თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2021, 19:21
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1419,
კომენტარები: 11
სოლსკაიერი პასუხობს აგუეროს შესაძლო ტრანსფერს
ჩემთვის ერთგულება მთავარი ფასეულობაა.
სოლსკაიერი პასუხობს აგუეროს შესაძლო ტრანსფერს
ოლე გუნარ სოლსკიაერი არ ელოდება, რომ სერხიო აგუერო გაჰყვება პიტერ შმეიხელის, ენდრიუ კოულისა და კარლოს ტევესის კვალს.

აგუერო 10 წლის შემდეგ ტოვებს "სიტის", 32 წლის თავდამსხმელი გახდება თავისუფალი აგენტი, რადგან კონტრაქტი იწურება სეზონის ბოლოს.

"არსენალის" მენეჯერი მიკელ არტეტა გამორიცხავს აგუეროს ტრანსფერს, ხოლო "ჩელსი" ასევე არგენტინელთან იყო დაკავშირებული. სოლსკიაერმა განმარტა, რომ არ ელოდება ფეხბურთელის მისვლას ოლდ ტრაფორდზე.

"რა თქმა უნდა, ერთგულება ერთ-ერთი ღირებულებაა, რომელსაც მე მაღალ რანგში ვაყენებ. ამიტომ, არ ველოდები, რომ ფეხბურთელი, რომელმაც ერთ კლუბში 10 წელი გაატარა, მეზობელ გუნდში მოისურვებს გადმოსვლას."

პრემიერ ლიგის ეპოქის მოთამაშეებს შორის იყვნენ ენდრიუ კოული, ოუენ ჰარგრეივსი და პიტერ შმიხელი, რომლებიც "სიტისა" და "იუნაიტედის" შემადგენლობაში იყვნენ.

სოლსკიაერი იყო "იუნაიტედის" ფეხბურთელი, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები კოული და შმიხელი თამაშობდნენ "სიტიში." ხოლო ნორვეგიელი აკადემიასთან მუშაობდა, როდესაც ტევესმა თავისი ნაბიჯი გადადგა 12 წლის წინ.

"მე ვიცი, რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ, მაგრამ როდესაც თამაშობ "მან იუნაიტედში", არ მიდიხარ "მან სიტიში", - დასძინა სოლსკიაერმა.

"ჩვენ გვქონდა ამის მაგალითები და მე ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ნაბიჯებს, ასე რომ ვთქვათ. არ მინდა სახელები დავასახელო, მაგრამ ყველამ იცით, ვისზე მივანიშნებ."

https://www.skysports.com/
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2021 19:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შმეიხელს მართლა არ ეკადრებოდა, ტევესიც ძაან მევასებოდა და ეგეც არ უნდა წასულიყო სიტიში. აგუეროს რაც შეეხება გამორიცხული მგონია მაგის ტრანსფერი
1
№2
ავტორი: bendzela
4 აპრილი 2021 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მედია საშვალებების მორიგი ჭორია რო ვითომ ჩვენ ვართ დაიმტერესებულები .. სპორტული დირექტორი გვყავს და იმედია ამ ზაფხულს ისევ ბრაზილიური სერიალები არ წავა ტრანსფერებზე და უმოკლეს დროში მოიყვანენ და გააძლიერებენ გუნდს
1
№3
ავტორი: ILoveUtd
4 აპრილი 2021 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
შენ სხვებზე ლაპარაკს ჯობია გუნდი დაალაგე რო გახევენ თავზე ბურთს
0
№4
ავტორი: Roberto
4 აპრილი 2021 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
სად დაიკარგეთ მეგობრებო,არავინ ჩანხართ
0
№5
ავტორი: Karanadze
4 აპრილი 2021 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Eri ha dges imedit velodi mteli dge da es ra taimi itamashes blin. Imedia meore gansxvavebuli iqneba.
0
№6
ავტორი: gogita1991
4 აპრილი 2021 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
აქ ვართ მარა რა ვთქვათ wink
0
№7
ავტორი: ILoveUtd
4 აპრილი 2021 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
სულშერი არის ლეგენდა მწვრთნელი :)))) სამარცხვინოა ეს ყველაფერი
0
№8
ავტორი: Roberto
4 აპრილი 2021 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ციტატა: ILoveUtd
შენ სხვებზე ლაპარაკს ჯობია გუნდი დაალაგე რო გახევენ თავზე ბურთს

უკვე რა უნდა თქვა და როგორი პოზიცია უნდა დაიკავო არც კი ვიცი,თავს შევიკავებ უფრო და თამაშგარე პოზიციიდან ვადევნებ თვალყურს
0
№9
ავტორი: ILoveUtd
4 აპრილი 2021 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ციტატა: Roberto
ციტატა: ILoveUtd
შენ სხვებზე ლაპარაკს ჯობია გუნდი დაალაგე რო გახევენ თავზე ბურთს

უკვე რა უნდა თქვა და როგორი პოზიცია უნდა დაიკავო არც კი ვიცი,თავს შევიკავებ უფრო და თამაშგარე პოზიციიდან ვადევნებ თვალყურს

მე დიდი ხანია ვიძახი რო ეს კაცი დაღუპავს ამ გუნდს :) მარა აქ ხალხი სხვა აზრზეა, არადა რეალობას ვერავინ გაუსწორა თვალი. ამდენი ხანია და ტიპმა ვერაფერი დაალაგა, გააზრებული შეტევა არ აქვთ ყველაფერს რო თავი დავანებოთ :))
0
№10
ავტორი: Roberto
4 აპრილი 2021 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
აქ ერთ ერთი ძაან აქტიური წევრი რო იყო, დათო ქუთაისი თუ არ ვცდები, ზოგჯერ მგონია რომ მართალიცაა,სანამ სულშერი აქ იქნება შემომსვლელი რო აღარ ვარო თქვა))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top