თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 17:21
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2422,
კომენტარები: 18
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი პირველი)
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - მზადება (თავი მეორე - ნაწილი პირველი)
მართმადიდებლებში გამოთქმა არსებობს, რომ ოცდაცამეტი წელი ოცნებების ახდენის ხანაა, თუმცა მე ოცდაორ წელსაც ვერაფერს დავუწუნებდი.. მოგეხსენებათ, ჟურნალისტი მუდამ თავგადასავალის ძიებაშია და მეც ჩემი კოლეგების მსგავსად, უნივერსიტეტის დასრულების თანავე დავიწყე რაიმე განსაკუთრებული თავგადასავლის ძიება.. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მაშინვე გადავწყვიტე ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში გამზაგვრება და "იუანაიტედის" 2010/11 წლის სეზონისთვის ახლოდან თვალის დევნება.. ვიცოდი იქ საინტერესო ისტორიები არ მომაკლდებოდა, ამიტომ მარტო წასვლა შეცდომად ჩავთვალე და ჩემი ბიძაშვილი ვიტკას წაყვანა გადავწყვიტე.

ვიტკა ჩემზე ერთი წლით უნცროსი იყო. სწავლა ჯერ დამთავრებული, უფრო სწორად დაწყებულიც არ ჰქონდა. ყველაზე დიდი უსაქმური მთელ ჩვენ საგვარეულოში სწორედ ვიტკა იყო, თუმცა მისი ფიზიკური მშვენიერება, უჩვეულოდ ლამაზი კულულა თმები და თვალის მომჭრელი ლურჯი თვალები, ყოველთვის ეხმარებოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლიდან გაძრომაში.. სიმაღლით თითქმის ტოლები ვიყავით, რამდენიმე სანტიმეტრით მისწრებდა, თუმცა არც ერთი ვიყავით დაბლები.. მიუხედავათ ჩემი შავი თმებისა და თაფლისფერი თვალებისა, ჩვენი ერთმანეთზე მიმსგავსება შეიძლებოდა. რაღა თქმა უნდა ვიზუალურად არა, ჩვენ უფრო დიდი რამე გვაერთიანებდა. მსოფლიოში ნომერ პირველი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" თხუთმეტ წლიანი სიყვარული.

მე და ვიტკა მანჩესტერში მოგზაურობას და იქაურობის გაცნობას დიდი ხანი ვგეგმავდით. საბედნიეროდ ამ ოცნების ახდენის შანსი მოგვეცა.. მოსაგვარებლად მხოლოდ ტრანსპორტის და დაბინავების საკითხები გვქონდა დარჩენილი.

8 აგვისტოს, როგორც ზაფხულში ჩვევია ხოლმე, აუტანელი სიცხე იყო. ინგლისში სეზონი 16 აგვისტოს იწყებოდა, გვინდოდა რამდენიმე დღით ადრე ჩავსულიყავით, რათა სეზონის დაწყებამდე მცირე ადაპტაცია გავლილი გვქონოდა, ამიტომ ბილეთებზე ზრუნვა 8 დღით ადრე დავიწყეთ. დილის თერთმეტ საათზე ვიტკას "რუსთაველის" გამზირზე შევხვდი და ერთად წავედით აეროპორტში თვითმფრინავის ბილეთების საყიდლად. აეროპორტის სალაროში გაირკვა, რომ თბილისიდან მანჩესტერში პირდაპირი რეისი არ მიფრინავდა, ამიტომ ჯერ ლონდონში უნდა ჩავფრენილიყავით, შემდეგ კი ავტობუსით მივსულიყავით "მანკუნიამდე"... ყველაფერი რიგზე იყო, 10 აგვისტოს საღამოს ექვს საათზე ჩვენი თვითმფრინავი ლონდონისკენ გაფრინდებოდა.

ორი დღე ძალიან ნელა გადიოდა. ჩვენი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა და იმ ვნებათა ღელვას, რომელსაც ორივე განვიცდიდით ვეღარ ვუძლებდით. საბოლოოდ, როგორც იქნა გათენდა 10 აგვისტო. შუა დღის სამ საათზე ყველაფერი მზად გვქონდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა. მოლოდინი პიკს აღწევდა. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო ჩემი პირველი მოგზაურობა მანჩესტერში, რადგან 15 წელი ჩემი სული მანკუნიის წითელ ქუჩებში დაეხეტებოდა ადგილობრივი კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებთან ერთად. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ღამე გამითენებია მათთან ერთად ყოფნაზე, "იუნაიტედის" გადაჭედილ ქუჩებში სეირნობაზე, ათასობით ფანებთან ერთად გამარჯვების ზეიმის აღნიშვნაზე ოცნებაში. იმ დღეს კი მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ სულ რამდენიმე საათში ჩემი სხეული როგორც იქნა, ჩემ სულს დაეუფლებოდა და ერთხელ და სამუდამოდ განვიცდიდი იმ ბედნიერებას, რომელსაც მხოლოდ სიზმრებში ვხედავდი..

- ყველაფერი მზად გაქ? - ვკითზე ბიძაშვილს და მანქანის საბარგული დავხურე.
- ყველაზე მთავარი აქ მაქ: საფულე, ბილეთები, პასპორტი და "მანჩესტერის" მაისური.
- ცოტაც და ჩვენი ყნოსვის ორგანოებით შევიგრძნობთ "ოცნებების თეატრის" სუნს, ჩვენი სმენის ორგანოებით მოვისმენთ ნამდვილი ფანების მიერ შესრულებულ ჰიმნს და ჩვენც მათთან ერთად ვიმღერებთ, ერთად გავიზიარებთ ყველაფერს..
- სულ ცოტა დარჩა მაგ სიტყვების ასრულებამდე, ძმაო. - მითხრა ვიტკამ და ისე გადამეხვია, რომ სუნთქვა შემეკრა და კინაღამ გავიგუდე.

