თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2021, 22:19
ავტორი: დავითი,
ნანახია: 1992,
კომენტარები: 14
სატრანსფერო სიახლეები !!!
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 - დღე რჩება!
სატრანსფერო სიახლეები !!!
ცხელი ზაფხული მთავრდება და მასთან ერთად 31 - აგვისტოს 23:59 საათზე სატრანსფერო ფანჯარაც იხურება, სულ რაღაც 5 - დღე დარჩათ კლუბებს რათა თავიანთი გეგმები სისრულეში მოიყვანონ და გაიფორმონ მათი სასურველი ფეხბურთელები.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაყოფიერად იმუშავა, მათ "ასტონ ვილა"-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიბრუნეს მეკარე ტომ ჰიტონი, ასევე "დორტმუნდი"- დან გაიფორმეს ჯეიდონ სანჩო და მადრიდის "რეალი" - დან რაფაელ ვარანი.

თუმცა, "საუთჰემპტონთან" გასვლით მატჩზე ნაჩვენები თამაშით ალბათ არცერთი გულშემატკივარი არ დარჩენილა კმაყოფილი. გუნდს აშკარაა რომ მეორეე ფაზაში ძალიან უჭირს, სადაც ნელი, მძიმე მატიჩი და არაზუსტი გადაცემების მეფე ფრედი იყვნენ.

ეს პოზიცია აშკარად გასაძლიერებელია, რაზეც ბრუნომ the Sun - თან ინერვიუში პირდაპირ თქვა, რომ გუნდს დაცვითი სტილის ნახევარმცველი ჭირდება.

თუმცა ოლემ, VGTV - ში სტუმრად მყოფმა განაცხადა რომ დიდ ტრანსფერებს აღარ უნდა ველოდოთ და თუ კიდევ ტრანსფერი იქნება ეს გუნდისთვის ბონუსი იქნება. აღნიშნულ პოზიციაზე ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო "მანჩესტერ იუნაიტედს" 2 - ფეხბურთელს უკავშირებს კამავინგას "რენი"- დან და საულ ნიგესს "ატლეტიკო"- დან.

ახალგაზრდა უნიჭიერეს კამავინგას მომდევნო ზაფხულს უმთავრდება "რენთან" არსებული კონტრაქტი და გაგრძელებას არ ჩქარობს, ასე რომ იოლი მისახვედრია გაისად მას უფასოდ უნდა შეელიონ, რასაც "რენი" არ დაუშვებს და ამ ზაფხულზე მისაღებ წინადადებას ელოდებიან, რათა კამავინგა გაასხვისონ.

რაც შეეხება საულს აქ სიტუაცია ცოტა სხვაგვარადაა, ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელს სურს პრემიერლიგაში ასპარეზობა, რაზეც დიეგო სიმეონე და "ატლეტიკოს" მესვეურები თავს იკავებენ. საფიქრალია ცენტრფორვარდის პოზიციაც, რომელზეც წლევანდელ სეზონში ასაკში მყოფი ედისონ კავანი და ინერტული ანტონი მარსიალია.

ედისონს კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი, რაც იმის მანიშნებელია რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდის მოყვანას არ უნდა ველოდოთ.

წყარო: www.mirror.co.uk
ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: F1RSTA
26 აგვისტო 2021 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
იანვარში რაისის მოყვანა იქნება შესანიშნავი
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
26 აგვისტო 2021 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საყრდენს იყიდიან იმედია :)
0
№13
26 აგვისტო 2021 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
კამავინგა ჯობია
0
№14
ავტორი: PaLoMo
26 აგვისტო 2021 15:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Buk777
Ronaldo ixeva wasvlaze da sitis undao amat ratom ar moyavs davijero ori weli ver itamashebs prosto legendis pontshi moatrion

ციტატა: Chesterman
საულს ჩელსი ყიდულობს და ძალიან მაგარ კამანდას კრაავს ))შარშან ხო ყავდა და წელს ლუკაკუ თუ საული და კუნდე დაიმატეს კარგად მწყოლეთ მერე ))წელს მესამეეზე თუ გავედით ეგეც კაია ალბათ ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე

Kai chelsi erts waagebs da naxav rogor miayolebs xut eqvs tamashs lukakus dzroxa deda vatire kide

რასაც ვუყუტე ჩელსისი თამაშს აშკარად მომატებულია და რავიცი აბაა.სეზონი გრძელია თუმცა თავიფანვე უნდა მიყვე და მოსაგები მოიგო.

ციტატა: Buk777
Ronaldo ixeva wasvlaze da sitis undao amat ratom ar moyavs davijero ori weli ver itamashebs prosto legendis pontshi moatrion

ციტატა: Chesterman
საულს ჩელსი ყიდულობს და ძალიან მაგარ კამანდას კრაავს ))შარშან ხო ყავდა და წელს ლუკაკუ თუ საული და კუნდე დაიმატეს კარგად მწყოლეთ მერე ))წელს მესამეეზე თუ გავედით ეგეც კაია ალბათ ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე

Kai chelsi erts waagebs da naxav rogor miayolebs xut eqvs tamashs lukakus dzroxa deda vatire kide

იმიტო რო 30მილიონს ითხოვს ხელფასისი სახით + ამას 7ნონერი უნდა და ეს კავანის აქვს შემდეგ წელს სანჩოსთვის ამზადებენ მაგ 7ნონერს და ეგ ფაქტორიც არის.ასე,რომ რონალდო გამოირიცხა თან უფრო ახალგაღდა ფორვარდს ეძებენ და ჰალანდიც ნაპოვნია თუმცა რაიოლას რამდენად მიცემენ 40მილიონს არვიცი,ტიპს 20არ კიცეს თავისდროზე და ახლა 40ს მიცემენ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top