თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2021, 18:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1445,
კომენტარები: 13
კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე
"იუნაიტედის" პრიორიტეტული ტრანსფერი.
კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე
Manchester Evening News - ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე, გერმანული "დორტმუნდის" ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი იქნება.

კლუბის ახლად დანიშნული სპორტული დირექტორი ჯონ მერტო და გუნდის მთავარი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი ზაფხულში "წითელი ეშმაკებისთვის" პრიორიტეტული იქნება.

ცნობილია ის მოთხოვნები რასაც ფეხბურთელი ტრანსფერის შემთხვევაში მოითხოვს. ჰაალანდს ყოველკვირეული ხელფასის სახით 350 ათასი ფუნტი სტერლინგი სურს. აღნიშნული ხელფასი ფეხბურთელს მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" ერთ ერთი მთავარი მოწინააღმდეგე აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირბით, თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი" იქნება რომელიც ასევე დაინტერესებულია "დორტმუნდის" შემტევის გადაბირებით.

"ოლდ ტრაფორდის" ბანაკში ფიქრობენ, რომ ის ფაქტი რომელიც ახლო წარსულში ჰაალანდს და კლუბის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სოლსკიაერს აკავშირებთ "მიოლდეში" გატარებული სამუშაო პერიოდით, დაეხმარება კლუბს ტრანსფერის წარმატებით დასრულებაში.
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Shreki30
15 მარტი 2021 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 171
ვფიქრობ მაგრად მოუხდება ჩვენ კლუბს ეს ბიჭი. მადა კი ქონია კაი )))
0
№2
ავტორი: Takashi Fukunishi
15 მარტი 2021 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ეს დორტმუნდი ეხლა ამაზე არ შეჯდეს ვირზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№3
ავტორი: The Special One
15 მარტი 2021 19:18
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ამის ტრანსფერის მერე მსოფლიო დონის 9 ნომერი გვეყოლება წლების განმავლობაში,და 100% ით ვარ დარწუნებული ვარ ამის მოსვლის შემთხვევაში ბრუნო ასისტების რეკორდს დადებს ისე როგორც არაფერს.

თუ უყურებთ ხოლმე დორტმუნდის თამაშებს,ტიპი ბრუნო 2ია,ცხოველია,ბურთის გარდა არაფერი აინტერესებს.

სანჩოზე ცოტახანი ხმას არ ვიღებ,მაინტერესებს ამ სეზონს დიალო როგორ ითამაშებს,ცაცია ფეხბურთელი მარჯვნივ მაინც სხვაა bully
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2021 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ეს თუ ვიყიდეთ 10 წელი თავდამსხმელი არ დაგვჭირდება:))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2021 19:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ურთულესი იქნება ამის გადმობირება
0
№6
ავტორი: Chesterman
15 მარტი 2021 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
სიტიმ თუ მოინდომა ყველაფერი იმათკენაა და აგვახევენ ძაან მარტივად მითუმეტეს გვარდიოლა ყავთ
0
№7
ავტორი: shotkin
15 მარტი 2021 20:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამაზე კარგს 9 იანის პოზიციაზე დღეს ვერავის მოიყვანენ, დააკვდება ამ გუნდს სტილითაც და ყველანაირად, უბრალოდ ზაფხულში ჰალანდზე პრაქტიკულად ყველა გუნდი ინადირებს და ურთულესი იქნება თუმცა სტატიაში აღნიშნულის იმედი მაქ რო ძველი ნაცნობობა თაავის როლს ითამაშებს და ოლე ყოფილ შეგირდს დაიბრუნებს საკუთარ ბანაკში.
0
№8
ავტორი: levionok
15 მარტი 2021 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მარსიალი წავა ბეეკიც სავარაუდოდ იჯარით წავა კავანი თუ წავუდა სასელფასო ჭერი საგრძნობლად შემცირდება და არც 350 იქნება პრობლემა რალი თუ ბამპეზე გადაერთვება ვეღარ შეძლებს ამდენს რომ ორივე იყიდოს სიტი კიდევ არმგონია არანაირად თუ ინგლისში ესეიგი ოლესთნ ამჯობინებს
0
№9
ავტორი: Phil Jones
15 მარტი 2021 22:46
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მე დარწმუნებული ვარ რომ სიტი ამას არ იყიდის, ეგ კი არა თუ გახსოვთ პეპი ლევანდოვსკის არ აყენებდა ძირითადში სანამ იმ ცნობილ თამაშში შეცვლაზე შესულმა ყველა გოლი არ გაიტანა და სხვა გზა აღარ დარჩა მერე... მე უფრო რეალური კონკურენტები რეალი და ბაიერნი მგონია, რეალი უეჭველი გაიწევს ერთ სუპერსტარზე დიდი ალბათობით ალბათ მაინც მბაპე და ბაიერნის პირადი შნირია დორტმუნდი და შანსია რომ კაპიკებში აჩუქოს, უბრალოდ აქ იმ აფერისტი რაიოლას იმედი უნდა გვქონდეს არ მისცემს მაგის საშუალებას ასე რომ შანსი ნაღდად გვაქვს
0
№10
ავტორი: ozymandias
15 მარტი 2021 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
ეს ისმ ომენტია სადაც ბაიერნიც უშანსოდაა.სიტი უფრო ფელიშზე გაიწევს და კაკრაზ ეგ უფრ ოარის მისი სტილი ვიდრე ჰალანდი.ხო ბარსელონაში რავიცი დომხალია და არავინ იცის რამ ოხდება მარა მაგათ აგუერო უფრო უნდათ და კიდევ არ მახსოვს ვინ იყო ვისზე დაიწერა და რეალი რა მარა რეალი უფრო მბაპეზე იქნება გადართული და რავი მართლა კოზირია სუშერი ჩვენთვის.მოკლედ მგონია რო მოვა ეს ბიჭი ჩვენთან და გრილიშსი კაი ქინება უხ რა გუნდი იქნება ხო არ ღადაობ :დდდდდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top