თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2013, 20:41
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2883,
კომენტარები: 21
ფელანი მატჩის შემდეგ
ჩვენ ნაშრომს თურქეთის წარმომადგენელმა ხაზი გადაუსვა!
ფელანი მატჩის შემდეგ
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოსულმა მაიკ ფელანმა განაცხადა, რომ სერ ალექსმა ძალიან ემოციურად მიიღე ის, თუ როგორ გაანადგურა თურქმა მსაჯმა თამაში და არ შეუძლია ჟურნალისტებთან საუბარი. ბოსმა გადაწყვიტა, რომ ჯობია არაფერი თქვას, ვიდრე თქვას და შემდეგ ინანოს.

"ვთქვათ, რომ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ არაფერს ნიშნავს. ვგრძნობდით, რომ ტაკტიკა, რომელიც ავირჩიეთ ამ მატჩისთვის, მუშაობდა. ჩვენ, თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდით და ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც დაგეგმილი იყო. შესვენების შემდეგ, ჩვენ გამოვედით და გოლი გავიტანეთ, რაც უფლებას გვაძლევდა რომ ანგარიშის შესანარჩუნებლად, დაცვაში ჩავმჯდარიყავით. თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით და არაერთი სახიფათო მომენტიც შევქმენით, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ეს გადაწყვეტილება აბსურდულია. ამის მიუხედავად, ჩვენ თამაში გავაგრძელეთ. დიდი თამაში იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და ჩვენ ყველანი იმედგუცრუებულნი ვართ მსაჯის გადაწყვეტილებით. "

"ისაუბრა თუ არა სერ ალექსმა მატჩის შემდგომ? არა მგონია, რომ ახლა ფერგიუსონს მაგის თავი ჰქონდეს. ჩვენ ყველამ ვნახეთ თუ რა მოხდა მოედანზე, ასეთი გადაწყვეტილება ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდა "იუნაიტედს". "მანჩესტერს" მთელი არმია ჰყავს გულშემატკივრების და დარწმუნებული ვარ, რომ გუშნდელ შეხვედრას ყველა მათგანი თვალს ადევნებდა. არაჩვეულებრივი მატჩი ჩაშლილი იქნა მსაჯის მიერ."

"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აქ ვზივარ მე და არა სერ ალექსი, მდგომარეობს იმაში, რომ მისი აზრით, ასეთ სიტუაციებში, მე უფრო დიპლომატიური ვარ. იგი, ძალიან გაღიზიანებულია და გაცოფებულია, მან იცის, რომ თუ იგი კამერის წინ დადგება, გააკეთებს ისეთ რამეს, რაზედაც შემდეგ ინანებს. "

"რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ჩვენი აზრით ბურთი ჰაერში იყო და ფეხბურთელი მხოლოდ მასზე იყო კონცენტრირებული. დიახ, მანდ იყო კონტაკტი, მაგრამ ფეხბურთი, ზოგადად კონტაკტური თამაში და ასეთ მომენტში წითელი ბარათის ჩვენება უსამართლობაა!"

"ჩვენ ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა სპეციალური ტაკტიკა, იმისათვის რომ "რეალი" დაგვემარცხებია. ამისათვის ჩავფრინდით მადრიდში და იქ კარგი სამუშაო გავაკეთეთ. მივიღეთ ის შემდეგი, რასაც ველოდით და გასვლაზე გოლი გავიტანეთ. ჩვენ ვთვლიდით, რომ თუ ვითამაშებდით კონტრშეტევებზე და არ მივცემდით რეალს გასეირნების საშუალებას, შევძლებდით კარგი შედეგის მიღწევას. ვფიქრობ, რომ გუშინდელმა საღამომ დაამტკიცა, რომ ჩვენ სწორი ვიყავით. რა საკვირველია, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ყველა ის მომენტი, რომელიც გვქონდა, მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ, სტადიონი აფეთქდა. ფეხბურთელები გრძნობდნენ, რომ ყველაფერი მათ ხელში იყო და ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ უნდიდათ, მაგრამ ამ ყველაფერს თურქეთის წარმომადგენელმა ხაზი გადაუსვა."

წყარო-Manutd.Ru
ახალი ამბები
21 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
6 მარტი 2013 16:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არაფერს ვიტყვი უბრალოდ მეც ფერდინანდსავეთ ტაშს დავუკრავ ჩვენს თურქ მსაჯს,რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაშალა 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: razma21
6 მარტი 2013 16:57
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
შენი თურქი დედაცენზურა მე რა გააკეთა ბუბლიკ
0
№13
ავტორი: finke
6 მარტი 2013 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ყვითელიც შეიძლებოდა
0
№14
ავტორი: I_K_A
6 მარტი 2013 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
ვამაყობ ფერგი ! ვამაყობ თქვენით )
მთელმა მსოფლიომ დაინახა გუშინ "რო" უდიდესი კლუბია მანჩესტერ იუნაიტედი, მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდით იდგა, მადრიდისტების დაუნახავი ფანების (95%) - ის გარდა, კაია (5%) - ი მაინც არის საღად მოაზროვნე მადრიდისტა )
0
№15
ავტორი: RVPN20
6 მარტი 2013 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
მსაჯის გამზრდელი ცენზურა რა თამაში გაგვიფუჭა
0
№16
ავტორი: Shako Jones
6 მარტი 2013 19:27
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფელააააან <3
0
№17
ავტორი: Amanda Seyfried
6 მარტი 2013 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
წაგება იმდენად არ მიტყდება,რამდენადაც უსამართლო წითელი
0
№18
ავტორი: Mr.Luka
6 მარტი 2013 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
არ შეიძლება ასეთი უსამართლობა

ამდენი შრომა მანჩესტერისა წყალში ჩაყარა ერთმა უსამართლო თურქმა
0
№19
ავტორი: love united
6 მარტი 2013 20:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მეც გამიტყდა წაგება,მაგრამ უფრო მეტას უსამართლოდ მოგებული თამაშის მერე მადრიდისტების უმრავლესობის თარეში თუ რაცაა.. wink მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეუბნება,იციან რა ღირსეული გუნდია იუნაიტედი...ერთი მებაზრებოდა მთელი დღე დააჯვა რეალმა მანჩესტერს თავზეო,მაგრამ მაგის საფეხბურთო აზრი ნაკლებად მაინტერესებს-საერთოდ ვერ ერკვევა...კიდე ისაა ჩემთვის სასიამოვნო, რომ რეალის ფანების ნაწილი აღიარებს უსამართლო გამარჯვებას...
0
№20
ავტორი: I_K_A
7 მარტი 2013 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
ციტატა: love united
მეც გამიტყდა წაგება, მაგრამ უფრო მეტად უსამართლოდ მოგებული თამაშის მერე მადრიდისტების უმრავლესობის თარეში თუ რაცაა..


ციტატა: love united
კიდე ისაა ჩემთვის სასიამოვნო, რომ რეალის ფანების ნაწილი აღიარებს უსამართლო გამარჯვებას..


+ 1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top