6-03-2013, 20:41
ნანახია: 2882,
კომენტარები: 21
ფელანი მატჩის შემდეგ
ჩვენ ნაშრომს თურქეთის წარმომადგენელმა ხაზი გადაუსვა!
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოსულმა მაიკ ფელანმა განაცხადა, რომ სერ ალექსმა ძალიან ემოციურად მიიღე ის, თუ როგორ გაანადგურა თურქმა მსაჯმა თამაში და არ შეუძლია ჟურნალისტებთან საუბარი. ბოსმა გადაწყვიტა, რომ ჯობია არაფერი თქვას, ვიდრე თქვას და შემდეგ ინანოს.
"ვთქვათ, რომ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ არაფერს ნიშნავს. ვგრძნობდით, რომ ტაკტიკა, რომელიც ავირჩიეთ ამ მატჩისთვის, მუშაობდა. ჩვენ, თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდით და ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც დაგეგმილი იყო. შესვენების შემდეგ, ჩვენ გამოვედით და გოლი გავიტანეთ, რაც უფლებას გვაძლევდა რომ ანგარიშის შესანარჩუნებლად, დაცვაში ჩავმჯდარიყავით. თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით და არაერთი სახიფათო მომენტიც შევქმენით, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ეს გადაწყვეტილება აბსურდულია. ამის მიუხედავად, ჩვენ თამაში გავაგრძელეთ. დიდი თამაში იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და ჩვენ ყველანი იმედგუცრუებულნი ვართ მსაჯის გადაწყვეტილებით. "
"ისაუბრა თუ არა სერ ალექსმა მატჩის შემდგომ? არა მგონია, რომ ახლა ფერგიუსონს მაგის თავი ჰქონდეს. ჩვენ ყველამ ვნახეთ თუ რა მოხდა მოედანზე, ასეთი გადაწყვეტილება ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდა "იუნაიტედს". "მანჩესტერს" მთელი არმია ჰყავს გულშემატკივრების და დარწმუნებული ვარ, რომ გუშნდელ შეხვედრას ყველა მათგანი თვალს ადევნებდა. არაჩვეულებრივი მატჩი ჩაშლილი იქნა მსაჯის მიერ."
"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აქ ვზივარ მე და არა სერ ალექსი, მდგომარეობს იმაში, რომ მისი აზრით, ასეთ სიტუაციებში, მე უფრო დიპლომატიური ვარ. იგი, ძალიან გაღიზიანებულია და გაცოფებულია, მან იცის, რომ თუ იგი კამერის წინ დადგება, გააკეთებს ისეთ რამეს, რაზედაც შემდეგ ინანებს. "
"რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ჩვენი აზრით ბურთი ჰაერში იყო და ფეხბურთელი მხოლოდ მასზე იყო კონცენტრირებული. დიახ, მანდ იყო კონტაკტი, მაგრამ ფეხბურთი, ზოგადად კონტაკტური თამაში და ასეთ მომენტში წითელი ბარათის ჩვენება უსამართლობაა!"
"ჩვენ ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა სპეციალური ტაკტიკა, იმისათვის რომ "რეალი" დაგვემარცხებია. ამისათვის ჩავფრინდით მადრიდში და იქ კარგი სამუშაო გავაკეთეთ. მივიღეთ ის შემდეგი, რასაც ველოდით და გასვლაზე გოლი გავიტანეთ. ჩვენ ვთვლიდით, რომ თუ ვითამაშებდით კონტრშეტევებზე და არ მივცემდით რეალს გასეირნების საშუალებას, შევძლებდით კარგი შედეგის მიღწევას. ვფიქრობ, რომ გუშინდელმა საღამომ დაამტკიცა, რომ ჩვენ სწორი ვიყავით. რა საკვირველია, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ყველა ის მომენტი, რომელიც გვქონდა, მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ, სტადიონი აფეთქდა. ფეხბურთელები გრძნობდნენ, რომ ყველაფერი მათ ხელში იყო და ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ უნდიდათ, მაგრამ ამ ყველაფერს თურქეთის წარმომადგენელმა ხაზი გადაუსვა."
წყარო-Manutd.Ru