თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2021, 15:27
ავტორი: დავითი,
ნანახია: 1379,
კომენტარები: 13
"იუნაიტედს" ნახევარმცველი ერთი თვით გამოაკლდა
"იუნაიტედის" ოფიციალური საიტის განცხადება.
"იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ სკოტ მაკტომინეი საზარდულის ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც ის სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრებს გამოტოვებს.

სკოტი "ლიდსთან" გამაყუჩებლებით თამაშობდა, აღნიშნული ტრავმა იყო მიზეზი იმისა თუ რატო ვერ მოხვდა "წმინდანებთან" ძირითად შემადგენლობაში.

"იუნაიტედის" ექიმების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველანაირად ეცადნენ, რათა ოპერაციისთვის აერიდებინათ თავი და მკურნალობის ყველა ხერხს მიმართეს, მაგრამ ოპერაცია გარდაუვალია - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სკოტი გამოტოვებს კვირის გასამართ შეხვედრას "ვულვზთან", პრემიერლიგის ეგიდით გასამართ მატჩებს "ნიუკასლთან", "ვესტ ჰემთან" და "ასტონ ვილასთან", ასევე გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურს, Carabao Cup-ის შეხვედრას "ვესტ ჰემთან" და ნაკრების შეხვედრებს.

ეს შესაძლოა ნაწილობრივ შანსი იყოს დონი ვან დე ბეეკისთვის, რომელსაც არცისე დიდი გამოცდილება აქვს ექვსიანის პოზიციაზე თამაშის.

ოლეს კი ჯერ კიდევ აქვს დრო, რათა შეიძინოს დაცვითი სტილის ნახევარმცველი. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს 23:59 სთ-ზე დაიხურება.

წყარო: www.manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Rooni
26 აგვისტო 2021 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
საული გვჭირდება მაშინ
0
№12
ავტორი: onlyred
26 აგვისტო 2021 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ფორვარდი და ნევეში გვინდა. ან საული
0
№13
ავტორი: shotkin
26 აგვისტო 2021 22:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმედია კავანი მაიც იქნება ვულვზტან თორე რა უბედურებაა ეს რაარი ყველა ოპერაციას იკეთებს გუნდში. ვან დე ბეეკს რაც შეეხება აქამდეც ბევრი მომენტი იყო როცა შანსი უნდა მიეცათ მაგ კაცისთვის და წესიერად არ მისცეს შანსი და დიდად არ მგონია რო ეხლაც მისცემენ ეგ კაცი წავა იანვარშივე ან ზაფხულში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top