თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 17:21
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 18
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი პირველი)
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი პირველი)
მართმადიდებლებში გამოთქმა არსებობს, რომ ოცდაცამეტი წელი ოცნებების ახდენის ხანაა, თუმცა მე ოცდაორ წელსაც ვერაფერს დავუწუნებდი.. მოგეხსენებათ, ჟურნალისტი მუდამ თავგადასავალის ძიებაშია და მეც ჩემი კოლეგების მსგავსად, უნივერსიტეტის დასრულების თანავე დავიწყე რაიმე განსაკუთრებული თავგადასავლის ძიება.. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მაშინვე გადავწყვიტე ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში გამზაგვრება და "იუანაიტედის" 2010/11 წლის სეზონისთვის ახლოდან თვალის დევნება.. ვიცოდი იქ საინტერესო ისტორიები არ მომაკლდებოდა, ამიტომ მარტო წასვლა შეცდომად ჩავთვალე და ჩემი ბიძაშვილი ვიტკას წაყვანა გადავწყვიტე.

ვიტკა ჩემზე ერთი წლით უნცროსი იყო. სწავლა ჯერ დამთავრებული, უფრო სწორად დაწყებულიც არ ჰქონდა. ყველაზე დიდი უსაქმური მთელ ჩვენ საგვარეულოში სწორედ ვიტკა იყო, თუმცა მისი ფიზიკური მშვენიერება, უჩვეულოდ ლამაზი კულულა თმები და თვალის მომჭრელი ლურჯი თვალები, ყოველთვის ეხმარებოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლიდან გაძრომაში.. სიმაღლით თითქმის ტოლები ვიყავით, რამდენიმე სანტიმეტრით მისწრებდა, თუმცა არც ერთი ვიყავით დაბლები.. მიუხედავათ ჩემი შავი თმებისა და თაფლისფერი თვალებისა, ჩვენი ერთმანეთზე მიმსგავსება შეიძლებოდა. რაღა თქმა უნდა ვიზუალურად არა, ჩვენ უფრო დიდი რამე გვაერთიანებდა. მსოფლიოში ნომერ პირველი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" თხუთმეტ წლიანი სიყვარული.

მე და ვიტკა მანჩესტერში მოგზაურობას და იქაურობის გაცნობას დიდი ხანი ვგეგმავდით. საბედნიეროდ ამ ოცნების ახდენის შანსი მოგვეცა.. მოსაგვარებლად მხოლოდ ტრანსპორტის და დაბინავების საკითხები გვქონდა დარჩენილი.

8 აგვისტოს, როგორც ზაფხულში ჩვევია ხოლმე, აუტანელი სიცხე იყო. ინგლისში სეზონი 16 აგვისტოს იწყებოდა, გვინდოდა რამდენიმე დღით ადრე ჩავსულიყავით, რათა სეზონის დაწყებამდე მცირე ადაპტაცია გავლილი გვქონოდა, ამიტომ ბილეთებზე ზრუნვა 8 დღით ადრე დავიწყეთ. დილის თერთმეტ საათზე ვიტკას "რუსთაველის" გამზირზე შევხვდი და ერთად წავედით აეროპორტში თვითმფრინავის ბილეთების საყიდლად. აეროპორტის სალაროში გაირკვა, რომ თბილისიდან მანჩესტერში პირდაპირი რეისი არ მიფრინავდა, ამიტომ ჯერ ლონდონში უნდა ჩავფრენილიყავით, შემდეგ კი ავტობუსით მივსულიყავით "მანკუნიამდე"... ყველაფერი რიგზე იყო, 10 აგვისტოს საღამოს ექვს საათზე ჩვენი თვითმფრინავი ლონდონისკენ გაფრინდებოდა.

ორი დღე ძალიან ნელა გადიოდა. ჩვენი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა და იმ ვნებათა ღელვას, რომელსაც ორივე განვიცდიდით ვეღარ ვუძლებდით. საბოლოოდ, როგორც იქნა გათენდა 10 აგვისტო. შუა დღის სამ საათზე ყველაფერი მზად გვქონდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა. მოლოდინი პიკს აღწევდა. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო ჩემი პირველი მოგზაურობა მანჩესტერში, რადგან 15 წელი ჩემი სული მანკუნიის წითელ ქუჩებში დაეხეტებოდა ადგილობრივი კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებთან ერთად. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ღამე გამითენებია მათთან ერთად ყოფნაზე, "იუნაიტედის" გადაჭედილ ქუჩებში სეირნობაზე, ათასობით ფანებთან ერთად გამარჯვების ზეიმის აღნიშვნაზე ოცნებაში. იმ დღეს კი მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ სულ რამდენიმე საათში ჩემი სხეული როგორც იქნა, ჩემ სულს დაეუფლებოდა და ერთხელ და სამუდამოდ განვიცდიდი იმ ბედნიერებას, რომელსაც მხოლოდ სიზმრებში ვხედავდი..

- ყველაფერი მზად გაქ? - ვკითზე ბიძაშვილს და მანქანის საბარგული დავხურე.
- ყველაზე მთავარი აქ მაქ: საფულე, ბილეთები, პასპორტი და "მანჩესტერის" მაისური.
- ცოტაც და ჩვენი ყნოსვის ორგანოებით შევიგრძნობთ "ოცნებების თეატრის" სუნს, ჩვენი სმენის ორგანოებით მოვისმენთ ნამდვილი ფანების მიერ შესრულებულ ჰიმნს და ჩვენც მათთან ერთად ვიმღერებთ, ერთად გავიზიარებთ ყველაფერს..
- სულ ცოტა დარჩა მაგ სიტყვების ასრულებამდე, ძმაო. - მითხრა ვიტკამ და ისე გადამეხვია, რომ სუნთქვა შემეკრა და კინაღამ გავიგუდე.

