიც საუკუნის მანძილზე ნამდვილ კლასიკად ჩამოყალიბდა... ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ამ 180 წუთიანი მატჩის დასაწყისს...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


მატჩის დღე ახლოვდება... გულშემატკივრებში ემოციები პიკს აღწევს, მთელი მსოფლიო ელოდება ტიტანთა შებრძოლებას იმ იმედით, რომ ღირსეული გაიმარჯვებს. პირველი მატჩი, შეხვედრის ადგილი სანტიაგო ბერნაბეუ... ყველაფერი მზადაა მატჩისთვის და ყველაფერი იწყება. ეს იყო მატჩი სადაც მიუხედავად ყველაფერისა რეალი ფავორიტია... უდიდესი მატჩი დაიწყო, სადაც არავინ თავს არ დაზოგავს. მადრიდის რეალი შეტევაშია, ბურთს აკონტროლებს, თუმცა იუნაიტედი სწრაფი კონტრშეტევებით ძალიან ამწვავებს მატჩს... ძალზედ დაძაბულია მოედანზე მდგომარეობა... იუნაიტედმა კვლავ დაიჭირა კონტრშეტევაზე რეალი და კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვა. ყველასათვის მოულოდნელად ეშმაკები მე_20 წუთზე წინ იჭრებიან დენი უელბეკის წყალობით. მატჩმა ძალზედ მოულოდნელი განვითარება შეიძინა... სანტიაგო ბერნაბეუ შოკშია... იუნაიტედის ფეხბურთელები ვერ ახერხებენ უპირატესობის შენარჩუნებას... რონალდუ თავისი ბრწყინვალე თაური დარტყმით ათანაბრებს ანგარიშს და ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში დგება. იუნაიტედი კვლავ იგერიებს მოწინააღმდეგის შეტევებს, ბრწყინვალეა დავიდ დე ჰეა, რომელსაც ”თაგვიც კი ვერ გაურბის კარის ხაზის მიღმა”. მატჩის უდავო გმირია. იუანიტედი კვლავ კონტრშეტევებზე აწყობს თამაშს, რომელშიც რობინ ვან პერსი თამაშობს უდიდეს როლს, თუმცა ძალაინ უიღბლო დღე იყო ეს მისთვის.. ზედიზედ ძელი და ხარიხა, რამდენიმე წუთის შემდეგ მისი დარტყმული კარის ხაზიდან გამოაქვთ.... საბოლოოდ მატჩი 1:1 სრულდება... ნებისმიერ გულშემატკივარს დარცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა... მათ კიდევ ლოდინი უწევს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია ...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ და მოვიდა 5 მარტი, როცა კვლავ ოცნების თეატრში შეხვდებიან გუნდები ერთმანეთს... მატჩში უკვე გამორიცხა ფრე... ყველას სისხლი სწყურია... 76000 ტრიბუნაზე და 22 მოედანზე. ბრძოლოსთვის ყველაფერი მზადაა. 80 მილონი ფუნტი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა... ხალხი მოუთმენლად ელის საკუთარ შექმნილ მონსტრსა და გოლების მანქანას. გულშემატკივრები ელოდებიან, რომ ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდება ამ წყვილში. ძალაინ ემოციური საღამოა ოლდ ტრაფორდზე. ხალხი თავის კუმირს ელის, რომლითვისაც ძალაინ რთულია საკუთარი კლუბის წინააღმდეგ თამაში. მატჩის მსაჯიც ცნობილია-ჯუნიეთ ჩაკირი. ამ მსაჯის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა, თუმცა მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია უხეშად რომ ვთქვათ გულშემატკივრებმა ”გაატარეს” ეს ფაქტი. ისინი ორი უდიდესი კლუბის დაპირისპირებას ელოდნენ და არა მატჩის არბირტს. ოლდ ტრაფორდი განსაკუთრებულად მოემაზადა ამ მატჩისთვის. ბანერები, პლაკატები, შეძახილები სიმღერები - ის რაც ინგლისელებს არასდროს არ ეშლებათ... იუნაიტედის ფანები უფრთხილდებიან რონალდოსაც, რომლისთვისაც ნამდვილი ფსიქოლოგიური გამოცდაა ეს ყველაფერი... ისინი მას ამშვიდებენ და შესანიშნავ წერილს უგზავნიან:

"ვიცით, რომ სამშაბათი შენთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ძალიან ემოციური დღე იქნება.

ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ერთ დროს შენ ჩვენი ოჯახის წევრი იყავი და დღემდე ვამაყობთ ამით, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან წასვლა გადაწყვიტე და მიეცი მადრიდის რეალს უფლება გამხდარიყო შენი ახალი კლუბი, ჩაანაცვლე სერ ალექს ფერგიუსონი ჟოზე მოურინიოთი. მაგრამ ჩვენ არ გვძულხარ, პირიქით გვიყვარხარ.

