თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 22:03
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1842,
კომენტარები: 17
ინტერვიუ ამარო ამანსიოსთან!
"მადრიდის რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამარო ამანსიომ გაიხსენა "წითელ ეშმაკუნებთან" ჩატარებული ნახევარფინალი, რომელიც 1968 წელს შედგა...
ინტერვიუ ამარო ამანსიოსთან!
თქვენ 1968 წელს "იუნაიტედის" წინააღმდეგ მოგიწიათ თამაში. როგორი მოგონებები დაგრჩათ ამ მატჩთან დაკავშირებით?

სევდიანი მოგონებები. "იუნაიტედმა" ტურნირიდან გამოგვაგდო, რადგან 1-0 დაგვამარცხა. ერთად-ერთი გოლი ჯორჯ ბესტმა გაიტანა. პირველ მატჩში ჩვენ 3-1 ვიგებდით, მაგრამ ბოლო თხუთმეტ წუთში მათ შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს, გოლები კი: დევიდ სედლერმა და ბილი ფოულკსმა - გაიტანეს. ჩვენ არ გვეგონა თუ ასე ითამაშებდა "იუნაიტედი" დარჩენილ თხუთმეტ წუთს. იმ დროს "იუნაიტედში" ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო: ბობი ჩარლტონი, ნობი სტაილზი, დენის ლოუ.

განსხვავდება თუ არა "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო "სანტიაგო ბერნაბეუს" ატმოსფეროსგან

"ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო ყოველთვის ყურადღებას იქცევს. ეს ტიპიპური ინგლისური სტადიონია, რომელზეც ფეხბურთის სურნელი ტრიალებს. ასეთი არენები ყყოველთვის მიმზიდველია. ასევეა "ბერნაბეუც". 100,000 მაყურებელი კი თვალს ადევნებს მატჩის მსვლელობას


"იუნაიტედმა" გოლი გასვლით მატჩზე გაიტანა, ასე რომ "მადრიდელები" ფიქრობენ, რომ "ეშმაკუნები" სახლშიც შეძლებენ გოლის გატანას.

სხვა რაღა დარჩენიათ. ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი ხდება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შეცდომებს დაუშვებენ ფეხბურთელები.

როგორ ფიქრობთ, "რეალი" ამ მატჩში ტაქტიკურად იმოქმედებს?

ვფიქრობ, რომ პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში გუნდები ერთმანეთის დათვალიერებას შეეცდებიან. ხოლო შემდეგ ისინი ერთმანეთზე შეტევების განხორციელებას დაიწყებენ. მე ვთვლი, რომ ყველაფერი ფეხბურთელების ინდივიდუალურ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

კრიტიანო რონალდომ შესანიშნავი დემონსტრაცია აჩვენა წია მატჩში. რა მოგწონთ მაში ყველაზე მეტად?

სინამდვილეში, კრისტიანოს, რომ გოლი არ გაეტანა ის მაინც მსოფლიოს კლასის ფეხბურთელი იქნებოდა. ადრე მან ბევრი ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეძლო. თუ მასზე საუბრობთ, თუ როგორ თამაშობს ის მეორე სართულზე - ეს მისი დაუჯერებელი ტქნიკაა. ეს ნიშნავს, რომ ის სრულყოფილი ფეხბურთელია: ორივე ფეხით დარტყმა, შესანიშნავი თამაში მეორე სართულზე. ის მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

რობინ ვან პერსის და უეინ რუნის "იუნაიტედის" მთავარ ძალად დასახელებდით? რა შთაბეჭდილება დატოვე დენი ველბეკმა პირველ მატჩში?

როდესაც დენი ვნახე, მივხვდი, რომ ძალიან სწრაფი ფეხბურთელი იყო. მაგრამ ასევე ვნახე რობინის თამაშიც და მივხვდი, რომ მასაც ძალიან დიდი როლი აკისრია "იუნაიტედის" წარმატებაში. რუნი მარჯვენა ფლანგთან ახლოს ითამაშებს, რაც მის მცველებს დაეხმარება კრისტიანო რონალდოს აყვანაში. მაგრამ არც ის არ უნდა დავივიწყოთ, თუ როგორი საშიშია ის მოწინააღმდეგის ნახევარზე.

ამ გუნდესბ შორის პირველი დაპირისპირება 1957 წელს მოხდა, სადაც "მადრიდელები" "ბასბის ჩვილებს" დაუპირისპიდნენ...

ინტერვიუ ამარო ამანსიოსთან!


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 მარტი 2013 22:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმდეია მოგეწონებათ.... love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2013 22:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Lado Ghonghadze,
საინტერესო იყო, უკვე ვეღარ ვითმენ, უდიდესი თამაში, ჩემთვის ფინალის ტოლფასია ხვალინდელი დღე!
0
№3
ავტორი: ლადო
4 მარტი 2013 22:13
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
GioO_o,
გეთანხმები...ისე დღეს როგორ იქელება ეს დღე და ხვალ რაღა იქნებაა biggrin2
0
№4
ავტორი: love united
4 მარტი 2013 22:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო...ეს თამაში რომ მორჩება მერე რა ვქნა?.. wink
0
№5
ავტორი: ლადო
4 მარტი 2013 22:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
ვაიმეე როგორ არ მინდა მარცხის განცდა...შოკში ჩავარდები მაგრამ არაუშავს, იმიტომ რო არ წავაგებთ... biggrin2

წინასამატჩო დადე შენ მე მეზარება ძალიან
0
№6
ავტორი: VaRdo
4 მარტი 2013 22:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Lado Ghonghadze,

მალადეც ლადო :* კარგი ხარ

კარგად ილაპარაკა ყველაფერი სიმართლე თქვა. დიდი პიროვნებაა დიდ მატჩზე საუბრობს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Vodafone
4 მარტი 2013 22:19
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ლადო.
იმდენი სტატია იდება ამ თამაშზე ვეღარ ვითმენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამაწბილებს იუნაიტედი.

Come On Boys
0
№8
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 22:27
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Vaiimee vitmen raa yvelaferi sworii ilaparakii raa molodinia am matchze wagebaze fiqric ar minda mxolod da mxolod mogeba
0
№9
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia xvalac chven movigebt da gavalt shemdeg etapze
0
№10
ავტორი: VaRdo
4 მარტი 2013 22:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნეტა 6 მარტს როგორ ხასიათზე გავიღვიძებ derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top