ოლე გუნარ სოლსკიაერი არ ელოდება, რომ სერხიო აგუერო გაჰყვება პიტერ შმეიხელის, ენდრიუ კოულისა და კარლოს ტევესის კვალს.
აგუერო 10 წლის შემდეგ ტოვებს "სიტის", 32 წლის თავდამსხმელი გახდება თავისუფალი აგენტი, რადგან კონტრაქტი იწურება სეზონის ბოლოს.
"არსენალის" მენეჯერი მიკელ არტეტა გამორიცხავს აგუეროს ტრანსფერს, ხოლო "ჩელსი" ასევე არგენტინელთან იყო დაკავშირებული. სოლსკიაერმა განმარტა, რომ არ ელოდება ფეხბურთელის მისვლას ოლდ ტრაფორდზე.
"რა თქმა უნდა, ერთგულება ერთ-ერთი ღირებულებაა, რომელსაც მე მაღალ რანგში ვაყენებ. ამიტომ, არ ველოდები, რომ ფეხბურთელი, რომელმაც ერთ კლუბში 10 წელი გაატარა, მეზობელ გუნდში მოისურვებს გადმოსვლას."
პრემიერ ლიგის ეპოქის მოთამაშეებს შორის იყვნენ ენდრიუ კოული, ოუენ ჰარგრეივსი და პიტერ შმიხელი, რომლებიც "სიტისა" და "იუნაიტედის" შემადგენლობაში იყვნენ.
სოლსკიაერი იყო "იუნაიტედის" ფეხბურთელი, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები კოული და შმიხელი თამაშობდნენ "სიტიში." ხოლო ნორვეგიელი აკადემიასთან მუშაობდა, როდესაც ტევესმა თავისი ნაბიჯი გადადგა 12 წლის წინ.
"მე ვიცი, რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ, მაგრამ როდესაც თამაშობ "მან იუნაიტედში", არ მიდიხარ "მან სიტიში", - დასძინა სოლსკიაერმა.
"ჩვენ გვქონდა ამის მაგალითები და მე ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ნაბიჯებს, ასე რომ ვთქვათ. არ მინდა სახელები დავასახელო, მაგრამ ყველამ იცით, ვისზე მივანიშნებ."