თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 22:03
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1992,
კომენტარები: 17
ინტერვიუ ამარო ამანსიოსთან!
"მადრიდის რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამარო ამანსიომ გაიხსენა "წითელ ეშმაკუნებთან" ჩატარებული ნახევარფინალი, რომელიც 1968 წელს შედგა...
ინტერვიუ ამარო ამანსიოსთან!
თქვენ 1968 წელს "იუნაიტედის" წინააღმდეგ მოგიწიათ თამაში. როგორი მოგონებები დაგრჩათ ამ მატჩთან დაკავშირებით?

სევდიანი მოგონებები. "იუნაიტედმა" ტურნირიდან გამოგვაგდო, რადგან 1-0 დაგვამარცხა. ერთად-ერთი გოლი ჯორჯ ბესტმა გაიტანა. პირველ მატჩში ჩვენ 3-1 ვიგებდით, მაგრამ ბოლო თხუთმეტ წუთში მათ შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს, გოლები კი: დევიდ სედლერმა და ბილი ფოულკსმა - გაიტანეს. ჩვენ არ გვეგონა თუ ასე ითამაშებდა "იუნაიტედი" დარჩენილ თხუთმეტ წუთს. იმ დროს "იუნაიტედში" ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო: ბობი ჩარლტონი, ნობი სტაილზი, დენის ლოუ.

განსხვავდება თუ არა "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო "სანტიაგო ბერნაბეუს" ატმოსფეროსგან

"ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო ყოველთვის ყურადღებას იქცევს. ეს ტიპიპური ინგლისური სტადიონია, რომელზეც ფეხბურთის სურნელი ტრიალებს. ასეთი არენები ყყოველთვის მიმზიდველია. ასევეა "ბერნაბეუც". 100,000 მაყურებელი კი თვალს ადევნებს მატჩის მსვლელობას


"იუნაიტედმა" გოლი გასვლით მატჩზე გაიტანა, ასე რომ "მადრიდელები" ფიქრობენ, რომ "ეშმაკუნები" სახლშიც შეძლებენ გოლის გატანას.

სხვა რაღა დარჩენიათ. ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი ხდება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შეცდომებს დაუშვებენ ფეხბურთელები.

როგორ ფიქრობთ, "რეალი" ამ მატჩში ტაქტიკურად იმოქმედებს?

ვფიქრობ, რომ პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში გუნდები ერთმანეთის დათვალიერებას შეეცდებიან. ხოლო შემდეგ ისინი ერთმანეთზე შეტევების განხორციელებას დაიწყებენ. მე ვთვლი, რომ ყველაფერი ფეხბურთელების ინდივიდუალურ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

კრიტიანო რონალდომ შესანიშნავი დემონსტრაცია აჩვენა წია მატჩში. რა მოგწონთ მაში ყველაზე მეტად?

სინამდვილეში, კრისტიანოს, რომ გოლი არ გაეტანა ის მაინც მსოფლიოს კლასის ფეხბურთელი იქნებოდა. ადრე მან ბევრი ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეძლო. თუ მასზე საუბრობთ, თუ როგორ თამაშობს ის მეორე სართულზე - ეს მისი დაუჯერებელი ტქნიკაა. ეს ნიშნავს, რომ ის სრულყოფილი ფეხბურთელია: ორივე ფეხით დარტყმა, შესანიშნავი თამაში მეორე სართულზე. ის მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

რობინ ვან პერსის და უეინ რუნის "იუნაიტედის" მთავარ ძალად დასახელებდით? რა შთაბეჭდილება დატოვე დენი ველბეკმა პირველ მატჩში?

როდესაც დენი ვნახე, მივხვდი, რომ ძალიან სწრაფი ფეხბურთელი იყო. მაგრამ ასევე ვნახე რობინის თამაშიც და მივხვდი, რომ მასაც ძალიან დიდი როლი აკისრია "იუნაიტედის" წარმატებაში. რუნი მარჯვენა ფლანგთან ახლოს ითამაშებს, რაც მის მცველებს დაეხმარება კრისტიანო რონალდოს აყვანაში. მაგრამ არც ის არ უნდა დავივიწყოთ, თუ როგორი საშიშია ის მოწინააღმდეგის ნახევარზე.

ამ გუნდესბ შორის პირველი დაპირისპირება 1957 წელს მოხდა, სადაც "მადრიდელები" "ბასბის ჩვილებს" დაუპირისპიდნენ...

ინტერვიუ ამარო ამანსიოსთან!


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: love united
4 მარტი 2013 22:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
შენი არ ვიცი და მე თუ გავიღვიძე კარგ ხასიათზე ვიქნები,თუ წავაგებთ აღარც გავიღვიძებ... wink
0
№12
ავტორი: buka oboladze
4 მარტი 2013 22:46
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Lado Ghonghadze,
ყოჩაღ საინტერესოა ძალიან, აუუ მართლა მალე მოვიდეს რა თამაში და ჩასტვინოს იმ თურქმა
VaRdo,
აუცილებლად მაგარ ხასიათზე გაიღვიძებ შენც მეც და ყველა წითლებში გამმოწყობილი ადამიანი love
0
№13
ავტორი: I_K_A
4 მარტი 2013 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
VaRdo,
გაღვიძებამდე დაძინებაა საჭირო, მანიუ "რო" აგებს ასეთი დონის კლუბებთან მე პირადად აღარ მეძინება ხოლმე : /

Lado Ghonghadze,
კარგია ყოჩაღ )

Everything will be okay love
0
№14
ავტორი: love united
4 მარტი 2013 22:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
I_K_A
მე პირიქით-როცა ვიგებთ მაშინ ვერ ვიძინებ,ისეთი აჟიტირებული ვარ... wink
0
№15
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 23:31
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
love united,
Rom movigot chemze bednieri kaci ar iqneba da tu wavagebt mteki game unda vitiro da kargi xani dagruzuli unda viaro magram imedi maqvs rom moviebt da mjeravs unaitedis <3
0
№16
ავტორი: UTD-Rule
5 მარტი 2013 09:52
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესო იყო ყოჩაღ ლადო ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№17
ავტორი: I_K_A
5 მარტი 2013 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
love united,
მეც მარა წაგების დროს გაცილებით ცუდი შეგრძნებაა wink
ნეტა მოვიგოთ და თუ საჭირო გახდა დღეს საერთოდ არ დავიძინებ love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top