დედაჩემთან და ბიცოლაჩემთან გამომშვიდობება, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა მე და ვიტკას. ჩვენმა მშობლებმა, ქართველი დედისთვის დამახასიათებელი რჩევები მოგვცეს.

- თავს გაუფრთხილდით შვილებო ! ჭკვიანად მოიქეცით და არ შეგვარცხვინოთ იქ ქართველები - თქვა დედაჩემმა.
- როგორც კი ჩახვალთ, მაშინვე დარეკეთ, იცოდეთ ! არ დაგავიწყდეთ გაფრთხილებთ - გააგრძელა ბიცოლაჩემმა.
- სისიფთავე დაიცავით და არ გადარიოთ იქ ხალხი. დაუბანელები ნუ ივლით ქუჩაში, სირცხვილია. არ იტყვიან ვინ არის ეს ბინძური ხალხი, ტყიდან გამოვარდნილებს, რომ გვანანო კაცო?! - დაამატა დედაჩემმა.
- კაი ახლა ქალო, რა დაგემართა შენ კიდე, როდის იყო ჩემი ვიტკა დაუბანელი და მოუწესრიგებელი დადიოდა, უჰ ! - ჩაეჩრა ბიცოლაჩემი.
- ეგრე არც ჩემი ნიკუშაც არ დადის ბინძური, მაგრამ ჭკუა-დარიგება თავს არ აატკიებთ, შენ ნუ გეშინია - უპასუხა დედაჩემმა.
- ე ბიჭო, გეყოთ ახლა ქალების სმენა, თორე გაგასწროთ თვითმფრინავმა. გამოადგით ფეხი, წავიდეთ უკვე. - შემოგვძახა ბიძაჩემმა და გვიხსნა დედაჩვენების შეგონება-სენტენციებისგან.

მე და ვიტკა გადავეხვიეთ ჩვენს მშობლებს. დავპირდით, რომ მათ რჩევებს გავითვალისწინებდით და გამოვეთხოვეთ.

აეროპორტში მამაჩემმა და ბიძაჩემმა მიგვაცილეს. იქ რომ მივედით, პასპორტ კონტროლი ნახევარი საათის დაწყებული იყო. ვიტკა და ბიძაჩემი ბარგის შესაფუთად და ჩასაბარებლად წავიდნენ, ხოლო მე და მამაჩემი ბანკის სალაროსთან მივედით ფულის გადასახურდავებლად. შემდეგ ქართულ ნაციონალურ მაღაზიებში შევიარეთ და ორი ფაფახი, ორი საქართველოს ეროვნული მაისური, ფსალმუნები და წვრილმანი სუვენირები შევიძინეთ მოგონებებისთვის.

ექვსის ნახევარი იყო, როდესაც აეროპორტის დიქტორმა გამოაცხადა, რომ პასპორტ კონტროლის დასრულებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. მე და ვიტკამ ერთმანეთს შევხედეთ და შემდეგ მამაჩვენებს გადავეხვიეთ. მამებს, დედებისგან განსვავებით, ჭკუის დარიგება არ დაუწყიათ. მოკლედ გვითხრეს - ყოჩაღად იყავით შვილებოო - და ხელი ჩამოგვართვეს.

დამშვიდობების შემდეგ მე და ვიტკა მეორე სართულზე ავედით პასპორტების შესამოწმებლად. შემოწმებამ შეფერხების გარეშე ჩაიარა და ზუსტად 18:47 საათზე მორიგე 103 გასასვლელისკენ გაგვიძღვა. ეს გეითი (ასე მოიხსენიებენ ევროპელები აეროპორტში არსებულ გასასვლელებს) იმ თვითმფრინავისკენ მიგვიძღოდა, რომელსაც სულ მალე ლონდონის საერთაშორისო აეროპორტში, „Heathrow” - ში უნდა ჩავეყვანეთ.
სიახლეები
18 კომენტარი
№11
ავტორი: DimaSanaia
4 მარტი 2013 14:58
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
love united,
მაგხელა ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ მინდა მანჩესტერის ფანებს ჩემგან სახსოვრად ჰქონდეთ :დ ეს არ იქნება მხოლოდ მანჩესტერზე წიგნი, უმეტესი ნაწილი რა თქმა უნდა გუნდზე და ფანებზე იქნება მაგრამ კვანძის შეკვრასაც გპირდებით...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№12
ავტორი: love united
4 მარტი 2013 15:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
DimaSanaia
ძალიან მომწონს...კარგი დასაწყისია...იმედია იქნება რამე პროექტი და წიგნიც დაიბეჭდება...
0
№13
ავტორი: DimaSanaia
4 მარტი 2013 15:03
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
love united,
იმედია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№14
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 15:34
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ ავტორ მაგარია უძლიერსეია
0
№15
ავტორი: M . U . F . C
4 მარტი 2013 15:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
წავიდა ფავორიტებში ეგრევე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№16
ავტორი: buka oboladze
4 მარტი 2013 17:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ მაგარია, წარმატებები წიგნის გამოშვებაში, კარგი იქნება თუ გამოგივა feel
0
№17
ავტორი: Mr. Rooney
4 მარტი 2013 19:40
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
ДимаСанаиа
საღოლ კაია :)
0
№18
ავტორი: Red Hooligan
5 მარტი 2013 21:12
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ჩქარა ველოდები შემდეგ ნაწილს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top