თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2021, 20:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1395,
კომენტარები: 14
რონალდუს აგენტმა "იუნაიტედს" შეთავაზება გაუკეთა
კრიშტიანუ რონალდუ 'ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
რონალდუს აგენტმა
ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებასთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა როგორც ახლაა.

იტალიურ გრანდს, იტალიის ჩემპიონატში ძალიან რთული დრო უდგას. სათუოა ის მომენტი, შეძლებს თუ არა პირლოს გუნდი ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას.

ჩემპიონთა ლიგის სგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთი რამ ცალსახაა, თუ ტურინელები ამ საგზურის მოპოვებას ვერ შეძლებენ, პორტუგალიელი დიდი ალბათობით მათ რიგებს დატოვებს.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბიო სანტინის მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, კრიშტიანუს ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ჟორჟ მენდეშმა თავისი კლიენტი "მანჩესტერ იუნაიტედს" შესთავაზა - ოღონდ თავისი პირობებით.

პირობები კი ასეთია: რონალდუს სურს, რომ "წითელი ეშმაკების რიგებში ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რაც შეეხება ანაზღაურებას, მისი სახელფასო განაკვეთი წლიურად 20 მილიონ ევროს უნდა შეადგენდეს, ბევრად ნაკლები ვიდრე ეს ტურინულ გრანდში აქვს.

ჯერი გლეიზერების კლუბზეა. როგორც ჩანს რონალდუ, მის ყოფილ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 მაი 2021 20:38
  • სიახლეები: 2853
  • კომენტარები: 3908
აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. აუცილებლად მოსაყვანია. ამას იმიტომ არ ვიძახი რომ რონალდუს პერსონალური ფანი ვარ, არამედ იმიტომ რომ გუნდს ძალიან წაადგება, მისი მოტივატორობა, გამოცდილება, ბრძოლის ჟინი, და არავინ თქვას რომ ეს კაცი კიდევ ერთხელ არ გაიწევს ოქროს ბურთისკენ, ჩემპიონთა ლიგსკენ, იდეალურ ფორმაშია, მასზე მეტი ვერავის გააქვს იტალიის ჩემპიონატში ეს ყველაფერი კი რაზე მეტყველებს კი უნდა ვხვდებოდეთ, ამ კაცის ჩამოწერა ნაადრევია. არ ითხოვს კოლოსალურ ხელფასს, მინიმუმ ორი წელი სეზონში 15 ბურთს მეტს თუ არა გაიტანს, უნდა დაბრუნდეს აუცილებლად. იმედია ერთი დრე გავიღვიძებ და რონალდუს ტრანსფერის გაოფიციალურებაზე სტატიას დაგიწერთ )))
0
№2
ავტორი: NOW-YOU-SEE-ME
12 მაი 2021 20:59
  • სიახლეები: 140
  • კომენტარები: 26
რონალდო კი არა, სანჩო და კეინი + მცველი და ჩამშლელია საყიდელი. რონალოდს მატარებელმა ჩაიარა უკვე. მითუმეტეს რა წელიწადში 20 მილიონი. იუვე ლიგაზე ვერ გავა დიდი ალბათობით და მხოლოდ 2 გუნდი რჩება ვინც რონალდოს დიდ ხელფასს მიცემს. ეს არის იუნაიტედი და ეს არის პსჟ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნაღდად არ მინდა ამის დაბრუნება. ამის მოსვლა ნიშნავს, რომ სულ ძირიტადში უნდა ათამაშო, სულ რო ცალფეხა იყოს და უნდა დაიჩაგრონ სხვები.
1
№3
ავტორი: The Special One
12 მაი 2021 21:29
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
36 წლის ზლატანმა თუ გაამართლა 35 წლის რონალდო რატო არ გაამართლებს? :)

სულ სხვა კავშირი აქვს ამ გუნდს და რონის და მინიმუმ 3 სეზონი მაინც 9იანის პრობლემა არ გვექნება
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: gogita1991
12 მაი 2021 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მე პირადად არ მინდა ამის მოსვლა ბევრი მიზეზის გამო
0
№5
ავტორი: Svanchester
12 მაი 2021 21:34
  • სიახლეები: 2853
  • კომენტარები: 3908
ციტატა: The Special One
36 წლის ზლატანმა თუ გაამართლა 35 წლის რონალდო რატო არ გაამართლებს? :)

სულ სხვა კავშირი აქვს ამ გუნდს და რონის და მინიმუმ 3 სეზონი მაინც 9იანის პრობლემა არ გვექნება

+1
0
№6
ავტორი: ikeoni
12 მაი 2021 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ცოტა ნაწყენი კი ვარ მაგრამ ძალიან გამიხარდება ჩემი საყვარელი მოთამაშე იყო :))
1
№7
ავტორი: bziki
12 მაი 2021 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Ampartavania tipi, rekordebi, su me me mes gaidaxis, gunds ar atamashebs, imena magaze unda itamasho, aketebdes mainc. Magito ar minda Ronaldos dabrundeba.
Iuves tamashebs vinc adevnebda tvals wels naxavda ro tamashshi 7-8 realur moments afuchebs, urtyavs roca araa dasartymeli mara kidia rekordebi, golebi unda, gava gava, ar gava da pirlo arafers eubneba Shetevebs ufuchebs gunds, uburtod ar darbis arc presingze arc ise, tips eubnebodnen ar itamasho 50 tamashi da itamasheb 25 mara irbine ra 25 tiveshio, mara rekordebi unda penlebis gatana da cariel karebshi krotonestan, yvela tamashs eteneba daje syst gundebtan ufro uxaria tamashi iqneb shevagdoo.
0
№8
ავტორი: shotkin
12 მაი 2021 22:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი როცა გვჭირდებოდა ყველაზე ძაან მაშინ იუვეებში გაიქცა და ეხლა მართლა არ გვჭირდება რა, კი გასაგებია გამოცდილებას მოიტანს და ა.შ მარა რო მოვა ო უნდა ათამაშო უეჭველი ხო აი სად უნდა ათამაშო? 9 ზე? კრაიზე? აი სად მითუმეტეს სანჩო თუა პრიორიტეტი და მოყავთ აი რონალდო სად უნდა დააყენო. მე პირადად არ მინდა რონალდუს დაბრუნება 1 წამითაც. ყველაფერს რო თავი დაანებო გუნდი არის ახალგაზრდა და ენერგიული და კავანი სიედაც კარგად და საკმარისად აბალანსებს და რონალდუც რო დაემატება გუნდი შენელდება იმიტორო პრესინგს რონალდუ ვერ ითამაშებს 90 წუთის განმავლობაში რაცარუნდა ერთ ადგილას გაიხეს.
0
№9
ავტორი: Gatika Gatikashvili
12 მაი 2021 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
ამას მიუვიდა ოლეს თასებისკენ მიმავალი სუნი
0
№10
ავტორი: Phil Jones
12 მაი 2021 23:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რავიცი ბებერს ვეძახით 6-7 წელია და იგივე რაოდენობის გოლები კი გააქვს ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top