თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2013, 01:30
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 4605,
კომენტარები: 34
დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...
ჭრილობა, რომელიც დიდხანს მოუშუშებელი დარჩება....
დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...
მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალის ერთმანეთს უპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში... აფიშა, რომელიც არანაირ ზედმეტ კომენტარს არ მოითხოვს... გულშემატკივრის ერთადერთი მოვალეობა მხოლოდ სასურველ ადგილას მოკალათება და ლოდინია.... ლოდინი უდიდესი მატჩისათვის, რომელიც არავის იმედს არ გაუცრუებს. ორი ტიტანი კვლავ ეტაკება ერთმანეთს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში უნდა გაარკვიოს გამარჯვებული. ეს არის მატჩი რომლისთვისაც უამრავი ფეხბურთის გულშემატკივარი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ უყვართ და პირველ ადგილას აყენებენ ფეხბურთს. დამერწმუნებით ნებისმიერი ჭეშმარიტი გულშემატკივრისთვის, რომლისთვისაც სულერთი არაა თავისი საყვარელი გუნდის სიხარული თუ გასაჭირი, ფეხბურთი სპორტზე მეტია.... სწორედ ასეტი განცდებით შეპყრობილი გულშემატკივრებუ ველით ასეთ მატჩს უდიდესი იმედით... მატჩი სადაც არ არის გამოკვეთილი ფავორიტი... ეს არის მატჩი სამ შედეგზე... კომენტარები და პროგნოზები ზედმეტია...მხოლოდ მატჩით სიამოვნებაა ერთადერთი ვალდებულება... მატჩით, რომელიც საუკუნის მანძილზე ნამდვილ კლასიკად ჩამოყალიბდა... ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ამ 180 წუთიანი მატჩის დასაწყისს...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


მატჩის დღე ახლოვდება... გულშემატკივრებში ემოციები პიკს აღწევს, მთელი მსოფლიო ელოდება ტიტანთა შებრძოლებას იმ იმედით, რომ ღირსეული გაიმარჯვებს. პირველი მატჩი, შეხვედრის ადგილი სანტიაგო ბერნაბეუ... ყველაფერი მზადაა მატჩისთვის და ყველაფერი იწყება. ეს იყო მატჩი სადაც მიუხედავად ყველაფერისა რეალი ფავორიტია... უდიდესი მატჩი დაიწყო, სადაც არავინ თავს არ დაზოგავს. მადრიდის რეალი შეტევაშია, ბურთს აკონტროლებს, თუმცა იუნაიტედი სწრაფი კონტრშეტევებით ძალიან ამწვავებს მატჩს... ძალზედ დაძაბულია მოედანზე მდგომარეობა... იუნაიტედმა კვლავ დაიჭირა კონტრშეტევაზე რეალი და კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვა. ყველასათვის მოულოდნელად ეშმაკები მე_20 წუთზე წინ იჭრებიან დენი უელბეკის წყალობით. მატჩმა ძალზედ მოულოდნელი განვითარება შეიძინა... სანტიაგო ბერნაბეუ შოკშია... იუნაიტედის ფეხბურთელები ვერ ახერხებენ უპირატესობის შენარჩუნებას... რონალდუ თავისი ბრწყინვალე თაური დარტყმით ათანაბრებს ანგარიშს და ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში დგება. იუნაიტედი კვლავ იგერიებს მოწინააღმდეგის შეტევებს, ბრწყინვალეა დავიდ დე ჰეა, რომელსაც ”თაგვიც კი ვერ გაურბის კარის ხაზის მიღმა”. მატჩის უდავო გმირია. იუანიტედი კვლავ კონტრშეტევებზე აწყობს თამაშს, რომელშიც რობინ ვან პერსი თამაშობს უდიდეს როლს, თუმცა ძალაინ უიღბლო დღე იყო ეს მისთვის.. ზედიზედ ძელი და ხარიხა, რამდენიმე წუთის შემდეგ მისი დარტყმული კარის ხაზიდან გამოაქვთ.... საბოლოოდ მატჩი 1:1 სრულდება... ნებისმიერ გულშემატკივარს დარცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა... მათ კიდევ ლოდინი უწევს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია ...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ და მოვიდა 5 მარტი, როცა კვლავ ოცნების თეატრში შეხვდებიან გუნდები ერთმანეთს... მატჩში უკვე გამორიცხა ფრე... ყველას სისხლი სწყურია... 76000 ტრიბუნაზე და 22 მოედანზე. ბრძოლოსთვის ყველაფერი მზადაა. 80 მილონი ფუნტი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა... ხალხი მოუთმენლად ელის საკუთარ შექმნილ მონსტრსა და გოლების მანქანას. გულშემატკივრები ელოდებიან, რომ ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდება ამ წყვილში. ძალაინ ემოციური საღამოა ოლდ ტრაფორდზე. ხალხი თავის კუმირს ელის, რომლითვისაც ძალაინ რთულია საკუთარი კლუბის წინააღმდეგ თამაში. მატჩის მსაჯიც ცნობილია-ჯუნიეთ ჩაკირი. ამ მსაჯის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა, თუმცა მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია უხეშად რომ ვთქვათ გულშემატკივრებმა ”გაატარეს” ეს ფაქტი. ისინი ორი უდიდესი კლუბის დაპირისპირებას ელოდნენ და არა მატჩის არბირტს. ოლდ ტრაფორდი განსაკუთრებულად მოემაზადა ამ მატჩისთვის. ბანერები, პლაკატები, შეძახილები სიმღერები - ის რაც ინგლისელებს არასდროს არ ეშლებათ... იუნაიტედის ფანები უფრთხილდებიან რონალდოსაც, რომლისთვისაც ნამდვილი ფსიქოლოგიური გამოცდაა ეს ყველაფერი... ისინი მას ამშვიდებენ და შესანიშნავ წერილს უგზავნიან:

