თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2021, 19:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1726,
კომენტარები: 13
პირველი ფეხბურთელი 40 წლის შემდეგ
ბრუნოს ფენომენალური გამოსვლა.
პირველი ფეხბურთელი 40 წლის შემდეგ
პრემიერ ლიგის სტარტი, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მართლაც რომ ხმაურიანი გამოდგა.

"წითელმა ეშმაკებმა" მარსელო ბიელსას "ლიდსი" არ შეიმჩნიეს და მეტოქე ანგარიშით 5-1 გაანადგურეს. იდეალური შეხვედრა ჩაატარა ინგლისური გრანდის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა.

"მაგნიფიკომ" ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო და გახდა "იუნაიტედის" პირველი მოთამაშე 40- წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონატის პირველივე ტურში სამი გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკურმა პორტალმა "opta" - მ შემოგვთავაზა.

აღსანიშნავი იყო ასევე პოლ პოგბას გამოსვლაც. ფრანგმა თანაგუნდელებს ოთხჯერ გაატანინა და პირად აქტივს ოთხი საგოლე გადაცემა შემატა.




წყარო: sports
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2021 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
საოცრება იყო ამათი თამაში ❤️
0
№2
ავტორი: levionok
14 აგვისტო 2021 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
თვალებს არ ვუჯერებედი ეს რა იყო?დიდი სიამოვნება მივიღე,ბრავო!!!

ხოდა დავამატებდი ერთს გამორიცხულია სიტის ტიკი ტაკათი ვინმე იღებდეს ასეთ სიამოვნებას მზად ვარ 38 ტურს ვუყურო ასეთ ლამაზ ფეხბურთს...უკვე 37 ს
0
№3
ავტორი: bendzela
14 აგვისტო 2021 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
imedia ese gaagrdzeleben win rtuli kalendari gvelodeba
0
№4
ავტორი: PaLoMo
14 აგვისტო 2021 21:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მართლაც რო სიამოვნება იყო დღეს ჩვენების ყურება. ამათ რო სანჩო დაემატება და + რეშფორდი იქნება პიქი,ვარანი სულდამავიწყდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: PaLoMo
14 აგვისტო 2021 21:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მოკლედ დღეს ვარანის წარდგენამ ხო დაგლიჯა,მაგრამ თამაშმა ვაბშე გადაჯოკრა ყველაფერი რააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: makaveli
14 აგვისტო 2021 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
40 წლის წინ ვინ შეასრულა ჰეთთრიკი იცით ვინმემ ძმებო ?
0
№7
ავტორი: Svanchester
15 აგვისტო 2021 01:15
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: makaveli
40 წლის წინ ვინ შეასრულა ჰეთთრიკი იცით ვინმემ ძმებო ?

იყო ესეთი მოთამაშე ლუ მაკარი ჩვენ შემადგენლობაში.
0
№8
ავტორი: makaveli
15 აგვისტო 2021 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Svani
ციტატა: makaveli
40 წლის წინ ვინ შეასრულა ჰეთთრიკი იცით ვინმემ ძმებო ?

იყო ესეთი მოთამაშე ლუ მაკარი ჩვენ შემადგენლობაში.

სიმართლე რო გითხრა არ გამიგია, მადლობა ყურადღებისთვის.
0
№9
ავტორი: Mishiko82
15 აგვისტო 2021 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ძალიან კარგი და ლაღი ფეხბირთი იყო, იმედია ასე ლაღად გავაგრძელებთ, გილოცავთ მანიუს გულშემატკივრებს.
0
№10
ავტორი: ManchesterU
15 აგვისტო 2021 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
შემდეგ თამაშში რო უჭკუო უტვინო ჯეიმს აღარ ვნახავთ რამხელა რამეა, სანჩო რო ჩაანაცვლებს, გუშინ სანჩო რო ყოფილიყო ალბათ 1 2 გოლს კიდე გაუტანდით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top