თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2021, 01:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 22
დეპაი: "მოურინიომ შანსი არ მომცა"
ჰოლანდიელი "იუნაიტედში" გატარებულ დროს იხსენებს.
დეპაი:
კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი შემტევი მემფის დეპაი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "იუნაიტედში" გატარებულ დროს იხსენებს და აცხადებს, რომ "წითელი ეშმაკების" რიგებში მას უბრალოდ შანსი არ მისცეს.

"მე ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ წარიმართა ყველაფერი ცუდად. პირველ სეზონში ადაპტაცია მჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც "პსვ" - ში.

ცოტაოდენი თვითდაჯერება დავკარგე, ამის შემდეგ კი ვან გაალმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ჩემს მიმართ ნდობა შეასუსტეს. ეს არ იყო ადვილი გადასატანი.

მომდევნო სეზონში ვიგრძენი, რომ გამოცდილება შევიძინე, თუმცა ამ დროს გუნდში ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოვიდა, ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილისათვის ვიბრძოდი, მაგრამ მეჩვენებოდა რომ ჟოზეს ფიქრებშიც კი არ სურდა ჩემი ძირითად შემადგენლობაში დაყენება, მას არცერთხელ ჩემთვის შანსი არ მოუცია.

მივედი მის კაბინეტში სასაუბროდ, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. რთული პერიოდი იყო, მეგონა, კარგად ვვარჯიშობდი, პარტნიორებსაც არაფერი ესმოდათ ჩემი.

ზლატანი და პოგბა მეკითხებოდნენ თუ რატომ ვერ ვიღებდი დროს ძირითად შემადგენლობაში, ჩემთვის ეს იყო იმ ყველაფრის დადასტურება რაც ჩემს თავს ხდებოდა, მივხვდი რომ დიდ კლუბში პრაქტიკის გარეშე ყოფნა არ მსურდა.

თავიდან უნდა დამეწყო ყველაფერი და ყველასთვს დამემტკიცებინა რომ შემიძლია ვიყო ერთ - ერთი საუკეთესო. "იუნაიტედში" გრძელვადიანი კონტრაქტი და კარგი ანაზღაურება მქონდა, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი.

კლუბი დავტოვე და ვფიქრობ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება".
- განაცხადა დასასრულს El Periodico - სთვის მიცემულ ინტერვიუში მემფის დეპაიმ
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
22 აგვისტო 2021 02:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დიდად მოუს შანსი არ მიუცია 1-2 ჯერ ათამაშა მარა იმედანად ცუდი სეზონი ქონდა ჩატარებული და იმ 1-2 მატჩშიც არანაირი იმედის ნიშანწყალი არ ეტყობოდა რო ახალი ამბიციებით მოსული მწვრთნელი ძნელია გენდოს და გარისკოს, თან მოურინიოა იცის რო ტრანსფერს მოითხოვს და მოუყვანენ და რატო ენდობოდა ისეთ დეპაის? ისიც კარგად გვახსოვს რო აუშვა ამან ტიპმა მერე ვაფშე კლიპი ჩაწერა და მეგონა მომღერალი გახდებოდა, ალბათ თავიდანვე დიდი დრო უნდა დაეთმო ვარჯიშებისთვის და არ გაენიავებინა ის პერიოდი, საერთო ჯამში კლუბისთვისაც კარგია და ამისთვისაც ის რაც მოხდა.

2
№2
ავტორი: ikeoni
22 აგვისტო 2021 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
ჟოზე გამართლება ნამდვილად არ მინდა მაგრამ მართლა ძაან ცუდი იყო მაგ პერიოდში ბურთს ვერ აჩერებდა ტიპი
2
№3
ავტორი: GIOMU
22 აგვისტო 2021 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
My Webpage

მე კარგად მახსოვს ამის მოდის კვირეულები + სიგარა და ამბები, ძალიან სწორად მოიქცა მოუ როცა დაახვევინა, საერთოდ ნებისმიერ ფეხბურთელს რომელიც საქმეს სადაც მილიონებს უხდიან უფრო ნაკლებ დროს უთმობს ვიდრე ჩაცმას გართობას ან ნებისმიერ სხვა რამეს ჯობია დაემშვიდობო.
2
№4
ავტორი: bendzela
22 აგვისტო 2021 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ეს რავი მე უფრო ინსტაგრამის ფოტო მოდელი მგონია . სწორი გადაწყვეტილება იყო რო გაუშვეს . არ მესმის ესეთი ფეხბურთელების რომლებიც ინსტაზე ფოტოგრაფიას უფრო მეტ დროს რო უთმობენ
2
№5
ავტორი: levionok
22 აგვისტო 2021 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ცენზურას თამაში რომ სპორტი არ არის ამან არ იცის? რა შანსი არცერთი გუნდი არ მისცრმდა იმდენ შანსს რამდენიც მანიუმ მისცა და ვერაფერი საერთოდ ვერაფერი ვერ ითამაშა სამაგიეროდ გულაობა იცოცხლე არ დაიკლო ასე რომ დაახვიე შენი დიდფეხბურთელობა არ გაიშვას
2
№6
ავტორი: PaLoMo
22 აგვისტო 2021 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
sancho ra pontshi ar daayena?
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ILoveUtd
22 აგვისტო 2021 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ეს რა სასტავი დააყენა გიჟი ხო არაა
1
№8
ავტორი: NikShali
22 აგვისტო 2021 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
saswauli shemadgenloba daayena a treineri fuu sheni gamalaxia es kaci
2
№9
ავტორი: makaveli
22 აგვისტო 2021 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
დავიჯერო ჩვენ უკეთესად ვიცით ვინ უნდა იდგეს ვიდრე მესაჭეებმა ? ერთი მატიჩი არ მომწონს მაგრად ანელებს რაა და დააყენე შეჩემა სკოტი

არაა ეტყობა ის სანჩოც ფორმაში თორე მარსიალს არ ამჯობინებდა

და გრინვუდის ამომგდები დღეს კაცი არ მეგულება, უმაგრესი ბიჭია მთავარია რესფორდივით უკან უკან არ წავიდეს, თორე რა სანჩო და რა ანსუ ფატი, მაგრად მჯერა რო უდიდეს გეხბურთს ითამაშებს ეგ ბიჭი
1
№10
ავტორი: PaLoMo
22 აგვისტო 2021 17:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: makaveli
დავიჯერო ჩვენ უკეთესად ვიცით ვინ უნდა იდგეს ვიდრე მესაჭეებმა ? ერთი მატიჩი არ მომწონს მაგრად ანელებს რაა და დააყენე შეჩემა სკოტი

არაა ეტყობა ის სანჩოც ფორმაში თორე მარსიალს არ ამჯობინებდა

და გრინვუდის ამომგდები დღეს კაცი არ მეგულება, უმაგრესი ბიჭია მთავარია რესფორდივით უკან უკან არ წავიდეს, თორე რა სანჩო და რა ანსუ ფატი, მაგრად მჯერა რო უდიდეს გეხბურთს ითამაშებს ეგ ბიჭი

სკოტს მცირე ტრამვა ქონია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top