დედაჩემთან და ბიცოლაჩემთან გამომშვიდობება, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა მე და ვიტკას. ჩვენმა მშობლებმა, ქართველი დედისთვის დამახასიათებელი რჩევები მოგვცეს.

- თავს გაუფრთხილდით შვილებო ! ჭკვიანად მოიქეცით და არ შეგვარცხვინოთ იქ ქართველები - თქვა დედაჩემმა.
- როგორც კი ჩახვალთ, მაშინვე დარეკეთ, იცოდეთ ! არ დაგავიწყდეთ გაფრთხილებთ - გააგრძელა ბიცოლაჩემმა.
- სისიფთავე დაიცავით და არ გადარიოთ იქ ხალხი. დაუბანელები ნუ ივლით ქუჩაში, სირცხვილია. არ იტყვიან ვინ არის ეს ბინძური ხალხი, ტყიდან გამოვარდნილებს, რომ გვანანო კაცო?! - დაამატა დედაჩემმა.
- კაი ახლა ქალო, რა დაგემართა შენ კიდე, როდის იყო ჩემი ვიტკა დაუბანელი და მოუწესრიგებელი დადიოდა, უჰ ! - ჩაეჩრა ბიცოლაჩემი.
- ეგრე არც ჩემი ნიკუშაც არ დადის ბინძური, მაგრამ ჭკუა-დარიგება თავს არ აატკიებთ, შენ ნუ გეშინია - უპასუხა დედაჩემმა.
- ე ბიჭო, გეყოთ ახლა ქალების სმენა, თორე გაგასწროთ თვითმფრინავმა. გამოადგით ფეხი, წავიდეთ უკვე. - შემოგვძახა ბიძაჩემმა და გვიხსნა დედაჩვენების შეგონება-სენტენციებისგან.

მე და ვიტკა გადავეხვიეთ ჩვენს მშობლებს. დავპირდით, რომ მათ რჩევებს გავითვალისწინებდით და გამოვეთხოვეთ.

აეროპორტში მამაჩემმა და ბიძაჩემმა მიგვაცილეს. იქ რომ მივედით, პასპორტ კონტროლი ნახევარი საათის დაწყებული იყო. ვიტკა და ბიძაჩემი ბარგის შესაფუთად და ჩასაბარებლად წავიდნენ, ხოლო მე და მამაჩემი ბანკის სალაროსთან მივედით ფულის გადასახურდავებლად. შემდეგ ქართულ ნაციონალურ მაღაზიებში შევიარეთ და ორი ფაფახი, ორი საქართველოს ეროვნული მაისური, ფსალმუნები და წვრილმანი სუვენირები შევიძინეთ მოგონებებისთვის.

ექვსის ნახევარი იყო, როდესაც აეროპორტის დიქტორმა გამოაცხადა, რომ პასპორტ კონტროლის დასრულებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. მე და ვიტკამ ერთმანეთს შევხედეთ და შემდეგ მამაჩვენებს გადავეხვიეთ. მამებს, დედებისგან განსვავებით, ჭკუის დარიგება არ დაუწყიათ. მოკლედ გვითხრეს - ყოჩაღად იყავით შვილებოო - და ხელი ჩამოგვართვეს.

დამშვიდობების შემდეგ მე და ვიტკა მეორე სართულზე ავედით პასპორტების შესამოწმებლად. შემოწმებამ შეფერხების გარეშე ჩაიარა და ზუსტად 18:47 საათზე მორიგე 103 გასასვლელისკენ გაგვიძღვა. ეს გეითი (ასე მოიხსენიებენ ევროპელები აეროპორტში არსებულ გასასვლელებს) იმ თვითმფრინავისკენ მიგვიძღოდა, რომელსაც სულ მალე ლონდონის საერთაშორისო აეროპორტში, „Heathrow” - ში უნდა ჩავეყვანეთ.
სიახლეები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
4 მარტი 2013 07:44
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
^_^ სკოლიდან მოვალ და წავიკითხავ :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: UTD-Rule
4 მარტი 2013 08:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წავიდა ფავორიტებში ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria gagrzeleba rodis iqneba???
0
№4
ავტორი: Esi
4 მარტი 2013 12:20
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გენაცვალე ძიმა საღოლ უძლიერესია როგორც ყოველთვის...
0
№5
ავტორი: BERDI
4 მარტი 2013 12:33
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღOლ ძაალიან მაგარია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2013 13:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის უძლიერესია! ვკითხულობ ხოლმე და არ მინდა კითხვა მალე დავამთავრო, მართლა ძალიან მაგარია, როცა წიგნი გამოვა, აუცილებლად გამოვა! პირველი მე ვიქნები ვისაც ეს წიგნი ექნება
0
№7
ავტორი: gilmour
4 მარტი 2013 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გამიტყდა რა დროს დამთავრდა:) გაგრძელებას ველოდები.
DimaSanaia ეს შენ წერ შენ თავზე? ვერ გავიგე კარგად, ისიც მაინტერესებს წიგნად გამოსვლა მართლა იგეგმება?

0
№8
ავტორი: Vodafone
4 მარტი 2013 14:25
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ. ეჰ ისე მეც თუ მეღირსება იგივე :(
0
№9
ავტორი: DimaSanaia
4 მარტი 2013 14:52
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
gilmour,
არა ჩემ თავზე არ ვწერ. კი მართლა იგეგმება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№10
ავტორი: love united
4 მარტი 2013 14:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ამის წიგნი რომ გამოვიდეს ბესტსელერი იქნება... wink ნუ მთლად სილამაზის სალონამდე ვერ ქაჩავს,მაგრამ წავა... wink საღოლ დიმა!..შემდეგი მალე დადე... 3d_8
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top