თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2021, 18:00
ავტორი: Billy,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 24
ფაბრიციო რომანო: რონალდუ იუნაიტედში დაბრუნებასთან ახლოსაა
სიტი რბოლას ჩამოშორდა.
ფაბრიციო რომანო: რონალდუ იუნაიტედში დაბრუნებასთან ახლოსაა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და საფეხბურთო ინსაიდერის ცნობით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებასთან. ამის შესახებ ის ინფორმაციას თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს:

„კრიშტიანუ რონალდუ ახლოსაა, რომ შეუერთდეს მანჩესტერ იუნაიტედს. მანჩესტერ სიტი რბოლას ჩამოშორდა.

მანჩესტერ იუნაიტედი ამზადებს საკუთარ ოფიციალურ კონტრაქტის პირობებს რონალდუსთვის! ჟორჟე მენდეში მას მალე მიიღებს. მანჩესტერ იუნაიტედში ახლა თავდაჯერებულები არიან, რომ ახლა კრიშტიანუ რონალდუს გაიფორმებენ.

მანჩესტერ სიტიმ გადაწყვიტა, რომ გამოეთიშოს რონალდუსთან მოლაპარაკებებს. რონალდუ არ გადავა სიტიში, კლუბმა ამასთან დაკავშირებით ამ წუთებში მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო.

მნიშვნელოვანი დაზუსტება: პირადი კონტრაქტი ჯერ არ არის შეთანხმებული, ასევე იუვენტუსისთვის გადასახდელი თანხა.“


წყარო
ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: GIOMU
27 აგვისტო 2021 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ეს თუ დაბრუნდა მართლა ნათლად გამოჩნდება ფერნანდეშის ფასი, კარგად დაინახავს ყველა რომ არც ისეთი მაგარია როგორც ამბობენ და ის გვღუპავს დღეს რომ მასზეა მთელი გუნდი აწყობილი მაგრამ შედეგები....... მოკლედ პენლები ჩამოერთმევა ასევე ჯარიმები და ლიდერობაზე ხო საუბარი არცაა, მოედანზე ხშირად ბრუნო ლპარაკის გარდა არაფერს აკეთებს და ბარათების 70%-ი ზუსტად ლაპარაკის გამო აქვს მიღებული.

https://www.youtube.com/watch?v=zzX0QcdgEc0

20/21 -ის მთლიანი კრებული ვერ ვნახე მაგრამ დარწმუნებული ვარ ისიც ასეთი იქნება, სადაა აქ მაგის მაგნიფიკო პასები და ა.შ. 1-2 უვარდება ხოლმე 5-7 თამაშში და აუ რა ქნაო :დდდდდ

ყველა ტოპ გუნდს ყავს ამაზე ბევრად უკეთესი შემტევი ცენტრი პასებზე ხო საუბარი არაა, მოძრაობაში მაგრად უჭირს პასის გაკეთაბა სისწრაფეზე დრიბლინგის დროს ხო ვაბშე 5 მეტრში პეხში ვერ აკეთებს პასს. მაგის სტილია მიიღოს ბურთი დადგეს და მერე იქიდან გაჩერებულ ბურთზე პასი გააკეთოს.

მგონი სანამ კომენტარს ვწერდი რონალდუ გადმოვიდა უკვე.... :დ
0
№22
ავტორი: ILoveUtd
27 აგვისტო 2021 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
გილოცავთ ოფიციალურად დადასტურდაააა
0
№23
ავტორი: levionok
27 აგვისტო 2021 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბევრი პლოის მინუსებია ბიჭებო მაგრამ დავიკიდოთ დღეს იმიყომ რომ ყველას გვიხარია კარგია თუ ცუდია ფეხბურთი ემოციაა და ახლა ძალიან გახარებული ვარ არ შეიძლება ჩვენი ლეგენდა სიტიში არააააა
0
№24
ავტორი: SANDROGRIGA
27 აგვისტო 2021 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top