სამშაბათს შენ აუცილებლად მიიღებ თბილ დახვედრას ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ მას შემდეგ რაც მსაჯის სასტვენის ხმას გავიგებთ შენ გახდები რიგითი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაშია. ამიტომ გთხოვთ, არ გეწყინოს თუ დაგისტვენთ.

ჩვენ ერთხელ უკვე მიგიღეთ და გაჩვენეთ როგორია სამოთხე, ახლა დროა ჩვენი ჯოჯოხეთი გაჩვენოთ და როდესაც მეორეჯერ დატოვებ მანჩესტერს, გვინდა აქედან დამარცხებული წახვიდე! იმიტომ, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ არის მანჩესტერზე დიადი".

სიყვარულით,
ყველა მანჩესტერის გულშემატკივარი ♥


გულშემატკივრებმა ყველაფერი გაითვალისწინეს და უმაღლეს დონეზე მოემზადნენ. უდიესი პარივისცემით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველაფერს. და 22 ფეხბურთელი მოედანზე გამოდის ბოლო წუთამდე საბრძოლველად. გამარჯვებული მინიმუმ 90 წუთში უნდა გამოვლინდეს. მატჩი დაიწო... ყველა ელოდება მადრიდელთა დაწოლას და შეტევებს თუმცა ამის მსგავსი არაფერი არ ხდება მოედანზე. ყველაფერი კონტროლდება სათადარიგოთა სკამიდან, სადაც გენალური სერ ალექსი იმყოფება. სწორედ მისი კარნახით მიდიოდა მატჩი. მადრიდელებს ჰქონდათ ბურთის ფლობის პროცენტი მაღალი თუმცა მოედნის ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ. იუანიტედი ძალიან მწვავედ თამაშობს. ყველა დარტყმა კარის მიმართულებით მიდის და დიეგო ლოპესი იცავს რეალის კარს. გოლი უკვე მომწიფდა მადრიდელთა კარში. პირველი ტაიმი უგოლო ფრით სრულდება, რაც ეშმაკებს ხელს აძლევს თუმცა როგორც ჩანს ისინი ამას არ კმაყოფილდებიან. დაიწყო მეორე ტაიმი... ეშმაკებსი სწრაფი კონტრშეტევება და სერხიო რამოსის ავტოგოლი... და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი.... იუნაიტედი გადადის დაცვით ფეხბურთში და ჩვეულ ტემპში თამაშობს... 57 წუთი სადაც შეჯახება მოხდა ნანისა და არბელოას შორის. მსაჯი იღებს წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას და იუნაიტედს 10 კაცით ტოვებს მოედანზე. შემზარავი ფაქტი, რომელი აღაშფოთებს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს... ყველანი შოკში არიან. გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა... საათივით აწყობილი მექნიზმი იშლება, ყველაფერი წამიერად მიწასთან სწორდება... იუნაიტედი უსამართლობის მსხვერპლია... გუნდისთვის იმდენად მძიმე იყო ეს ფაქტი, რომ მათ 3 წუთში 2 ბურთი გაუშვეს და რეალი დაწინაურდა... 10 კაცით დარჩენილმა იუნაიტედმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა თუმცა ვერაფერს მიაღწია....მატჩი რომელიც უამრავი ადამიანისთვის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთსოდ უნდა გამხდარიყო ჩაიშალა. მატჩი გაანადგურა ერთმა ადამიანმა, მთავარმა არბიტრმა, რომელსაც არანაირად არ ეთანხმდებოდნენ თავისი კოლეგები. მან გაფუჭა ტიტანების შებრძოლება.

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


ზევით ვთქვი, რომ ეს მატჩი უკომენტარო უნდა ყოფილიყო ტუმცა პირიქით. მე მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. იუნაიტედის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა, რომელზეც წარმოუდგენელი იმედები მყარდება მოულოდნელად ერთი ადამიანის ახირების გამო მიწასთან სწორდება... დაინგრა 330 000 000 მეტი ადამიანის ოცნების კოშკები, შეირყა მათი რწმენა წმინდა ფეხბურთისადმი. გუნდი ყველაფერს დებს მოედანზე, უგებს მადრიდის რეალის ვარსკვლავურ შემადგენლობას, მსაჯი კი გუნდს ანადგურებს. სამწუხაროდ იუნაიტედის წამიერად დანგრეულმა ფსიქოლოგიამ თავისი მაინც გააკეთა გუნდმა რამდენიმე წუთში წააგო მატჩი. მათ კვლავ აღიდგინეს რწმენა და ბოლო წუთებამდე შეუტიეს მადრიდელთა კარს. მათ თავი არ დაიშურეს გამარჯვების მოსაპოვებლას... არასამრთლიადნი წაგება უდიდესი დარტყმა იყო ყველა იუნაიტედის ფეხბურთელისათვის და გულშემატკივრისთვის. ფსიგოლოგიურად დაიშალა გუნდი.დაინგრა იმედები. საუკეთესო შანსი დაიკარგა. და კიდევ მინიმუმ ერთი წლით გადაიწია ჩვენი ტრიუმფის თარიღმა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპს ღირსეული წევრი არ შეემატა.

