თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 21:51
ავტორი: love united,
ნანახია: 1718,
კომენტარები: 14
სერ ალექსი:"იმედია ტაქტიკა გაამართლებს"
ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ მისი ტაქტიკა უკეთესი იქნება, ვიდრე "რეალის" დამრიგებლის, მოურინიოსი...
სერ ალექსი:
შოტლანდიელმა სპეციალისტმა სწორი ტაქტიკა აირჩია ამ გუნდების პირველ მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც მისმა გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია- დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა.მადრიდული კლუბი კარგ ფორმაში იმყოფება-რამდენიმე დღის მანძილზე ორჯერ დაამარცხა "ბარსელონა" "ელ კლასიკოში", რაც რათქმაუნდა კარგ განწყობაზე აყენებს ფანებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს.ფერგიუსონს ჟურნალისტებმა დაუსვეს საინტერესო კითხვა.მათ აინტერესებდათ, როგორი ტაქტიკით ითამაშებდა მანჩესტერი, შემტევი თუ დაცვითი, მწვავე კონტრშეტევებით, ისევე როგორც 2008 წელს "ბარსელონასთან".სერ ალექსმა ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ გულახდილად ვიტყვით, დაცვა ალბათ გამარჯვების საწინდარი იქნება.ყველასთვის ცნობილია, რომ "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესოა კონტრ-შეტევებზე თამაშში.ამიტომ კარგი დაცვა აუცილებელია.მათ თავისი სიძლიერე "კამპ ნოუზე" აჩვენეს, ისინი უმეტესად კონტრ-შეტევებით თამაშობდნენ.ჩვენ ვცდილობთ, ეს ყველაფერი დეტალურად შევისწავლოთ და შევაჩეროთ რონალდო და კომპანია.როდესაც ასეთ თამაშთან გაქვს საქმე, ყოველთვის პატივი უნდა სცე მოწინააღმდეგე კლუბს.ჩვენ ვაფასებთ მათ.ეს დიდი პროფესიონალიზმია.ყოველთვის ვცდილობთ, მეტოქეთა მთავარი დამრტყმელი ძალა გავაჩეროთ-ახლაც ასეა.იმედი მაქვს, ჩემი ტაქტიკა დაგვეხმარება ხვალინდელ მატჩში."

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, იქნება თუ არა ხვალ გარკვეული ექსპერიმენტები შემადგენლობაში:"ჩვენ უნდა ვენდოთ ყველა ფეხბურთელს.ისინი ენდობიან ერთმანეთს.ეს აუცლიებელია და მე, როგორც მენეჯერს ძალიან მეხმარება ასეთი განწყობა კლუბში.სამწვრთნელო შტაბი ვცდილობთ, არ დავაკლოთ მათ ყურადღება.გუნდი კარგ ხასიათზეა.მოტივაცია უდიდესია.ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ თავის თავს ბოლომდე არ ენდობიან, ყველაფერი წყალში ჩაიყრება."

კრიშტიანო რონალდო ბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე" პირველად, მას შემდეგ რაც "იუნაიტედიდან" გადავიდა.ეს საინტერესო მოვლენაა.ფერგიუსონმა ამ ფაქტზეც ისაუბრა:"მაშინებს ის, რომ ის უფრო და უფრო კარგად თამაშობს.-გაიხუმრა სერ ალექსმა-რას უნდა გრძნობდე, როდესაც რონალდოს გუნდს ეთამაშები?ეს პრობლემების საწინდარია.უნდა ვეცადოთ და შევაჩეროთ იგი.იმედი მაქვს, მას რაფაელი შეაჩერებს.ბრაზილიელისთვის ბერნაბეუზე ჩატარებულ მატჩში პირველ ტაიმში უჭირდა თამაში, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იყო მისთვის.ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიელი შევაჩეროთ."

წყარო:www.manutd.com
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
4 მარტი 2013 23:10
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ისე თუ დააკვირდით ნორვიჩთან მატჩში თითქმის ყველა შეტევას ერთნაირად ათამაშებდნენ ბევრი პასები და დასარყმელ პოზიციაზზე რუნი გაყავდათ. რაღაცას აშკარად ამხეცებდნენ და იმედია ბაბუ ჩაუტარებს კლასიკას ხვალ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 23:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Babu ragac genialurs moifiqreba es kaci geniosi da unikaluria rafa sheni imedi maqvs unda gaachero ronaldo da unda daamtkico rom udzlieresi xar
0
№13
ავტორი: dachi_mu
5 მარტი 2013 06:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
BERDI MAN_FAN,
getanxmebi brat,iyo ragac ragaceebi axali norvichtan.unda gavidet shemdeg etapze.
0
№14
ავტორი: UTD-Rule
5 მარტი 2013 09:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top