ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და საფეხბურთო ინსაიდერის ცნობით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებასთან. ამის შესახებ ის ინფორმაციას თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს:
„კრიშტიანუ რონალდუ ახლოსაა, რომ შეუერთდეს მანჩესტერ იუნაიტედს. მანჩესტერ სიტი რბოლას ჩამოშორდა.
მანჩესტერ იუნაიტედი ამზადებს საკუთარ ოფიციალურ კონტრაქტის პირობებს რონალდუსთვის! ჟორჟე მენდეში მას მალე მიიღებს. მანჩესტერ იუნაიტედში ახლა თავდაჯერებულები არიან, რომ ახლა კრიშტიანუ რონალდუს გაიფორმებენ.
მანჩესტერ სიტიმ გადაწყვიტა, რომ გამოეთიშოს რონალდუსთან მოლაპარაკებებს. რონალდუ არ გადავა სიტიში, კლუბმა ამასთან დაკავშირებით ამ წუთებში მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო.
მნიშვნელოვანი დაზუსტება: პირადი კონტრაქტი ჯერ არ არის შეთანხმებული, ასევე იუვენტუსისთვის გადასახდელი თანხა.“