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


მანჩესტერ იუნაატედი არის გუნდი, რომელსაც დაეღუპა მთელი შემადგენლობა. ინგლისის ოქროს თაობა... ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დასტიროდნენ საკუთარი მეგობრების კუბოებს. მათ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია. მათი ფსიქოლოგია არ შეიქმნა ეს იყო წამიერი შოკი. პირიქით ისინი კიდევ უფრო დარწმუნდნენ საკუთარ სიდიადეში. მათ ირწმუნეს საკუთრი ძალების გახდნენ მსოფლიო გრანდი და ყველას დაანახეს თუ რა ღირან ისინი. არ არსებობს მოვლენა, რომელიც ჩვენს გუნდს ფსიქოლოგიურად გატეხს. ეს იქნება უბრალოდ წამიერი შოკი, რომლიდანაც გამოვალთ. ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი ტრაგედია გადაუტანია ჩვენს გუნდს და ყოველ მათგანს გამყარებული რწმენა მოსდევდა და არა დამსხვრეული გუნდურობა. ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ გვიყვარდეს ჩვენი შესანიშნავი გუნდი მივენდოთ ჩვენს გენიალურ მწვრთნელს და გულშემატკივრეი ყველაფრის პასუხს მივიღებთ... ჩვენი გუნდი უპასუხოდ არ დაგვტოვებს. პირიქით თავაწეულებმა უნდა ვიაროთ, რომ ცვენი მოსაგები მოვიგეთ და ამით ვთქვით ჩვენი სიტყვა!

A broken heart a broken dream
A broken plane a broken team
No words were said a silent vow
We loved you then we love you now The red flag will always fly
Man United will never die !

R.v.Persie სტატია Redarmy.Ge_სთვის !

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...
სტატიები
34 კომენტარი
№1
ავტორი: R.v.Persie
7 მარტი 2013 01:31
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
იმდენად ვარ ნერვებზე მოშლილი რომ არ შემეძლო ეს არ დამეწერა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№2
ავტორი: reddevil
7 მარტი 2013 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
კარგი სტატიაა love აუ მეც ძალიან განვიცდი გუშინდელ უიღბლობას და ამავე დროს ვამაყობ ჩვენი ბიჭებით love am am
We'll Never Die
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№3
ავტორი: VaRdo
7 მარტი 2013 01:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ : ) ესეთი სტილის სიახლეს მე დავწე ხვალ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: don_vini
7 მარტი 2013 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
R.v.Persie,
საღოლ ძმაო.ბოლომდე წავიკტიხე.არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ისეთი ემოციური სტატიაა.თან ყველაეფერი სიმართლე...მართლაც რაა ერთი უნამუსო და არაპროფესიონალის საქციელმეა დაანგირა ყველაფრის მოლოდინი.თვით მადრიდელები გამოთვმენ პროტესტს მსაჯთან დაკავშირებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: red devil
7 მარტი 2013 06:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vkitxulobdi da cremlebi wamomivida mamisulsvpicavar sagol avtor yvelaperi simartlea. Bolo nawili ki gansakutrebit momewona. MANCHESTER UNITED THE BEST CLUBS.<3
0
№6
ავტორი: ლადო
7 მარტი 2013 07:33
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
R.v.Persie,
საღოლ ძმაო...ყველაფერი ისე კარგად იყო დაწერილი რო რჩეულებში წავა ეს.....

პ.ს ისე ტურის მოთამაშე კარგი იყოო ahahaha ვიცი ძნეილია მაგრამ ცოტა ოპტიმიზმი შეინარჩუნეთ რაა....წავაგეთ და მორჩა...
0
№7
ავტორი: Luka Gelashvili
7 მარტი 2013 07:53
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ .. წავიდა ფავორიტებშიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: Ví Ví
7 მარტი 2013 08:04
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეეეეჰ ისევ მსაჯები თუ გააფუჭებენ ყველაფერს რა არ შეუძლიათ ზუსტად ვიცოდი პირველი ტაიმის მერე რო რაღაც სი.ობას გააკეთებდა რა არ შეუძლიათ მსაჯებს ესეთ თამაშებში რომ არ ჩაა.ვან რა ბუბლიკ derpwhy
0
№9
ავტორი: dachi_mu
7 მარტი 2013 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ძალიან მაგარი სტატიაა ავტორ.კარგად გამოხატავს ყველა იუნაიტედის ფანის სათქმელს.ძალიან კარგია საღოლ.
0
№10
ავტორი: Zizou
7 მარტი 2013 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
დღეს უფრო მიყვარს მანჩესტერი ვიდრე 5 მარტს love
ეს წაგებები უფრო აძლიერებს ჩემს სიყვარულს იუნაიტედისადმი...

"სამეფო" გუნდს კი მოსვამენ ერთ ადგილზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top