"ვიცით, რომ სამშაბათი შენთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ძალიან ემოციური დღე იქნება.

ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ერთ დროს შენ ჩვენი ოჯახის წევრი იყავი და დღემდე ვამაყობთ ამით, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან წასვლა გადაწყვიტე და მიეცი მადრიდის რეალს უფლება გამხდარიყო შენი ახალი კლუბი, ჩაანაცვლე სერ ალექს ფერგიუსონი ჟოზე მოურინიოთი. მაგრამ ჩვენ არ გვძულხარ, პირიქით გვიყვარხარ.

სამშაბათს შენ აუცილებლად მიიღებ თბილ დახვედრას ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ მას შემდეგ რაც მსაჯის სასტვენის ხმას გავიგებთ შენ გახდები რიგითი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაშია. ამიტომ გთხოვთ, არ გეწყინოს თუ დაგისტვენთ.

ჩვენ ერთხელ უკვე მიგიღეთ და გაჩვენეთ როგორია სამოთხე, ახლა დროა ჩვენი ჯოჯოხეთი გაჩვენოთ და როდესაც მეორეჯერ დატოვებ მანჩესტერს, გვინდა აქედან დამარცხებული წახვიდე! იმიტომ, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ არის მანჩესტერზე დიადი".

სიყვარულით,
ყველა მანჩესტერის გულშემატკივარი ♥


გულშემატკივრებმა ყველაფერი გაითვალისწინეს და უმაღლეს დონეზე მოემზადნენ. უდიესი პარივისცემით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველაფერს. და 22 ფეხბურთელი მოედანზე გამოდის ბოლო წუთამდე საბრძოლველად. გამარჯვებული მინიმუმ 90 წუთში უნდა გამოვლინდეს. მატჩი დაიწო... ყველა ელოდება მადრიდელთა დაწოლას და შეტევებს თუმცა ამის მსგავსი არაფერი არ ხდება მოედანზე. ყველაფერი კონტროლდება სათადარიგოთა სკამიდან, სადაც გენალური სერ ალექსი იმყოფება. სწორედ მისი კარნახით მიდიოდა მატჩი. მადრიდელებს ჰქონდათ ბურთის ფლობის პროცენტი მაღალი თუმცა მოედნის ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ. იუანიტედი ძალიან მწვავედ თამაშობს. ყველა დარტყმა კარის მიმართულებით მიდის და დიეგო ლოპესი იცავს რეალის კარს. გოლი უკვე მომწიფდა მადრიდელთა კარში. პირველი ტაიმი უგოლო ფრით სრულდება, რაც ეშმაკებს ხელს აძლევს თუმცა როგორც ჩანს ისინი ამას არ კმაყოფილდებიან. დაიწყო მეორე ტაიმი... ეშმაკებსი სწრაფი კონტრშეტევება და სერხიო რამოსის ავტოგოლი... და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი.... იუნაიტედი გადადის დაცვით ფეხბურთში და ჩვეულ ტემპში თამაშობს... 57 წუთი სადაც შეჯახება მოხდა ნანისა და არბელოას შორის. მსაჯი იღებს წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას და იუნაიტედს 10 კაცით ტოვებს მოედანზე. შემზარავი ფაქტი, რომელი აღაშფოთებს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს... ყველანი შოკში არიან. გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა... საათივით აწყობილი მექნიზმი იშლება, ყველაფერი წამიერად მიწასთან სწორდება... იუნაიტედი უსამართლობის მსხვერპლია... გუნდისთვის იმდენად მძიმე იყო ეს ფაქტი, რომ მათ 3 წუთში 2 ბურთი გაუშვეს და რეალი დაწინაურდა... 