პრემიერ ლიგის სტარტი, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მართლაც რომ ხმაურიანი გამოდგა.
"წითელმა ეშმაკებმა" მარსელო ბიელსას "ლიდსი" არ შეიმჩნიეს და მეტოქე ანგარიშით 5-1 გაანადგურეს. იდეალური შეხვედრა ჩაატარა ინგლისური გრანდის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა.
"მაგნიფიკომ" ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო და გახდა "იუნაიტედის" პირველი მოთამაშე 40- წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონატის პირველივე ტურში სამი გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკურმა პორტალმა "opta" - მ შემოგვთავაზა.
აღსანიშნავი იყო ასევე პოლ პოგბას გამოსვლაც. ფრანგმა თანაგუნდელებს ოთხჯერ გაატანინა და პირად აქტივს ოთხი საგოლე გადაცემა შემატა.