ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებასთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა როგორც ახლაა.
იტალიურ გრანდს, იტალიის ჩემპიონატში ძალიან რთული დრო უდგას. სათუოა ის მომენტი, შეძლებს თუ არა პირლოს გუნდი ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას.
ჩემპიონთა ლიგის სგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთი რამ ცალსახაა, თუ ტურინელები ამ საგზურის მოპოვებას ვერ შეძლებენ, პორტუგალიელი დიდი ალბათობით მათ რიგებს დატოვებს.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბიო სანტინის მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, კრიშტიანუს ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ჟორჟ მენდეშმა თავისი კლიენტი "მანჩესტერ იუნაიტედს" შესთავაზა - ოღონდ თავისი პირობებით.
პირობები კი ასეთია: რონალდუს სურს, რომ "წითელი ეშმაკების რიგებში ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რაც შეეხება ანაზღაურებას, მისი სახელფასო განაკვეთი წლიურად 20 მილიონ ევროს უნდა შეადგენდეს, ბევრად ნაკლები ვიდრე ეს ტურინულ გრანდში აქვს.
ჯერი გლეიზერების კლუბზეა. როგორც ჩანს რონალდუ, მის ყოფილ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.