10 კაცით დარჩენილმა იუნაიტედმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა თუმცა ვერაფერს მიაღწია....მატჩი რომელიც უამრავი ადამიანისთვის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთსოდ უნდა გამხდარიყო ჩაიშალა. მატჩი გაანადგურა ერთმა ადამიანმა, მთავარმა არბიტრმა, რომელსაც არანაირად არ ეთანხმდებოდნენ თავისი კოლეგები. მან გაფუჭა ტიტანების შებრძოლება.

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


ზევით ვთქვი, რომ ეს მატჩი უკომენტარო უნდა ყოფილიყო ტუმცა პირიქით. მე მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. იუნაიტედის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა, რომელზეც წარმოუდგენელი იმედები მყარდება მოულოდნელად ერთი ადამიანის ახირების გამო მიწასთან სწორდება... დაინგრა 330 000 000 მეტი ადამიანის ოცნების კოშკები, შეირყა მათი რწმენა წმინდა ფეხბურთისადმი. გუნდი ყველაფერს დებს მოედანზე, უგებს მადრიდის რეალის ვარსკვლავურ შემადგენლობას, მსაჯი კი გუნდს ანადგურებს. სამწუხაროდ იუნაიტედის წამიერად დანგრეულმა ფსიქოლოგიამ თავისი მაინც გააკეთა გუნდმა რამდენიმე წუთში წააგო მატჩი. მათ კვლავ აღიდგინეს რწმენა და ბოლო წუთებამდე შეუტიეს მადრიდელთა კარს. მათ თავი არ დაიშურეს გამარჯვების მოსაპოვებლას... არასამრთლიადნი წაგება უდიდესი დარტყმა იყო ყველა იუნაიტედის ფეხბურთელისათვის და გულშემატკივრისთვის. ფსიგოლოგიურად დაიშალა გუნდი.დაინგრა იმედები. საუკეთესო შანსი დაიკარგა. და კიდევ მინიმუმ ერთი წლით გადაიწია ჩვენი ტრიუმფის თარიღმა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპს ღირსეული წევრი არ შეემატა.

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...


მანჩესტერ იუნაატედი არის გუნდი, რომელსაც დაეღუპა მთელი შემადგენლობა. ინგლისის ოქროს თაობა... ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დასტიროდნენ საკუთარი მეგობრების კუბოებს. მათ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია. მათი ფსიქოლოგია არ შეიქმნა ეს იყო წამიერი შოკი. პირიქით ისინი კიდევ უფრო დარწმუნდნენ საკუთარ სიდიადეში. მათ ირწმუნეს საკუთრი ძალების გახდნენ მსოფლიო გრანდი და ყველას დაანახეს თუ რა ღირან ისინი. არ არსებობს მოვლენა, რომელიც ჩვენს გუნდს ფსიქოლოგიურად გატეხს. ეს იქნება უბრალოდ წამიერი შოკი, რომლიდანაც გამოვალთ. ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი ტრაგედია გადაუტანია ჩვენს გუნდს და ყოველ მათგანს გამყარებული რწმენა მოსდევდა და არა დამსხვრეული გუნდურობა. ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ გვიყვარდეს ჩვენი შესანიშნავი გუნდი მივენდოთ ჩვენს გენიალურ მწვრთნელს და გულშემატკივრეი ყველაფრის პასუხს მივიღებთ... ჩვენი გუნდი უპასუხოდ არ დაგვტოვებს. პირიქით თავაწეულებმა უნდა ვიაროთ, რომ ცვენი მოსაგები მოვიგეთ და ამით ვთქვით ჩვენი სიტყვა!

