"იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ სკოტ მაკტომინეი საზარდულის ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც ის სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრებს გამოტოვებს.
სკოტი "ლიდსთან" გამაყუჩებლებით თამაშობდა, აღნიშნული ტრავმა იყო მიზეზი იმისა თუ რატო ვერ მოხვდა "წმინდანებთან" ძირითად შემადგენლობაში.
"იუნაიტედის" ექიმების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველანაირად ეცადნენ, რათა ოპერაციისთვის აერიდებინათ თავი და მკურნალობის ყველა ხერხს მიმართეს, მაგრამ ოპერაცია გარდაუვალია - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სკოტი გამოტოვებს კვირის გასამართ შეხვედრას "ვულვზთან", პრემიერლიგის ეგიდით გასამართ მატჩებს "ნიუკასლთან", "ვესტ ჰემთან" და "ასტონ ვილასთან", ასევე გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურს, Carabao Cup-ის შეხვედრას "ვესტ ჰემთან" და ნაკრების შეხვედრებს.
ეს შესაძლოა ნაწილობრივ შანსი იყოს დონი ვან დე ბეეკისთვის, რომელსაც არცისე დიდი გამოცდილება აქვს ექვსიანის პოზიციაზე თამაშის.
ოლეს კი ჯერ კიდევ აქვს დრო, რათა შეიძინოს დაცვითი სტილის ნახევარმცველი. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს 23:59 სთ-ზე დაიხურება.