ცხელი ზაფხული მთავრდება და მასთან ერთად 31 - აგვისტოს 23:59 საათზე სატრანსფერო ფანჯარაც იხურება, სულ რაღაც 5 - დღე დარჩათ კლუბებს რათა თავიანთი გეგმები სისრულეში მოიყვანონ და გაიფორმონ მათი სასურველი ფეხბურთელები.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაყოფიერად იმუშავა, მათ "ასტონ ვილა"-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიბრუნეს მეკარე ტომ ჰიტონი, ასევე "დორტმუნდი"- დან გაიფორმეს ჯეიდონ სანჩო და მადრიდის "რეალი" - დან რაფაელ ვარანი.
თუმცა, "საუთჰემპტონთან" გასვლით მატჩზე ნაჩვენები თამაშით ალბათ არცერთი გულშემატკივარი არ დარჩენილა კმაყოფილი. გუნდს აშკარაა რომ მეორეე ფაზაში ძალიან უჭირს, სადაც ნელი, მძიმე მატიჩი და არაზუსტი გადაცემების მეფე ფრედი იყვნენ.
ეს პოზიცია აშკარად გასაძლიერებელია, რაზეც ბრუნომ the Sun - თან ინერვიუში პირდაპირ თქვა, რომ გუნდს დაცვითი სტილის ნახევარმცველი ჭირდება.
თუმცა ოლემ, VGTV - ში სტუმრად მყოფმა განაცხადა რომ დიდ ტრანსფერებს აღარ უნდა ველოდოთ და თუ კიდევ ტრანსფერი იქნება ეს გუნდისთვის ბონუსი იქნება. აღნიშნულ პოზიციაზე ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო "მანჩესტერ იუნაიტედს" 2 - ფეხბურთელს უკავშირებს კამავინგას "რენი"- დან და საულ ნიგესს "ატლეტიკო"- დან.
ახალგაზრდა უნიჭიერეს კამავინგას მომდევნო ზაფხულს უმთავრდება "რენთან" არსებული კონტრაქტი და გაგრძელებას არ ჩქარობს, ასე რომ იოლი მისახვედრია გაისად მას უფასოდ უნდა შეელიონ, რასაც "რენი" არ დაუშვებს და ამ ზაფხულზე მისაღებ წინადადებას ელოდებიან, რათა კამავინგა გაასხვისონ.
რაც შეეხება საულს აქ სიტუაცია ცოტა სხვაგვარადაა, ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელს სურს პრემიერლიგაში ასპარეზობა, რაზეც დიეგო სიმეონე და "ატლეტიკოს" მესვეურები თავს იკავებენ. საფიქრალია ცენტრფორვარდის პოზიციაც, რომელზეც წლევანდელ სეზონში ასაკში მყოფი ედისონ კავანი და ინერტული ანტონი მარსიალია.
ედისონს კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი, რაც იმის მანიშნებელია რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდის მოყვანას არ უნდა ველოდოთ.