A broken heart a broken dream
A broken plane a broken team
No words were said a silent vow
We loved you then we love you now The red flag will always fly
Man United will never die !

R.v.Persie სტატია Redarmy.Ge_სთვის !

დამსხვრეული ოცნებები... ტრაგედია ოლდ ტრაფორდზე...
სტატიები
34 კომენტარი
№21
ავტორი: Wayne SHerma
7 მარტი 2013 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
საღოლ ავტორ კაი სტატიაა გულშემატკივრები რა მაგრები გვყავს ♥
0
№22
ავტორი: TrueRed
7 მარტი 2013 17:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ვერც მოვინელე და კიდევ დიდი ხანი ვერ მოვინელებ ამ მარცხს, იმიტომ რომ ვიღაც სირის გამო დაიმსხვა ოცნების კოშკები crying მაგრამ უკვე შემდეგ მატჩებზე უნდა ვიფიქროდ და ყველას გიყვარდეთ თქვენი გუნდი am
0
№23
ავტორი: TatyMufc
7 მარტი 2013 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ვამაყობ მანჩესტერ იუნაიტედით <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Always a RED!
№24
ავტორი: love united
7 მარტი 2013 20:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დიდი ხანი მემახსოვრება ეს თამაში და ჩაქირის დედა...მაგრამ რას ვიზამთ...
0
№25
ავტორი: Amerigo
7 მარტი 2013 21:09
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
R.v.Persie,
believe
0
№26
ავტორი: barcaman
7 მარტი 2013 21:15
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
დღეს ქუჩაში კაცი შემხვდა ბობი ჩარლტონს გავდა ისე, რომ მასეთი მსგავსება არც მინახავს. manutd
0
№27
ავტორი: Mr.Luka
7 მარტი 2013 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მანჩესტერის ფეხბურთელები ყველაზე მაგრები არიან და ადრე თუ გვიან დავაფასეფთ
0
№28
ავტორი: BONDZGI
7 მარტი 2013 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
one love one team one united... dges upro amayi var vidre gushin, dges upro miyvars vidre manamde, wlebi gadis mere piqrdebi da xvdebi ro es upro metia vidre pexburti, upro metia vidre gundi, samagalito pexburtelebit da gulshematkivrit... ojaxis kidev ert wevrad yalibdeba... gulshematkivari romelic yvela girseul adamians apasebs, mowinaagmdegesac, di marias tashi daukres es sad xdeba? ronaldom mogvigo magram pexze udgavart imitom rom chveni ojaxis wevri iyi... vigac metrake 10 kacit gvtovebs droebiti burusi da 2-1 magram yvelaperi gaaketes... tvit mouriniosac atqmevines vin iyo moedanze sauketesoo.... imito ara ro manches panebi vart, aseti tamashis gapucheba aris udidesi codva.... rio ferdinandi aris adamiani romelmac supta manchesterulad tvalshi chaxeda da cinikuri tashi daukra...
0
№29
ავტორი: buka oboladze
7 მარტი 2013 22:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩვენ შემდეგ წელს აუცილებლად მოვიგებთ.
0
№30
ავტორი: RVP (20)
7 მარტი 2013 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
არასდროს დამავიწყდება ეს მატჩი, ჩვენი დანგრეული ოცნება, ის საშინელი გადაწყვეტილება რომელიც ჩაქირმა მიიღო. მაგრამ მე ყოველთვის ვენდობი ჩვენ გუნდს და მჯრა, რომ ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას და დავანახებთ ყველას თუ როგორი ძლიერი და დაუმარცხებელია ჩვენი გუნდი, მე ყოველთვის ვამაყობდი იუნაიტედით და ვიამაყებ ჩემი ცხოვრების ბოლომდე!

მე მჯერა ჩვენი ბიჩების და მეამაყება, რომ ვარ მანჩესტერის გულშემატკივარი! love

One Love, One Life, One Unite, Always in my HEART!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top