თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 21:51
ავტორი: love united,
ნანახია: 1732,
კომენტარები: 14
სერ ალექსი:"იმედია ტაქტიკა გაამართლებს"
ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ მისი ტაქტიკა უკეთესი იქნება, ვიდრე "რეალის" დამრიგებლის, მოურინიოსი...
სერ ალექსი:
შოტლანდიელმა სპეციალისტმა სწორი ტაქტიკა აირჩია ამ გუნდების პირველ მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც მისმა გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია- დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა.მადრიდული კლუბი კარგ ფორმაში იმყოფება-რამდენიმე დღის მანძილზე ორჯერ დაამარცხა "ბარსელონა" "ელ კლასიკოში", რაც რათქმაუნდა კარგ განწყობაზე აყენებს ფანებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს.ფერგიუსონს ჟურნალისტებმა დაუსვეს საინტერესო კითხვა.მათ აინტერესებდათ, როგორი ტაქტიკით ითამაშებდა მანჩესტერი, შემტევი თუ დაცვითი, მწვავე კონტრშეტევებით, ისევე როგორც 2008 წელს "ბარსელონასთან".სერ ალექსმა ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ გულახდილად ვიტყვით, დაცვა ალბათ გამარჯვების საწინდარი იქნება.ყველასთვის ცნობილია, რომ "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესოა კონტრ-შეტევებზე თამაშში.ამიტომ კარგი დაცვა აუცილებელია.მათ თავისი სიძლიერე "კამპ ნოუზე" აჩვენეს, ისინი უმეტესად კონტრ-შეტევებით თამაშობდნენ.ჩვენ ვცდილობთ, ეს ყველაფერი დეტალურად შევისწავლოთ და შევაჩეროთ რონალდო და კომპანია.როდესაც ასეთ თამაშთან გაქვს საქმე, ყოველთვის პატივი უნდა სცე მოწინააღმდეგე კლუბს.ჩვენ ვაფასებთ მათ.ეს დიდი პროფესიონალიზმია.ყოველთვის ვცდილობთ, მეტოქეთა მთავარი დამრტყმელი ძალა გავაჩეროთ-ახლაც ასეა.იმედი მაქვს, ჩემი ტაქტიკა დაგვეხმარება ხვალინდელ მატჩში."

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, იქნება თუ არა ხვალ გარკვეული ექსპერიმენტები შემადგენლობაში:"ჩვენ უნდა ვენდოთ ყველა ფეხბურთელს.ისინი ენდობიან ერთმანეთს.ეს აუცლიებელია და მე, როგორც მენეჯერს ძალიან მეხმარება ასეთი განწყობა კლუბში.სამწვრთნელო შტაბი ვცდილობთ, არ დავაკლოთ მათ ყურადღება.გუნდი კარგ ხასიათზეა.მოტივაცია უდიდესია.ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ თავის თავს ბოლომდე არ ენდობიან, ყველაფერი წყალში ჩაიყრება."

კრიშტიანო რონალდო ბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე" პირველად, მას შემდეგ რაც "იუნაიტედიდან" გადავიდა.ეს საინტერესო მოვლენაა.ფერგიუსონმა ამ ფაქტზეც ისაუბრა:"მაშინებს ის, რომ ის უფრო და უფრო კარგად თამაშობს.-გაიხუმრა სერ ალექსმა-რას უნდა გრძნობდე, როდესაც რონალდოს გუნდს ეთამაშები?ეს პრობლემების საწინდარია.უნდა ვეცადოთ და შევაჩეროთ იგი.იმედი მაქვს, მას რაფაელი შეაჩერებს.ბრაზილიელისთვის ბერნაბეუზე ჩატარებულ მატჩში პირველ ტაიმში უჭირდა თამაში, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იყო მისთვის.ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიელი შევაჩეროთ."

წყარო:www.manutd.com
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: love united
4 მარტი 2013 21:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
შეცდომები თუ არის მაპატიეთ...ბაბუმ რაღაც გენიალური მოიფიქრა, ვგონებ... megustamucho
0
№2
ავტორი: Vodafone
4 მარტი 2013 21:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რაფიკას დიდი იმედი მაქვს
0
№3
ავტორი: Mr. Rooney
4 მარტი 2013 21:56
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
აბა რა ოღონდ გიგსი რაფაელი, ნანი და კაგავა ჩასვი და აი ნახავთ :)
0
№4
ავტორი: MAN.UTD
4 მარტი 2013 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
:* sg sg
0
№5
ავტორი: ლადო
4 მარტი 2013 22:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
საღოლ გიო კარგად გიშრომიაა....იმედია ბაბუ რამე გენიალურს და მშვენიალურს მოიფქრებს
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
4 მარტი 2013 22:17
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ჩიჩა რო ბოლო წუთებზე დავინახო მოედანზე ძაან მაგარი იქნება . რა იცი რა ხდება გმირია მაინც კაცი და :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: VaRdo
4 მარტი 2013 22:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ საღოლ. უკვე მაჟრიალებს ისე ველოდები ამ შეხვედრას derpwhy ფერგიუსონის დიდი იმედი მაქვს. ეს კაცი გენიოსია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Fergiiiii midi ra xval ubralod gamaxaret da eg iqneba ra:D:D:D imedia ajobeb ronaldos da kamandas.
0
№9
ავტორი: buka oboladze
4 მარტი 2013 22:40
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
იმედია ამ თამაშშიც ვაჯობებთ ტაქტიკით ბაბუუ მიყვარხარ love
0
№10
ავტორი: I_K_A
4 მარტი 2013 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
შენ იცი ფერგი! მართალი ხარ, შეცდომებზე სწავლობენ და კარგი იქნება თუ ამ შეცდომებს ხვალ აღარ გაიმეორებენ ფეხბურთელები! ვაიმე როგორ მინდა "რო" მოიგონ, პრემიერ ლიგის ტიტულს დავთმობდი ოღონდ ეს თამაში მოიგონ ღირსეულად wink love არა პრემიერლიგაც მინდა რათქმაუნდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top